ხანდახან, შესაძლოა ფინჯანი ყავით ბევრად უკეთ იგრძნო თავი, ვიდრე საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ერთად. რატომ?

1. კარგი ყავა სიყვარულზე გემრიელია

შეგიძლია აღწერო როგორი გემო აქვს სიყვარულს? სამაგიეროდ, ერთი ფინჯანი გემრიელი ყავის შესახებ ყველას შეგიძლია უამბო და მეგობრებიც წაიყვანო მის დასაგემოვნებლად.

2. ყავა გათბობის საუკეთესო საშუალებაა

თბილი ფინჯნით ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას შეგიძლია გაითბო ხელები ისე, რომ ამას არავინ გააპროტესტებს და არავინ გეტყვის “აუ, რა ცივი ხელები გაქვს, გაწიე!”

3. ყავა ენერგიით გავსებს

სხვა არავინ და არაფერი შეიცავს კოფეინს ამ დოზით.

4. ყავის სურნელი

დაივიწყე დეოდორანტის, ოდეკოლონის ან პარფიუმერული წყლის სურნელი. ზოგიერთი მათგანი იმდენად არასასიამოვნოა, რომ ადამიანზე შთაბეჭდილებას გიცვლის. ყავის სურნელი კი ყოველთვის არომატულია და სასიამოვნოა!

5. ყავა არასოდეს გაგიფუჭებს დილას

პირიქით, დილით ერთი ფინჯანი ყავა სასიამოვნო დღის გარანტიაა.

6. ყავა ყოველთვის შენთანაა

სადაც უნდა იყო, ნებისმიერ დროს შეგიძლია მისი მომზადება ან კაფეში მირთმევა. ის მუდამ შენთანაა როდესაც გჭირდება.

7. ყავა გხდის ბედნიერს

სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტის კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ყავას ხშირად მიირთმევენ, ნაკლებად აწუხებთ დეპრესია.

8. ყავა მუდამ საინტერესოა

მოგბეზრდა “თურქული” ყავა? ახლა მოკა სცადე, კაპუჩინო ან ირლანდიური, ფრაპე ან ლატე…

არსებობს ყავის მომზადების უამრავი რეცეპტი, რაც შესაბამისად, სურნელსაც ცვლის. შეგიძლია, საკუთარი რეცეპტი შეიმუშავო და სრულიად ახალი გემო და არომატი აღმოაჩინო.

9. ყავა საუკეთესო კომპანიონია

ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში ფინჯან ყავასთან ერთად შეგიძლია აკეთო, რაც გინდა. ან სულაც მარტოობით დატკბე და სასიამოვნო განწყობით დატკბე. ყავა იდილიას არ დაგირღვევს.

10. ყავა არ გიღალატებს

მოგისმენს, გაგიგებს და განუგეშებს, დალევიდან რამდენიმე წუთში კი რთული სიტუაციიდან გამოსავალსაც შემოგთავაზებს, თან რამდენიმეს!