სახლში ხანგრძლივად ყოფნა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. მსოფლიოში კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობა ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მძიმე გადასატანია.

ქართველი მაყურებელის გასახალისებლად ეროვნულმა კინოცენტრმა ქართველ რეჟისორებთან და პროდიუსერებთან ერთად ეროვნეული კინოკლუბი დააარსა და ონალინ კინოჩვენებები დაიწყო.

ამ ინიციატივით ბოლო წლებში გადაღებული უამრავი ქართული ფილმის ნახვა ონლაინ, უსასყიდლოდაა შესაძლებელი.

ამავდროულად, რეჟისორების დიდმა ნაწილმა საკუთარი ფილმების ბმულები სოციალური ქსელების საშუალებით გააზიარა და ნებისმიერ მსურველს აქვს მათი ნახვის შესაძლებლობა.

ჩვენებების განრიგი ეროვნული კინოცენტრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ, ჩვენ კი ქართველი ქალი რეჟისორების მიერ შექმნილ რამდენიმე მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმს გირჩევთ.

ასევე, ნინო ჟვანის ფილმის “აღლუმი” ონლაინ ჩვენება 29 მარტს, 19:00 საათზე შედგება ამ ბმულზე.

მარიამ ხაჭვანი – “დინოლა”

ქეთი მაჭავარიანი – “მარილივით თეთრი”

მარიამ ჭაჭია – “მოუსმინე სიჩუმეს” – https://vimeo.com/186430114

ნათია ნიკოლაიშვილი – “ლილე” – https://vimeo.com/190685112

დარჩი სახლში, უყურე ქართულ კინოს!