ადამიანები თითქმის ყველაფერზე ვდაობთ. ერთ–ერთი ასეთი საკითხია, როგორ და სად უნდა შევინახოთ საკვები პროდუქტები. თუმცა, არის გარკვეული კატეგორიის პროდუქტები, რომელთაც მაცივარში არაფერი ესაქმებათ.
შენ წინაშეა 10 ასეთი საკვები:
1. პომიდორი
მაცივარში შენახული პომიდორი კარგავს გემოს, დაბალი ტემპერატურა აჩერებს დამწიფების პროცესს, პომიდორს კი დამწიფება აძლევს გემოს. მაცივარი აღნიშნული საკვების ტექსტურასაც ცვლის. სიცივე ხილის კედლების მემბრანას ანგრევს. შეინახე პომიდორი მაცივრის გარეთ ჯამში ან კალათში.
2. ბაზილიკი
ბაზილიკი მაცივარში უფრო სწრაფად ჭკნება, ამასთან იღებს მის გვერდით მოთავსებული პროდუქტების სუნს. უმჯობესია, თუ ამ მცენარეს ჭიქა წყალში შეინახავ, როგორც ყვავილებს. თუ გსურს დიდხანს გაძლოს, მაშინ ამოავლე წყალში და შედე საყინულეში – გვირჩევს მარტა სტიუარტი.
3. კარტოფილი
კარტოფილის მაცივარში მოთავსება იწვევს მის დატკბობას. ამიტომ, თუ არ გსურს ტკბილი კარტოფილის მირთმევა, შეინახე ის ქაღალდის პარკში გრილ (70–80) და ბნელ, მაგრამ არა ცივ ადგილას. ქაღალდი ცელოფნისგან განსხვავებით უკეთ სუნთქავს, რაც შეანელებს ლპობის პროცესს.
4. ხახვი
თუ ხახვს მაცივარში მოათავსებ, ტენიანობის გამო თანდათან რბილი გახდება. შეინახე გრილ, მშრალ ადგილას. თუმცა, ეცადე ხახვი არ მოათავსო კარტოფილის გვერდით, რადგან ისინი ერთმანეთზე ზემოქმედებენ და უფრო სწრაფად ლპებიან.
5. ნიორი
თანდათან, მაცივარში შენახული ნიორი ფესვებს იკეთებს და ხდება რეზინასავით რბილი. ნივრის ადგილი გრილ და მშრალ საცავშია.
6. პური
მაცივარი პურს სწრაფად გამოაშრობს, თუ სენდვიჩის დაჭრილ პურს არ ეხება საქმე, რომლის გამოყენებასაც რამდენიმე დღის შემდგომ აპირებ, ამიტომ ოთხი დღის სამყოფი პური შეინახე თავის საცავში, დანარჩენი – საყინულეში. საყინულეში მოთავსებული პური უნდა იყოს კარგად შეფუთული, რათა შეინარჩუნოს ტენიანობა. გამოტანისას, აცადე გალღობა, სანამ მიირთმევ ან ტოსტერში გააცხელებ.
7. ზეითუნის ზეთი
უმჯობესია, ზეითუნის ზეთი გრილ, ბნელ ადგილას შეინახო, მაგრამ არა მაცივარში, სადაც ის უფრო მყარი ხდება და მისი კონსისტენცია კარაქისას ემსგავსება.
8. ყავა
თუ ყავას მაცივარში დატოვებ, ის დაკარგავს გემოს და სურნელს და მაცივრის სხვა სუნებს აითვისებს. ამიტომ ყავა აუცილებლად გრილ, ბნელ ადგილას უნდა შეინახო, სადაც სურნელს შეინარჩუნებს. თუმცა შეგიძლია დიდი ოდენობის ყავა საყინულეშიც შეინახო.
9. თაფლი
თაფლის მაცივარში შენახვა აუცილებელი არ არის. ის არ გაფუჭდება, თუ დაცული იქნება ჰერმეტულობა. მაცივარში თაფლის მოთავსება იწვევს მის კრისტალიზებას.
ვაჰ!! არ ვიცოდი პამიდორზე მაგალითად!
ჰო, ბევრი ისეთია, ვერც მიხვდები…
marto pomidors vinaxav macivarshi ..da arc vicodi tu ar sheidzleboda :S :S
sulguni yvelic ar sheizleba xooooooo?
da nutela ^_^
kaia zogi ar vicodi ^^
ვინმეს თავში აზრად მოსვლია ოდესმე ყავის მაცივარში შენახვა?
მე ვინახავ ყავას მაცივარში იმიტომ რომ უფრო გემრიელია და სუნიც უფრო მომწონს..:)