Tags

მნიშვნელოვანი

ქალი, რომელმაც დაამსხვრია მინის სახურავი 

“მინდა მადლიერება გამოვხატო ჩემი ძვირფასი მეგობრის, ელჩი რასელის (კეტრინ რასელი – ამერიკის ელჩი ქალთა გლობალურ საკითხებში) მიმართ თბილი წარდგენისთვის და ფენომენალური სამუშაოსთვის, რომელსაც ის ყოველდღიურად ეწევა. ვიცი, რომ სახელმწიფო მდივანს (ჯონ კერი) ძალიან უნდოდა დღეს აქ ყოფილიყო. ვიცი იმიტომ, რომ თავისი გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად დრო გამონახა, რათა ხუთჯერ დაერეკა ჩემთვის და მოებოდიშა. ბოლოს იძულებული…

მნიშვნელოვანი, ურთიერთობები

“ოჯახის პატივისცემა”, ანუ ძალადობის თანამონაწილეები 

მგონი, ამბავი, რომელიც დღეს უნდა მოვყვე, ყველასთვის ნაცნობი იქნება. არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორ უმკლავდებიან ასეთ სიტუაციებს, მაგრამ საქართველოში რომ შეგუება ერთადერთი გამოსავალია, ეს თავად ვნახე. ბავშვობაში რაღაც პერიოდის განმავლობაში დიღომში ვცხოვრობდი, ბებიასთან და რა თქმა უნდა, როგორც ყველა მოხუცი, ბებიაჩემიც ყველა მეზობელს ისე იცნობდა, მათ გენეალოგიურ ხესაც დახატავდა რომ დასჭირვებოდა,…

მნიშვნელოვანი, სასარგებლო რესურსები

ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სოციალური და შრომითი გარანტიები 

თავი დააღწიე მოძალადე ოჯახის წევრს, წამოხვედი სახლიდან, მაგრამ წასასვლელი არსად გაქვს. ბუნებრივია, ქუჩაში ვერ დაიძინებ. ვერც ნათესავებს შეაწუხებ დიდი ხნით. რას აკეთებ შემდგომ? საქართველოს კანონით ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ: თავშესაფარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი, ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და…

მნიშვნელოვანი, სასარგებლო რესურსები

როგორ დავიცვათ თავი ძალადობისგან 

2005 წლის 25 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, რომლის მიზანია: ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა; ეფექტიანი საკანონმდებლო და ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა; როგორც ძალადობის მსხვერპლთა, ისე მოძალადეთა დახმარება და რეაბილიტაციის ხელმისაწვდომობა; პრევენციული ზომების მიღება და გატარება; ოჯახში ძალადობა…

მნიშვნელოვანი, სასარგებლო რესურსები

ძალადობა და კანონმდებლობა 

ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა: ძალადობა არის – სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია; როგორც ჩვენი ძველი სტატიებიდან შეიტყვე, განასხვავებენ ძალადობის რამდენიმე სახეს, მაგრამ ყოველი მათგანი თავის თავში კიდევ მოცავს კანონმდებლობით დასჯდად ქმედებებს, კერძოდ: 1. ფიზიკური ძალადობა ეს არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება,…

მოტივაცია & პოზიტივი

7 აუტანელი მოპყრობა შენდამი, რომელიც უნდა დაგმო 

სჯობს იყო მარტო, ვიდრე ცუდ კომპანიაში. შენი თავმოყვარეობა შესაძლოა შელახონ, შესაძლოა შენზე შურიც იძიონ და უსამართლოდ მოგეპყრონ, მაგრამ იცოდე, მას ვერავინ წაგართმევს, თუ საკუთარი ნებით არ დათმე. გამოსავალი ძალისხმევასა და საზღვრების დაწესებაშია. მანიპულატორ ადამიანებს რა დალევს. არ დათმო და როდესაც გავიწროვებენ, თავადაც შეავიწროვო. დასაწყისშივე უნდა ეცადო, განსაზღვრო შენი ტერიტორია. თუ…

მნიშვნელოვანი, სექსი, ქორწინება

ძალადობრივი ტრადიცია 

პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალები ბავშვობიდანვე განიცდიან დისკრიმინაციას. ასეთ საზოგადოებაში არსებობს დისკრიმინაციული ნორმები თუ ძალადობრივი ჩვეულებები. ერთ-ერთი ასეთი ჩვეულების შესახებ მინდა მოგითხრო: ქალის გენიტალურ მუტილაციაზე. ტრადიცია ძირითადად ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებშია გავცელებული და გულისხმობს ქალისთვის გენიტალიების ამოკვეთას. წინადაცვეთა უტარდება 4-დან 15 წლის ასაკამდე გოგონებს. ოპერაცია ანესთეზიის გარეშე მიმდინარეობს, ხშირ შემთხვევაში სახლის…

მნიშვნელოვანი

ყოველწლიური მარათონი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 

2013 წლის 29 ივნისს, შაბათს, 11:00 საათიდან – 13:00 სთ-ზე ვაკის პარკიდან კუს ტბის მიმართულებით გაიმართება 5კმ-იანი გარბენი ”თუ ძალადობის მსხვერპლი ხარ – ნუ გაჩუმდები! ”. გარბენის ორგანიზატორებია არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი” და ”ჰელფინგ ჰენდი”. აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება პროექტის „გენდერ.ჯი“-ის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა…

მნიშვნელოვანი

ფროტერიზმი – ძალადობა ტრანსპორტში 

ქუჩაში ნებისმერი ქალი რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, გამხდარა თუ არა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ძალადობის მხსვერპლი, ალბათ, დადებით პასუხს მიიღებთ.

ბევრ მამაკაცს სასაცილოდაც არ ყოფნის, თუმცა გადაჭედილი ტრანსპორტი, ჩხუბი და ხელების ფათური უკვე ყოველდღიურობადაც კი იქცა: როცა სასწავლებელში, სამსახურში, შეხვედრაზე გაგვიანდება და სავსე ტრანსპორტში ცალ ფეხზე დგომა გიწევს, ასეთ სიტუაციას ვერსად წაუხვალ…

ქორწინება

ხელის “თხოვნა” ქართულად [გამოკითხვა] 

„მოტაცებული ქალის“ სახელი საზოგადოების მიერ პიროვნებისთვის მიკერებული, ის დამამცირებელი იარლიყია, რომელსააც დღემდე უფრთხიან ქალიშვილები და, დასამალი არ არის, რომ სწორედ ამ საფრთხის შიშით ხდებიან არასასურველი მამაკაცის ცოლები, არასასურველი ბავშვის დედები, არასასურველი ოჯახის წევრები…

მნიშვნელოვანი, ურთიერთობები

როცა საქმეში მუშტი ერევა [გამოკითხვა] 

არა, ვერ მიმიხვდი… ეს სტატია ცემა-ტყეპაზე არ იქნება.

ამჯერად, მუშტის მხოლოდ აგრესიის სიმბოლოდ გამოყენებას დავჯერდები, რომ ერთხელ კიდევ შეგახსენო: იქ, სადაც ძალადობა ბატონობს, სიმშვიდეს და ჰარმონიას არაფერი ესაქმება.

თანაც, აუცილებელი არ არის, იგი მაინცდამაინც ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ანგარიშსწორებაში გამოიხატებოდეს. პირიქით, განსაკუთრებით საშიში სწორედ მაშინაა, როცა საგულდაგულოდ ინიღბება და გარეგნული ნიშნებით ძალიან ჭირს მისი ამოცნობა.

მნიშვნელოვანი, ურთიერთობები

რატომ თხოვდებიან ქალები? 

საქართველოში განქორწინების მაჩვენებელი ყოველწლიურად უფრო და უფრო ზემოთ მიიწევს. ეს ამბავი, თავის მხრივ, საკმაო ყურადღებას იმსახურებს, თუმცა კიდევ უფრო საგულისხმოდ მეჩვენება ფაქტი, რომ, სტატისტიკური მონაცემებით, განქორწინების ინიციატორად მამაკაცზე ხშირად ქალი გვევლინება. გამოდის, სწორედ იგია უკმაყოფილო ქორწინებით.

ურთიერთობები

უნამუსო ქალებისა და ცელქი მამაკაცების შესახებ 

უკვე დიდი ხანია, მამაკაცის ნამუსის საზომად ულვაშს აღარავინ იყენებს, თუმცა მათი ქართველი უმრავლესობა ჯიუტად და შეუვალად მისდევს რწმენას, რომ ქალის სინდისი და პატიოსნება ერთი პატარა ანატომიური წარმონაქმნის… მიხვდით, არა?.. დიახ, დიახ, საქალწულე აპკის არსებობაზეა დამოკიდებული.
მსგავს მიდგომას რაღაც ახსნას კიდევ მოუძებნი, როცა საუბარი 16-17 წლის მოზარდებს ეხება, მაგრამ როცა საზოგადოება 30-40 წლის პიროვნებასაც იგივე მოთხოვნას უყენებს, სიტუაცია წარმოუდგენელ აბსურდამდე მიდის.

მოტივაცია & პოზიტივი

რჩევები ფსიქოლოგისგან 

ამ კვირას გადავწყვიტე ფსიქოლოგს ვსტუმრებოდი

როცა ნაცნობებში გავიკითხე გამოცდილი ფსიქოლოგი, საკმაოდ ბევრმა გაუწია რეკომენდაცია ფსიქოლოგ ლეილა ჯანჯღავას, რომელიც თურმე ერთ დროს ყველასათვის ცნობილ ჟურნალ “კოსმოპოლიტენთან” თანამშრომლობდა.