ხანდახან ამინდი, გადაღლა, ზედმეტი დადებითი ან უარყოფითი ემოცია გფიტავს და მუშაობისა თუ გართობის სურვილს გიკლავს.

ასეთ დროს ენერგიის მოსამატებლად არც ყავა გშველის და არც მხიარული მუსიკის მოსმენა.

თუმცა, არის კიდევ რამოდენიმე საშუალება, რათა განწყობა გაიუმჯობესო და უბრალოდ, იყო ბედნიერი.

1. მიირთვი ხილი და ბოსტნეული

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღის განმავლობაში ხილისა და ბოსტნეულის 7 პორციას ითვისებენ, სხვებთან შედარებით გაცილებით ბედნიერად გრძნობენ თავს და ემოციური სიჯანსაღით გამოირჩევიან.

ჩიფსების ნაცვლად თხილი ან ჩირი წაისუსნე. მოიმზადე ბოსტნეულის ან ხილის მსუბუქი სალათები და მიირთვი რამდენჯერაც მოგშივდება.

2. შემოიტანე მზის ენერგია

არ არის აუცილებელი მთელი თაიგული შეიძინო, მხოლოდ ერთი ცალი მზესუმზირის ან გერბერის ყვავილი შენს სამუშაო მაგიდასაც გაახალისებს და ირგვლივ მყოფთა განწყობაშიც მზის სითბოს შემოიტანს. ამასთანავე, შენს წინსვლასაც შეუწყობს ხელს.

3. მოეფერე ლეკვს

puppy kitty

ცხოველთან გათამაშება და მოფერება სტრესს ამცირებს და წნევას არეგულირებს. პატარა ცხოველისადმი დათმობილი ყურადღების სანაცვლოდ, მათგან უპირობო სიყვარულს იღებ და პოზიტივით ივსები.

4. ფეხით გაისეირნე

რუტინა და დალაგებული ცხოვრება ადამიანებს ამშვიდებს, მაგრამ ამავე დროს ცხოვრებაში ცვლილებისა და სიახლის შემოტანა, ხშირ შემთხვევაში, პოზიტიურ ემოციებს გგვრის.

კვირაში ერთხელ შეცვალე შინისაკენ მიმავალი მარშრუტი, ფეხით წადი სახლში თუ ახლოს ცხოვრობ, ან ერთი გაჩერებით ადრე ჩამოდი, თუ ტრანსპორტით მგზავრობა გიწევს და სახლამდე გაისეირნე.

5. უბრალოდ უარი თქვი

say no

თუ ხათრიანი და მორიდებული ადამიანი ხარ, უარის თქმასაც გამბედაობა უნდა. შენი დროის პატრონი შენ ხარ და ისედაც მწირი თავისუფალი დრო არასასიამოვნო, სავალდებულო, არაფრის მომცემ საქმეებში არ უნდა გალიო.

„ბოდიშს გიხდი, სხვა გეგმები მაქვს“ – არის მარტივი ფრაზა, რომლითაც აირიდებ არასავალდებულო, ზრდილობის გულისთვის გამოგზავნილ ნათესავის თუ მეზობლის მოწვევას, სახლში დაპატიჟებას, უცხო ხალხით სავსე დაბადების დღეზე მისვლას.

6. აანთე სურნელოვანი სანთელი

დამტკიცებულია, რომ არომათერაპია განწყობაზე დადებითად მოქმედებს. გაინებივრე თავი, აანთე ლავანდის სურნელოვანი სანთელი, მიიღე ფორთოხლის საშხაპე გელის გამახალისებელი შხაპი, დააყენე მწვანე ჩაი და განიტვირთე.

7. დაისახე მარტივი მიზნები

თუნდაც იყოს ეს კარადის დალაგება, ან ბოსტნეულის სალათის მომზადება მომდევნო დღისათვის. ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ:

„მიღწევები, რაოდენ მცირეც არ უნდა იყვნენ, აძლიერებენ ჩვენში ცხოვრებაზე კონტროლის შეგრძნებას. მიზნის მიღწევა და შედეგის დანახვა კი სიხარულს გვანიჭებს და თვითშეფასებას გვიმაღლებს, რაც ბედნიერების ნაწილია“.

8. იპოვე შენი ფერი

სახლში კედლის გადაღებვამ შესაძლებელია საოცრად პოზიტიური ეფექტი მოგვცეს. მიჩნეულია, რომ ცისფერი დამამშვიდებელ ეფექტს იძლევა (იდეალურია საძინებლებისათვის), ხოლო მწვანე განტვირთვის ფერია (კარგია მისაღები ოთახისთვის). ყვითელი და ფორთოხლისფერი მზიან და ნათელ განწყობას ქმნიან, სამზარეულოში კი მადას აღძრავენ.

9. ირბინე

ან დაკავდი ნებისმიერი სახის ფიზიკური აქტივობით. ერთ კილომეტრს გაირბენ თუ ათს, კმაყოფილების გრძნობა (და კალორიების წვა) კარგ ხასიათზე დაგაყენებს.

იპოვე შენი გამაბედნიერებელი ქმედება, ნივთი, წვრილმანი, გაიხალისე ცხოვრება და შენი სიხარული ჩვენც გაგვიზიარე.