იცოდი, რომ ღვინის საცობის შემადგენლობა ცეცხლგამძლეა, რაც მისი სახლის კედლებში, იატაკში, სხვენსა და ფასადებში ჩამონტაჟების საშუალებას იძლევა?
დაიწყე საცობების შეგროვება დღესვე.
ჩვენ შევარჩიეთ 10 საუკეთესო იდეა შენთვის. მეტი იდეისთვის გადახედე ჩვენს სტატიას.
1. მაგიდის საფარი
ძველი მაგიდა, წებო და ბევრი საცობი – სულ ესაა, რაც გჭირდება. ყველაზე კარგი ის არის, რომ ყველაფერი გადამუშავებადი მასალისგან არის დამზადებული და არასდროს მოგიწევს გარემოს დაცვაზე ფიქრი, საცობებთან მუშაობისას.
2. კარის დეკორი
ეძებ კარის ორიგინალურ დეკორს? ერთადერთი, რაზეც ზრუნვა მოგიწევს ისაა, რომ სხვამ არ გააყოლოს ხელს შენი ნაშრომი.
3. მინი ქოთანი
მინი საყვავილეების იდეა გამოგადგება იმ ეტაპზე, როცა მცენარეები ჯერ კიდევ პატარაა. გარდა იმისა, რომ ლამაზია, შორ მანძილზე წასაღებადაც იდეალური საშუალებაა, თუკი გადაწყვეტ, რომ მეგობარსაც უწილადო რამდენიმე ნერგი.
4. ბარათმჭერი
ეს იდეა ქორწილებში სტუმართა ადგილების გასანაწილებლად გამოგადგება ისევე, როგორც საკონფერენციო დარბაზებში დელეგატთა განსათავსებლად. შეგიძლია ბარათმჭერი კაბინეტში მაგიდაზეც განათავსო სავიზიტო ბარათებისვის.
5. გასაღების ორგანაიზერი
გასაღებების ორიგინალური ორგანაიზერი. მის შესაქმნელად სულ რამდენიმე წამია საჭირო.
6. დანის, კოვზის, ჩანგლის ტარა
შენს დანას ტარა გაუფუჭდა? არ იდარდო! საცობი მზადაა შენს საშველად.
7. აბაზანის ხალიჩა
გარდა იმისა, რომ ცეცხლგამძლეა, საცობი არ სრიალებს. ის მჭიდროდ ეკვრის კაფელს და გიცავს დაცურებისაგან. ამიტომაც, საცობისგან შექმნილი ხალიჩა საუკეთესოა სააბაზანოსთვის.
8. მცენარის ორგანაიზერი
გარდა იმისა, რომ შენი ბოსტანი ამ დეკორატიული ელემენტის დახმარებით გალამაზდება, მოახდენ ეზოს ორგანიზებას და არასდროს დაგავიწყდება სად რა დარგე.
ჰმმ… კარგი იდეაა!