ქართულენოვანი უფასო ელექტრონული კურსი გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა.

იგი სამი მოდულისგან შედგება:

  • მოდული 1: გენდერის არსი და ძირითადი ცნებები
  • მოდული 2: ქალთა უფლებების დაცვის ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩო
  • მოდული 3: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება

თითო მოდულში 30-მდე ინტერაქტიული აუდიო გაკვეთილი შედის. კურსის გავლა რამდენიმე საათშია შესაძლებელი. კურსის წარმატებით გავლის შემდეგ კი სერტიფიკატი გაიცემა.

“ვიმედოვნებ, ელექტრონული კურსი გენდერული თანასწორობის შესახებ ბევრი ადამიანისთვის იქნება კარგი პლატფორმა, მიიღოს ინფორმაცია არამარტო ტერმინებსა და ძირითადად ცნებებზე, არამედ გაეცნოს ქვეყანაში არსებულ კანონმდებლობას, დაცვისა და დახმარების მექანიზმებს და ასევე, გაიღრმავონ ცოდნა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სტრატეგიებზე.“

ნინო ლომჯარია, საქართველოს სახალხო დამცველი