პირველი ნაბიჯი – ძიება
ყველაფერი ძიებით იწყება!
მოიძიეთ ზუსტად ის პოზიცია, რომელიც გაინტერესებთ და რაც ყველაზე მთავარია – ის, რომელსაც კვალიფიკაციით შეეფერებით.
დამსაქმებელი ყოველთვის აქცევს ყურადღებას თქვენს მონაცემებში წერია თუ არა ინგლისური თავისუფლად, მაშინ როცა მას უცხო ენის სპეციალისტი სჭირდება.
მეორე ნაბიჯი – რეზიუმე
Curriculum Vitae (CV) ანუ რეზიუმე არის ერთ ან ორ გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც თქვენს შესახებ დამსაქმებელს წარმოდგენას უქმნის.
მთავარი რჩევა, რომელიც რეზიუმეს შევსებისას უნდა გაითვალისწინოთ არის – არავითარი ტყუილი! რეზიუმე უნდა შეიცავდეს პერსონალურ ინფორმაციას – სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, მისამართს, ტელეფონის ნომერსა და ელექტრონულ ფოსტას, განათლებას, ტრეინიგებს, სამუშაო გამოცდილებას (არსებობის შემთხვევაში), უცხო ენებს, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს, პიროვნულ თვისებებს (არ არის სავალდებულო).
- ტელეფონის მითითებისას გაითვალისწინეთ, რომ იგი ქვეყნისა და ქალაქის კოდის გათვალისწინებით უნდა მიუთითოთ, მაგ: სახლი: +995 32 211 11 11; მობ.: +995 555 55 55 55
- ელექტრონული ფოსტა სოლიდური უნდა იყოს. თქვენი სახელისა და გვარის ინიციალები, მარტო გვარის ან მარტო სახელის, არავითარი თიკუნი (”კლიჩკა”). ნუ შექმნით მეილს mail.ru-ზე, ისარგებლეთ gmail.com, yahoo.com, hotmail.com და სხვა საიტებით.
- რეზიუმეში არ მიუთითოთ ოჯახური მდგომარეობა, (თუ მაინცდამაინც მოთხოვნებში წერია, პასუხი ამ კითხვაზე შემდეგია – დასაოჯახებელი ან დაოჯახებული! ქვრივი ხართ თუ განათხოვარი დამსაქმებელს არ აინტერესებს)
- განათლება ბოლო უმაღლესი სასწავლებლით დაიწყეთ და მიყევით უკუქრონოლოგიურად, თუ მხოლოდ სკოლა გაქვთ დამთავრებული მიუთითეთ სკოლაც, უმაღლეს განათლების არსებობისას სკოლის მითითება რეკომენდირებული არ არის.
- ტრენინგების, კურსების არსებობისას მიუთითეთ ჯერ თარიღი (დღეების, თვეებისა და წლების მიხედვით), ტრენინგის სახელწოდება, შემდეგ პროვაიდერი.
- უცხო ენები – დაიწყეთ ქართულით – მშობლიური, ინგლისურის, რუსულის, იტალიურისა თუ სხვა ენის მითითებისას გაითვალისწინეთ შემდეგი კრიტერიუმებით მათი შეფასება – საწყისი, საშუალო, კარგი, სრულყოფილი. კიდევ ერთხელ გირჩევთ, ნუ მოიტყუებით, რადგან არ ცოდნა ყოველთვის გამოჩნდება.
- კომპიტერული უნარ-ჩვევები – მიუთითეთ ის პროგრამები რომელიც იცით, დონის მითითება სავალდებულო არ არის. ძირითადად უთითებენ: MS Word; MS Excel; MS PowerPoint; Internet…
- პიროვნულ თვისებებში ხაზი გაუსვით თქვენს იმ თვისებებს, რომელიც სხვებისგან გამოგარჩევთ – პუნქტუალურობა, გუნდური მუშაობის უნარი და ა.შ.
- ფოტო – ეს თემა მეტად მტკივნეულია, რადგან არავის გვინდა ჩვენს რეზიუმეში 3X4-ზე გადაღებული ე.წ. ”პასპორტის სურათის” მოთავსება. გამოსავალი ყოველთვის არსებობს – გადაიღეთ ამ ფორმატის თქვენთვის მოსაწონი ფოტო და სწორედ ის დაურთეთ რეზიუმეს, თავი შეიკავეთ მოჭრილი სურათების ჩართვისაგან, სადაც ვიღაცის გადახვეული “თათი” ან ყანწი ჩანს :/ მერწმუნეთ, ასეთი შემთხვევები ხშირია და დასაქმების შანსი – 0%.
იყავით განსხვავებული, მაგრამ კრიტერიუმებიც გაითვალისწინეთ.
გისურვებთ წარმატებას!
"ნუ შექმნით მეილს mail.ru-ზე" <- რატომ?რუ რომ არის იმიტომ? თუ არადა, სხვა პრინციპით yahoo.com hotmail.com -იც იგივე "ცუდი პონტია"… იმჰო.
დანარჩენში ყველაფერში გეთანხმები :Yes::)
იმიტომ რომ ქართულს უნიკოდს ვერ კითხულობს, და რამე რომ მოგწერონ ქართულად აჟღა ბუჯღა ტექსტი მოგივა. ასევე შენც ვერ გააგზავნი… მოკლედ ტექნიკური ამბავია.
ნამდვილად კარგი რცჰევებია
anu yanwi momeconaaaa :D bodishi kartuli fonti sul ar makvs da