ახალი წელი ახლოვდება და ყველანი საახალწლო საჩუქრებზე ფიქრს ვიწყებთ. ჩვენი მკითხველები უფრო და უფრო ხშირად გვწერენ და გვეკითხებიან რჩევებს, რა აჩუქონ საყვარელ ადამიანებს. თუ შენც მათ რიცხვში ხარ და საჩუქარი ჯერ არ შეგირჩევია, თანაც გინდა, რამე ორიგინალური და შენი ხელით გაკეთებული აჩუქო, მაშინ ამ სტატიის კითხვა განაგრძე.
1. შენი მოხატული ჭიქა
ეს ისეთი საჩუქარია, რომელიც ყოველ დილით გაახსენებს შენს თავს.
დაგჭირდება:
- თეთრი ჭიქა, რომლის მიკროტალღურ ღუმელში შედგმაც შეიძლება;
- შავი ფერის პერმანენტული მარკერი (შავი ფერი ყველაზე მდგრადია);
- ძმარი ან სუფთა სახის აცეტონი;
- მიკროტალღური ღუმელი.
პირველ რიგში გადაწყვიტე, რას დააწერ ან დაახატავ ჭიქას. ეს შეიძლება იყოს სასიყვარულო ფრაზა, მისი საყვარელი გამონათქვამი ან უბრალოდ ნახატი. იდეებისტთვის საკუთარ ფანტაზიას ან ინტერნეტს მოუხმე. შემდეგ ჭიქა ძმრით ან აცეტონით კარგად გაწმინდე და ხატვას შეუდექი. ბოლოს ჭიქა მიკროტალღურ ღუმელში შედგი დაახლოებით 170 გრადუსზე და 30 წუთით დატოვე. გაცხელებული ჭიქა მაშინვე არ გამოიღო, თორემ შეიძლება დაიბზაროს.
2. 52 მიზეზი, რატომაც გიყვარს
დაგჭირდება:
- კარტის დასტა
- პერმანენტული მარკერი
- ინსტრუმენტი ბანქოს გასახვრეტად
- რკინის ან ნაჭრის დეტალი, რომლითაც კარტს შეკრავ.
მიჰყევი სურათის ინსტრუქციებს და გაიხსენე 52 მიზეზი, რის გამოც გიყვარს ის.
3. კვიპაროსი პატარა ქოთანში
ეს ძალიან ლამაზი საჩუქარია, რომელიც მის სამუშაო მაგიდას დაამშვენებს. კვიპაროსი სადღესასწაულო განწყობას ქმნის, თუმცა ის ნებისმიერი სხვა მცენარით შეგიძლია შეცვალო. მცენარის არჩევისას გაითვალისწინე მისი დიზაინი და ზომა.
4. შენი კოცნა
არა, ჩვეულებრივ კოცნას არ ვგულისხმობ. შენ შეგიძლია მას ლამინირებული კოცნა აჩუქო ლამაზი წარწერებით, ან თუ შენგან შორსაა, გამოიყენო Burberry-ს ძალიან ლამაზი, მოსახერხებელი და რომანტიკული აპლიკაცია.
5. ფოტო ჩარჩოში
შეარჩიე თქვენი საყვარელი ფოტო, შეგიძლია სხვადასხვა ეფექტი დაადო და ლამაზ ჩარჩოში ჩასვა, რომელიც შეგიძლია შენით გააფორმო.
6. შენი ხელით გაკეთებული ტკბილეული
აქ არჩევანი ფართოა. შთაგონებისთვის შეგიძლია ჩვენს რეცეპტებს გადახედო: ტირამისუ, ვაშლის ღვეზელი და კექსი.
7. საახალწლო დეკორაცია
შეგიძლია, აირჩიო ნაძვის ხე, ირემი, თოვლის ბაბუა, ან სხვა სათამაშო, რომელსაც ქილაში მოათავსებ. ქილა შიგნიდან წებოს დახმარებით ბრჭყვიალა ნაწილაკებით მორთე.
8. სურვილების ბარათი
აჩუქე საყვარელ ადამიანს რამდენიმე ბარათი, რომლის გადაცვლაც თავის სურვილებში შეეძლება. შეგიძლია ეს სურვილები შენით განსაზღვრო, ან არჩევანი მთლიანად მას დაუტოვო.
ბევრი აღარ იფიქრო, აარჩიე ამ საჩუქრებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე და საბოლოო შედეგი აუცილებლად გაგვიზიარე.
ჩვენ ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!
30 wutti mivutite mikrotalgurze da 5 wutshi chiqa gaskda : ((((((((
chiqa 30 wuti rom 200 gradusshi datovo, chiqisgan 1 namsxvrevic agar dagxvdebat albat :D :D
ჭიქა მიკროტალღოვან ღუმელზე უნდა იყოს გათვლილი. როგორც ყველა თეფშს ვერ იხმარ გასაცხელებლად, ასევე წველა ჭიქა არ გამოიყენება მ/ტ ღუმელისთვის
52 mizezi dzalian suleluria
sulac araa sisulele. valentinobis gareSec, umizezod, mSvenivrad miiRo saCuqrad bloknoti sadac 100 mizezi ewera Cemi misdami siyvarulisa. araromantikuli adamiania, magram kiTxvisas Zalian ucimcimebda Tvalebi da aCqarebuli gulis feTqvis xma ismoda siCumeSi :))))) ro damTavrda lomka dautova da meore krugze wavida :D ewyina rom mxolod 100 mizezi iyo da ara 1001 :))))))))))
sad vikido egeti chika romelic amxela graduss gaudzlebs xo ar icit?
ბოლო ყველაზე მეტად მომეწონა
exla vaketeb da vnaxot ra iqnebaa imedia chemic ar gaskdebaa:D
au gaakete gamogivida?
vahahahahah me saxlidan gamagdeben mikrotalguri gumeli gavapuche da chiqac damebzara :D
:D :D შენ რა შარში ჩაგიგდია თავი ))) ახლა საჩუქარი იმან უნა გიყიდოს, მიკროტალღური ღუმელი ან დააჩქაროს ქორწინება, თუ სახლიდან გამოგაგდეს ))
chais chiqa kvela udzlebs 170 graduss
მე 52 მიზეზი ძალიან მომეწონა, ორიგინალურია და წარმომიდგენია რა ინტერესით წაიკითხავს ყვეას 2 წუთში ))))
chiqa an kocna :))))
yvela momwonnaaa …gansakutrebit kocna,chiqa da 52mizezi ris gamocc giyvarss ))
52mizezi momewona da banqo sad shevidzino?
გამარჯობათ.. ამ დრეებში უნდა ვნახო ჩემი ბიჭი… პირველად … მინდა რამე სამახსოვროდ ვაჩუქო… რასმირჩევთ?
რას გულისხმობ პირველად ნახვაში? :)
პ.ს. ჩემი აზრი ასეთია, არაფერიც არ უნდა აჩუქო. ისიც ეყოფა, რომ გნახავს. ;) მერე თავში უვარდებათ ხოლმე :)