ჰოლივუდისთვის ცოტათი უცნაურია წრფელი სიყვარული და ხანგრძლივი ქორწინებები, ხოლო ის ადამიანები, რომელთა გრძნობებიც (და ქორწინებაც) დრომ გამოსცადა, მთელს ჰოლივუდში (და არა მარტო) საყოველთაო ყურადღების, საუბრის და, ზოგადად, აღტაცების საგანია. გაეცანი ყველაზე პოპულარული შეყვარებული წყვილების მოკლე ისტორიებს.
რიტა ვილსონი და ტომ ჰენქსი
ვილსონი პირველად მომავალ მეუღლეს საკუთარ სატელევიზიო შოუში “Bosom Buddies” შეხვდა, თუმცა რომანი მაშინვე არ გაუბამთ. წყვილი მოგვიანებით კვლავ გადასაღებ მოედანზე შეხვდა ერთმანეთს, სადაც დაწყებული მხურვალე რომანი 1988 წლის 30 აპრილს ქორწინებით დაგვირგვინდა. წყვილს ორი შვილი შეეძინა: ჩესტერი – 1990 წელს და თრუმენი – 1995 წელს.
სარა ჯესიკა პარკერი და მეთიუ ბროდერიკი
პარკერი ბროდერიკს (გაგიკვირდებათ და) პირველად 1991 წელს, ბროდვეის სცენაზე შეხვდა. და-ძმის როლის წარმატებით მორგების შემდეგ, ურთიერთობამ სცენის მიღმა გადაინაცვლა. ისინი 1997 წლის 19 მაისს დაქორწინდნენ ნიუ-იუორკის სინაგოგაში. “ჩემს ქორწილში შავი კაბა მეცვა, რასაც ახლა გულწრფელად ვნანობ” – აღიარა მოგვიანებით სარამ. 2002 წლის ოქტომბერს, მსახიობებს შეეძინათ პირელი შვილი ჯეიმს ვიკლი, ხოლო 2009 წელს ტყუპი ქალიშვილები სუროგატი დედის დახმარებით მოევლინენ ქვეყანას.
ვიქტორია და დევიდ ბექჰემები
ერთ დროს პოპულარული გოგონათა ჯგუფის “Spice Girls” მომღერალი და ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ერთმანეთს 1997 წელს, საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩზე შეხვდნენ. ხანმოკლე რომანი ყველაზე სკანდალურ ქორწინებაში გადაიზარდა, თუმცა ვიქტორიამ ყველა წყენა უდრტვინველად აიტანა, ჭორები და მითქმა-მოთქმა არად ჩააგდო, მეუღლეს ოთხი შვილი გაუჩინა და ინგლისელი ქალების მისაბაძ მაგალითად და სანიმუშო მეუღლედ იქცა.
ბიონსე და ჯეი-ზი
მუსიკოსები ერთმანეთს 2002 წელს ცნობილი სინგლის “Bonnie & Clyde” ჩასაწერად შეხვდნენ და მას შემდეგ არც დაშორებულან. მათი რომანი იდუმალებით მოცული იყო და დაქორწინებაც საიდუმლოდ მოახერხეს ნიუ-იორკში, 2008 წლის 4 აპრილს. 2012 წელს მათი ქალიშვილი ბლუ მოევლინა ქვეყნიერებას.
გოლდი ჰოუნი და კურტ რასელი
მსახიობები ერთმანეთს 1968 წელს გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ. თუმცა სიყვარული მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ მოვიდა: 1983 წელს, მათი ხელახალი შეხვედრისას გადასაღებ მოედანზე. ისინი არასოდეს დაქორწინებულან, თუმცა 1986 წლის ზაფხულს ქალიშვილი უიტი შეეძინათ. გოლდის სხვა მეუღლისგან, მსახიობ ბილ ჰადსონისგან ორი შვილი ჰყავს ოლივერი და ქეითი (ეს უკანასკნელი კი დედაზე არანაკლებ ცნობილი მსახიობი ქეით ჰადსონია).
ქელი პრესტონი და ჯონ ტრავოლტა
ისინი ერთმანეთს 1987 წელს დაუკავშირდნენ და მას შემდეგ ერთად არიან. 1991 წელს ურთიერთობა ქორწინებით დაასრულეს, ხოლო 1992 წელს შეეძინათ ვაჟიშვილი, (რომელიც სამწუხაროდ 2009 წელს გარდაიცვალა). მოგვიანებით, 2000 წლის აპრილს, მსახიობებს ქალიშვილი ელა შეეძინათ, 2010 წლის ნოემბერში კი ვაჟიშვილი – ბენჯამენი.
მელანი გრიფიტი და ანტონიო ბანდერასი
მელანი და ანტონიო ერთმანეთით პირველივე შეხვედრისას მოიხიბლენ, მიუხედავად იმისა, რომ ანტონიო დაქორწინებული იყო მომხიბვლელ ანა ლეზაზე, ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია მისთვის მშვენიერ მელანისთან რომანი გაება. მათი პირველი ერთობლივი ფილმის Two Much გადაღებების დასრულების შემდეგ. 1996 წლის მაისში ოფიციალურად დაქორწინდნენ, ხოლო ამავე წლის სექტემბერში ქალიშვილი სტელა შეეძინათ.
ჯენიფერ გარნერი და ბენ აფლეკი
ცნობილი მსახიობები ერთმანეთს 2004 წელს შეხვდნენ, ფილმის Elektra გადაღებებზე. როგორც ცნობილია, ჰოლივუდის ვარსკვლავთბიჭუნა უმალ მოიხიბლა გარნერის სილამაზით. ბენს ბევრი არ უფიქრია და 2005 წელს, ჯენიფერის 33-ე დაბადების დღეს, მას საჩუქრად Harry Winston -ის 4,5 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი და თავისი გული შესთავაზა. მათი ქორწინება გასაიდუმლოებულ გარემოში 2005 წლის 29 ივნისს შედგა, რადგანაც ამ დროს ჯენიფერი 4 თვის ორსული იყო მათ პირველ ქალიშვილ ვიოლეტზე. ეს უკანასკნელი ქვეყნიერებას 2005 წლის დეკემბერში მოევლინა. 2009 წლის იანვარში წყვილს მეორე ქალიშვილი სერაფინა შეეძინათ. 2012 წლის თებერვალში კი ოჯახს მესამე შვილი, ბიჭუნა სამუელი შეემტა.
ბენი და ჯენიფერი <3 ტომ ჰენქსის ცოლი როგორ გავს მეგ რაიანს O.o
მეც ყველაზე მეტად ბილი და ჯენიფერი მომწონს <3 და ჰენკსის ცოლზეც გეთანხმები :O
beni da jeniferi koshmaria! sashineli qalia
beyonce da jay-z
jeniferi da beni
პირადად მე ბექჰემების ოჯახის ფანი ვარ უკვე დიდი ხანია
კარტერებისა და ბექჰემების ოჯახობები ყველაზე მეტად მომწონს :)