2013 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლობამ საქართველოში, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან“ (ISSA) თანამშრომლობით, ქვემო ქართლის რეგიონში ეთნიკური უმცირესობის ქალების საჭიროებების და პრიორიტეტების კვლევა განახორციელა. აღნიშნული კვლევა იმ გამოწვევებს და ბარიერებს მიმოიხილავს, რაც ეთნიკური უმცირესობის ქალებს ხელს უშლის, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა მიიღონ.

ჯამპსტარტ ჯორჯიამ ვიზუალურად გამოსახა ამ კვლევის ძირითადი მიგნებები. ინფოგრაფიკა ქვემო ქართლის რეგგიონში ბავშვთა და ადრეული ქორწინებით გამოწვეულ სირთულეებს ასახავს.

  • ორგანიზაცია: JumpStart Georgia
  • ჟურნალისტი: მარიამ გამხარაშვილი (ჯამპსტარტ ჯორჯია)
  • დიზაინერი: ია ნინოშვილი (ჯამპსტარტ ჯორჯია)
  • მონაცემთა წყარო:
    • ეთნიკური უმცირესობების ქალთა საჭიროებები და პრიორიტეტები ქვემო ქართლის რეგიონში
    • ქალი და კაცი საქართველოში 2015
  • ენა: English, ქართული
  • კატეგორია: ეკონომიკა / ბიზნესი, განათლება, გენდერი, ცხოვრების სტილი / კულტურა
  • ტიპი: ინფოგრაფიკა