
Sossusvlei- მკვდარი და ჭაობიანი
ასე უწოდებენ ნამიბიის დაცულ ტერიტორიებზე მდებარე ნამიბის უდაბნოს სამხრეთ ნაწილში არსებულ დაჭაობებულ წყალსატევს, რომელიც ულამაზესი დიუნებით, ანუ ქვიშის დიდი ბორცვებითაა ცნობილი. დიუნების ფერი ვარდისფერიდან ნარინჯისფერამდე მერყეობს, ქვიშაში რკინის მაღალი შემცველობის გამო. წლის უმეტეს დროს წყალსატევი დამშრალია, მხოლოდ წვიმების დროს ხდება მისი წყლის მარაგის შევსება.

ხშირად ამ სახელწოდებას მარტო ამ კონკრეტული წყალსატევისთვის კი არა, მთლიანად მისი გარემომცველი ტერიტორიებისთვისაც იყენებენ და Sossusvlei Area-ს ეძახიან. Sossusvlei Area 32 ათას კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. აქაური დიუნები მსოფლიოს ყველაზე მაღალი დიუნების რიცხვში შედის, ზოგიერთის სიმაღლე 200 მეტრს აჭარბებს, ყველაზე დიდის, “დიდი მამიკოს” სიმაღლე კი 380 მეტრია.

Deadvlei
ნამიბის უდაბნოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტურისტული მარშუტი, რომელსაც მსოფლიოში მკვდარი ველის სახელწოდებით იცნობენ, მკვდარი ხეების სამფლობელოა.

ის მდინარე, რომელიც ადრე აქ მოზარდ აკაციის ხეებს კვებავდა, დაშრა, ახლა კი გამხმარი და გაშავებული ხეები ულამაზეს, სიურრეალისტურ პეიზაჟებს ქმნიან.

მკვდარი ველი რამდენიმე ჰოლივუდური ფილმის სცენებშიცაა გადაღებული.

მსოფლიოს ყველაზე ფოტოგრაფირებადი დიუნი – “დიუნი45”.
ასეთი სახელწოდება მან იმიტომ მიიღო, რომ Sossusvlei-სკენ მიმავალი ზის ორმოცდამეხუთე კილომეტრზე მდებარეობს.


ეს დიუნი ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული არაა, მისი სიმაღლე სულ რაღაც 80 მეტრია და არც რაიმე განსაკუთრებული ფორმა არ აქვს. სამაგიეროდ, გზასთან ახლოსაა და მანქანიდან გადმოუსვლელად შეიძლება მისთვის ფოტოს გადაღება.

ეს დიუნი ასაძვრომადაც ძალიან მოსახერხებელია. თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ, ქვიშა საკმაოდ ცხელია.

ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა მხოლოდ მეოცე საუკუნის ბოლოს დაიწყეს. აქაურობას უახლოეს დასახლებულ პუნქტთან-სესრიემთან, გზა აერთებს, რომელის 200o-იანი წლების დასაწყისში გაიყვანეს.
დღეისათვის ტურ-ოპერატორები არამარტო მაღალი გამავლობის მანქანებით მოწყობილ ტურებს სთავაზობენ ადამიანებს, არამედ შესაძლებელია დიუნებიდან პარაპლანით ფრენა ან საჰაერო ბურთების საშუალებით ზემოდან დაკვირვება.
დაინტერესდით? ინფორმაციისთვის შეგიძლიათ შეიხედოთ აქ.
რა სილამაზეა :)
არ წავიდეთ სამოგზაუროთ? :))))
bunebis saocreba (Y) ulamazesia