ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში, საქართველოში ოჯახების 46% უპირატესობას მიანიჭებდა ვაჟს, ხოლო 9 % – გოგოს. თუმცა, თუ მხოლოდ ბიოლოგიურ შემთხვევითობას მიენდობიან, წყვილების 30%-ს ვაჟი არ გაუჩნდებოდა, შობადობის დონის გათვალისწინებით (1.7 ბავშვი ქალზე, 2010 წ.)

სტატისტიკური მონაცემები საქართველოში დაბადებისას სქესთა თანაფარდობაზე ადასტურებს ქვეყანაში სქესის შერჩევის მიზნით პრენატალური აბორტების არსებობას: 2008-2012 წლებში ყოველ 100 გოგოზე 112 ბიჭი დაიბადა, მაშინ როცა ნორმა 100 ახალშობილ გოგონაზე 105 ბიჭის დაბადებაა. შედეგად, საქართველოში 1990-2010 წლებში დაბადებამდე 25 ათასი გოგონა გაუჩინარდა.

ასე თუ გაგრძელდა, გაუჩინარებული გოგონების რაოდენობა 2020 წლისთვის იქნება 40 ათასი, 2030 წლისთვის – 60 ათასი, ხოლო 2050 წლისთვის მათი რაოდენობა 80 ათასს მიაღწევს. ამ დროისთვის გამქრალი ქალების რაოდენობა მდედრობითი სქესის მოსახლეობის 4% იქნება.

ინფოგრაფიკა შეიქმნა ანგარიშის „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში“ (2014) მიხედვით, რომელიც პირველი სისტემატური კვლევაა საქართველოში და რომლის მიზანია დაბადებისას სქესთა შორის დისბალანსის შესახებ არსებული მონაცემების სიღრმისეული განხილვა.