თუ ამ სტატიას კითხულობ, ესე იგი შენ იმ პრივილეგირებული ადამიანების რიცხვს მიეკუთვნები, ვისაც კორონავირუსის გავრცელების შედეგად გამოწვეული იზოლაციის პირობებში აქვს თბილი სახლი, საჭმელი, ელექტროენერგია, ინტერნეტი, ან სულ ცოტა – მობილური ტელეფონი.
ეს უკვე ნიშნავს, რომ სახლში მარტო ყოფნა – არც ისე ცუდი ამბავია!
3 კვირიანი სახლში ჯდომის შემდეგ, გადავწყვიტე გაგიზიაროთ იდეები თუ რით შეიძლება გაიყვანოთ დრო, პროდუქტიულად ან არც ისე, და თქვენგანაც მოვისმინო საუკეთესო იდეები.
- დაიწყე დილაობით საუზმობა.
- შეისწავლე სტრესთან გამკლავების მეთოდები.
- წაიკითხე ეს წიგნები ახალი ამბების მაგივრად. კიდევ – სხვები.
- სახლიდან თუ მუშაობ, გადახედე სამუშაო სივრცეს. შეიძლება სამუშაო მაგიდის განახლება მოგინდეს.
- შეარჩიე შესაბამისი მუსიკა სამუშაოდ. გაგვიზიარე Pink Club-ში, რასაც უსმენ.
- გაწმინდე და განაახლე სამკაულები.
- დაიწყე ჯანსაღი ჩვევების გამომუშავება.
- დაალაგე სახლი და მიუჩინე ყველა უადგილო ნივთს თავის ადგილი.
- დაალაგე ტანსაცმლის კარადა.

- სახლში არსებული ძველი ნივთებისგან შექმენი დეკორაციები. შედეგი გაგვიზიარე.
- თუ ხვდები რომ მშობლებთან ერთად ცხოვრება აღარ შეგიძლია, დაიწყე ფიქრი მარტო ცხოვრებაზე.
- უარი თქვი შამპუნზე და სახლში ყოფნის დრო ადაპტაციისთვის გამოიყენე.
- კარგად გაეცანი ქალთა უფლებებს და მათ მოსაპოვებლად მებრძოლი ქალების ისტორიებს.
- მოემზადე აღდგომისთვის.
- უყურე ფილმებს, რომელთა ნახვაც დიდი ხანია გინდოდა. აქ იპოვი ჩვენს მიერ შედგენილ 20 საუკეთესო ფილმის სიას, დამატებით სიას 8 ფილმით და კიდევ სხვა 10 რომანტიკულ ფილმს. ასევე შეათვალიერე ქართველი ქალი რეჟისორების მიერ გადაღებული ფილმები.
- უყურე ყველა სერიალს, რომლებიც მეგობრებმა გირჩიეს. გაგვიზიარე შენი ფავორიტებიც.
- (ბოლოსდაბოლოს გაბედე და) წაიკითხე ყველაფერი მასტურბაციის შესახებ. შემდეგ კი პრაქტიკაში იმეცადინე. :)

- თუ შენს პარტნიორთან ერთად ხარ იზოლირებული, ამ სტატიაში 88 საშუალებაა მოცემული, რაც ტელევიზორის ყურების ნაცვლად შეგიძლიათ გააკეთოთ. აარჩიე მხოლოდ ის პუნქტები, რომლებიც გარეთ გასვლას არ ითვალისწინებს.
- თუ პირიქით, საყვარელი ადამიანისგან შორს გიწევს თვითიზოლაციაში ყოფნა, გადაიკითხე რჩევები შორ მანძილზე ურთიერთობების შესახებ.
- დაალაგე და დაახარისხე ზამთრის ტანსაცმელი. ამ საქმიანობის შედეგად აღმოჩენილი ზედმეტი ნივთები შეგიძლია კარანტინის დასრულების შემდეგ ამ ჯგუფში გაუზიარო სხვებს.
- მოიმზადე ნამდვილი ცხელი შოკოლადი.
- შეწყვიტე ყავის სმა. ეს მხოლოდ სტრესს მოგიმატებს. მიეძალე მწვანე ჩაის და სვი ბევრი წყალი.
- დაკავდი იოგათი.
- თუ შფოთვა შემოგაწვება, გააკეთე 10 წუთიანი მედიტაციის პრაქტიკა.
- დაიბანე სახე ყოველდღიურად. შეარჩიე შენი სახისთვის შესაფერისი გამწმენდი საშუალება.
- შეიღებე თმა საკუთარი ხელით.
- ჩაიწერე და შეისწავლე შენი სიზმრები.
- გადააფასე შეხედულებები ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.

- თუ უმუშევარი დარჩი, შეაფასე შენი სიტუაცია ახლებურად და დაინახე ამაში სარგებელი; შემდეგ კი ქვემოთ მოყვანილი რჩევები გაითვალისწინე.
- განაახლე პროფესიული რეზიუმე.
- ისწავლე უკეთესი სამოტივაციო წერილების წერა და გადახედე ჩვენს სხვა სტატიებსაც კარიერული წინსვლის შესახებ.
- მოემზადე მომავალი ინტერვიუებისთვის. ასე მომავალ გასაუბრებებზე შეცდომების შანსს გამორიცხავ.
- დარეგისტრირდი ონლაინ სამუშაო პლატფორმებზე დამატებითი შემოსავლის გამოსამუშავებლად: Upwork.com, Fiverr.com, freelancer.com, guru.com, cloudpeeps.com, 99designs.com.
- დაიწყე ონლაინ კურსებზე სწავლა კარიერული წინსვლისთვის: Coursera.org, Lynda.com, Udemy.com.
- თუ ყოფილ შეყვარებულთან დაკონტაქტება მოგინდა, ყურადღება ამ სტატიაზე გადაიტანე.
- დაიწყე ხატვა, ან გაიხსენე მიტოვებული ხელსაქმე.
- დაიწყე დღიურის ან ბლოგის წერა. შეგიძლია Pink.ge-ზე ავტორად შემოგვიერთდე და შენთვის საინტერესო თემებზე წერო. მისწერე რედაქტორს იმეილი და გაუზიარე შენი ინტერესები და შესაძლებლობები.
- შემოგვიერთდი Pink Club-ში და გვესაუბრე ათას საინტერესო თემაზე.
- და, რაც მთავარია, გახსოვდეს ეს 8 ჭეშმარიტება როცა ყველაფერი ცუდად მიდის.