Tags

დასვენება, სიყვარული, ფლირტი

პაემნის კვირეული ვალენტინობისთვის 

ალბათ დაგვეთანხმები, ვალენტინობის დღესასწაულისთვის რამე განსაკუთრებული აქტივობების დაგეგმვა სულაც არ არის ცუდი იდეა. გთავაზობთ ერთ-კვირიან გეგმას, რომელიც შეგიძლია მთლიანად გამოიყენო და სიყვარულის კვირა მოიწყო, ან ერთ-ერთი იდეა შეარჩიო და განახორციელო. საჭირო „ინგრედიენტები“:  ძვირფასი ადამიანი დაახლოებით 150-200 ლარი კომფორტული ფეხსაცმელი ლამაზი და კომფორტული პლედი ერთი სპორტული ზურგჩანთა ფოტოაპარატი საინტერესო წიგნი დღე…

ოჯახი

13 რამ, რაც დაქორწინებამდე უნდა იცოდე 

შეიძლება უკვე იპოვე ადამიანი, ვისთანაც დარჩენილი ცხოვრების გატარება გსურს, ან უბრალოდ ქორწილის გადახდა გინდა. შეიძლება გაგეცინოს, მაგრამ მაინც გადაიკითხე ჩვენი რჩევები. იმ ასაკში, როდესაც ხელს ზედიზედ რამდენიმე თაყვანისმცემელი გთხოვს და შენ ირგვლივ მეგობრები ერთმანეთის მიყოლებით ქორწინდებიან, ადვილად შეიძლება გაეხვიო საქორწილო ალიაქოთში. სანამ მათ კვალს გაჰყვები, დარწმუნდი, რომ ეს არ არის უბრალოდ…

განშორება

მივულოცოთ თუ არა ყოფილ მამაკაცს დღესასწაულები 

ახალ წელს, დღესასწაულებზე ხშირად, ხელში ტელეფონს ვიღებთ და საყვარელ ადამიანებს მისალოც შეტყობინებებს ვუგზავნით. ამ მომენტში ჩვენი ყოფილი მამაკაცებიც გაგვხსენებია და წამიერად, ან თუნდაც დიდი ხნით ჩავფიქრებულვართ – მიგველოცა თუ არა მათთვის, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდა ჩვენი ურთიერთობა. “ახალ წელს ჩვენ გასულ პერიოდს გადავხედავთ და რა თქმა უნდა, იმედიანად შევცქერით…

სიყვარული

13 მარტივი ჭეშმარიტება ურთიერთობების შესახებ 

სამყაროში არსებობს მარტივი ჭეშმარიტებები, რომლებზეც ხშირად არ ვფიქრობთ, ქვეცნობიერად ვიცით, მაგრამ საჭირო დროს ვერაფრით ვიხსენებთ, ამიტომ ამ სტატიაში ერთად შევკრიბეთ ასეთი მარტივი და გენიალური იდეები. 1. გაუკეთე საყვარელ ადამიანს საჩუქარი საკუთარი ხელით და იყავი ორიგინალური. 2. როდესაც სიმპათიურ ბიჭს დაინახავ, მიდი და გაიცანი. ამაში საშიში არაფერია, ცუდი არაფერი მოხდება. ყველაზე უარესი, რაც…

მკითხველის ისტორიები

“მასთან დავწექი, მერე კი…” 

თქვენი შეკითხვები და ისტორიები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ამ ფორმის მეშვეობით: მოგვწერეთ “მიყვარდა ერთი ბიჭი. 3 წელი ერთად ვიყავით, 15 წლის ასაკიდან. სულ ჩემთან იყო, სულ თავს მევლებოდა, მიფრთხილდებოდა, ჩვენს მომავალზე მელაპარაკებოდა, მეუბნებოდა, რომ სულ ერთად ვიქნებოდით. ისე მიყვარდა, მის გამო ყველაფერზე უარს ვამბობდი. თითქოს დამაბრმავა ამ გრძნობამ, რაღაც სიგიჟე იყო. ისე მოხდა, რომ მასთან დავწექი. პატარა…

თვითგანვითარება, ურთიერთობები

6 მიზეზი, თუ რატომ არ გიმართლებს ურთიერთობებში 

“ყველა ურთიერთობას სჭირდება დავა ალაგ-ალაგ. მხოლოდ იმიტომ, რომ დამტკიცდეს – ის საკმარისად ძლიერია და გაუძლებს ყველაფერს.“ — ნიკოლას სპარკსი ცხოვრების რაღაც ეტაპზე, აუცილებლად მოგვიკაკუნებს სერიოზული ურთიერთობა, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს სასიყვარულო ურთიერთობა, თუ ძალიან ახლო მეგობრობა. ორივე მხარე უნდა გაუფრთხილდეს მას და როდესაც ეს ასე არ ხდება, ერთ-ერთი იტანჯება. იმედია,…

თვითგანვითარება, ურთიერთობები, ფლირტი

8 რჩევა მეტი სითამამისთვის, ანუ როგორ გავიცნოთ მამაკაცები ქუჩაში 

ალბათ, ქუჩაში ხშირად დაგინახავს ბიჭი, რომელიც მოგწონებია, თუმცა უმოქმედოდ ჩაგივლია. ნუთუ არასდროს გქონია სურვილი ყოფილიყავი უფრო თამამი და გაგეცნო ქუჩაში ადამიანი?! ალბათ მიპასუხებ, არ იქნებოდა ლამაზი საქციელი, სხვანაირად შემომხედავსო, მაგრამ საიდან იცი, გიცდია? თუ სოციალურ სამყაროში შეგვიძლია დავიწყოთ ურთიერთობა და დავუმეგობრდეთ უცხო ადამიანებს, რატომ არ შეიძლება პირადად გაიცნო „ისინი“. ვიცი,…

წარმატება

9 მავნე ჩვევა, რომელიც უნდა მოიშორო 

ადამიანები, ვერ ვაცნობიერებთ რა საკუთარს, სხვის მავნე ჩვევებს უფრო მარტივად ვამჩნევთ. ასე მაგალითად, ჩემს რამდენიმე მეგობარზე ფიქრისას აღმოვაჩინე, რომ ის, რაც მაღიზიანებს მათში, მეც მახასიათებს. რა თქმა უნდა, უფრო მცირე დოზით, მაგრამ მაინც. კარგად დაფიქრდი, ეს მავნე ჩვევები შენც ხომ არ გაქვს გამჯდარი, თუ კი, მაშინ ერთად დავიწყოთ “გამოსწორების” პროცესი….

თვითგანვითარება, ურთიერთობები

3 განსხვავება ჩვენ შორის, ანუ რა უნდა იცოდე მამაკაცების შესახებ 

ამბობენ, რომ ქალები და მამაკაცები განსხვავდებიან. ალბათ, ეს ასეცაა. ჩვენ გაგიზიარებთ სამ განსხვავებას, რომლებიც ხშირად იწვევენ პრობლემებს და რომელთა შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდე. მათი ცოდნა დაგეხმარება გართულებების თავიდან აცილებაში. განსხვავება #1: საკუთარი სივრცე კაცები განზე დგებიან, რათა თავი იგრძნონ ავტონომიურად და დამოუკიდებლად, მაშინ როცა ქალები ამას აკეთებენ ნეგატიური ემოციების განცდისას. მამაკაცებს საკუთარი…

სიყვარული

6 გზა, როგორ გამოვავლინოთ სიყვარული 

ტექსტური შეტყობინებების, ტვიტების და ჩეთების გადამკიდე, გვავიწყდება, თუ როგორ დავამყაროთ ადამიანური ურთიერთობები რეალურ ცხოვრებაში. ჩვენი სიყვარულის გამოხატვის უნარი ამ პირობებში დაქვეითებულია. აი, რამდენიმე რჩევა, თუ როგორ გამოასწორო ეს ამბავი: 1. უთხარი მათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არიან შენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დარწმუნებული ხარ ვინმეს გრძნობებში, ყოველთვის სასიამოვნოა, როცა თავს სასურველად…

ფლირტი

ციტატები სექსზე 

სექსი საკმაოდ ხშირად ხდება ხუმრობის თემა, ცნობილი იუმორისტებიც ყველაზე ხშირად სექსზე ან პოლიტიკაზე საუბრობენ, ან სექსზე და პოლიტიკაზე. სექსის შესახებ ძალიან ბევრი გამონათქვამი არსებობს, ზოგიერთი მათგანი ცნობილ ადამიანს ეკუთვნის, ზოგიც ჩვეულებრივ მოკვდავთ, თუმცა უდავოდ ყველა ძალიან საინტერესოა. გთავაზობთ საინტერესო და სასაცილო ციტატების ნაკრებს. სიტყვა „არა“ დღემდე რჩება ჩასახვის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებად რომელი…

ოჯახი

მზად ხარ თუ არა თანაცხოვრებისთვის 

„ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად“… ასე მთავრდება კონკიას ტიპის ისტორიების უმრავლესობა. რატომ არ ყვებიან ამ ტკბილსა და ბედნიერ გაგრძელებაზე? იმიტომ, რომ ინტრიგები, ვნებათა ღელვა, სიმძაფრე დასრულებულია, „მოსახდენი მოხდენილი“, „ტკბილი და ბედნიერი“ ცხოვრება კი მონოტონურ ერთფეროვნებად იქცევა და აღარაფერია მოსაყოლი, გარდა იმისა, რომ… თუმცა მოდი თავიდან დავიწყოთ ქალების ნაწილი უკეთესი ცხოვრების პერსპექტივას…

წარმატება

ბედნიერების 20 მარტივი მიზეზი 

ადამიანები ხშირად, ვერ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს. ამიტომ გირჩევთ, შეადგინო სია იმ ყველაფრის, რაც შენს მადლიერებას იმსახურებს. ჩამონათვალი მოათავსე ისეთ ადგილას, რომ ყოველთვის, როცა თავს ცუდად იგრძნობ, გადახედო, მაგალითად, ბლოკნოტში, რომელსაც მუდამ თან ატარებ, ან სმარტფონში. სანამ სიას შეადგენდე და შემდგომაც, შესაძლოა გამოგეპაროს ქვემოთ მოცემული საჩუქრები, რომლითაც ცხოვრებამ დაგაჯილდოვა. შენ…

ოჯახი

როგორ დავძლიოთ საქორწილო შიშები 

ყველა ქალი ოცნებობს თავისებურ ქორწილის დღეზე, მაგრამ ყველაფერთან ერთად, როდესაც ეს საოცნებო დღე დგება, ხშირია პანიკა. როგორ გადავიტანოთ ეს ყოველივე?  გაიზიარე რჩევები pink-ისგან და ყველანაირი სტრესი მოგეხსნება. ადამიანები ოჯახდებიან იმიტომ, რომ იცხოვრონ დიდხანს და ბედნიერად, როგორც ზღაპრებში იტყვიან ხოლმე. იდეალურია დაწყვილება, როდესაც ორივე მხარე მზადაა სრული პასუხისმგებლობისთვის და ბევრი მსჯელობის…

თვითგანვითარება, სხეული, ფლირტი

სხეულის ენა, ანუ როცა მას მოსწონხარ 

თურმე მამაკაცები ყველაზე უკეთ მაშინ იკითხებიან, როცა იმ ადამიანის გვერდით არიან, ვინც აინტერესებთ. საინტერესოა, როგორ გამოხატავენ საკუთარ გრძნობებს ურთიერთობის საწყის ეტაპზე. გთავაზობთ, რამდენიმე მოქმედებას, რომელიც მამაკაცების სხეულის ენაზე მხოლოდ ერთს ნიშნავს: “მე შენ მომწონხარ”. თვალებით გეკონტაქტება ყველაფერი თვალებით იწყება. როცა მამაკაცი გეფლირტავება, ცდილობს უფრო ხშირად დაამყაროს თვალებით კონტაქტი, ვიდრე სხვა…

მკითხველის ისტორიები, სიყვარული

“ჩემი დაქალის ქმარი შემიყვარდა…” 

სიმართლე თუ გინდა, ქალთა ჟურნალებში დაბეჭდილი ისტორიების ბოლომდე არასოდეს მჯეროდა – ვფიქრობდი, რომ მათ უმეტესობას თავად ავტორები თხზავდნენ სენსაციისათვის, თუმცა ისტორიები, რომელთაც ჩვენი მკითხველები გვიყვებიან, თანდათან უფრო მარწმუნებს იმაში, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება – ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, ქვემოთ მოყვანილ წერილში ერთი სიტყვაც არ ჩამიმატებია. საჭირო სიტყვების მოძებნა…

განშორება, მკითხველის ისტორიები

“მირჩიეთ, როგორ დავიბრუნო…” 

ჩვენს მკითხველებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც თავის ერთგულებას არა მხოლოდ სტატიების კითხვით გამოხატავენ, არამედ იმდენად ახლობლად მიგვიჩნევენ (რის გამოც – უღრმესი მადლობა მათ), რომ რჩევასაც გვეკითხებიან პირად პრობლემებთან თუ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ქვემოთ მოყვანილი წერილიც ამის დადასტურებაა. ჩვენი მხრიდან, ძალიან შევეცადეთ, ყურადღებით წაგვეკითხა იგი და შეძლებისდაგვარი პასუხი გაგვეცა, თუმცა…

სიყვარული, ფლირტი

საპირისპირო მუხტები იზიდავს… ურთიერთობაშიც! 

რადიკალურად განსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ მაინც ერთად ხართ?! ალბათ გახსოვს ფიზიკის გაკვეთილიდან, საპირისპირო მუხტები ერთმანეთს როგორ იზიდავენ, ასე ხდება ურთიერთობაშიც. ამას ამტკიცებს არა მხოლოდ  ურთიერთობები, არამედ ექსპერტების აზრიც. სხვა ადამიანში ჩვენ ვეძებთ საკუთარ დანაკლისს. სხვა რაშია საჭირო მეორე ნახევარი, თუ არ მოხდა დაბალანსება?! მსგავსი ურთიერთობებისგან ბევრის სწავლა შეგვიძლია. რისთვის უნდა იყო…