Tags

თვითგანვითარება, სხეული, ფლირტი

შენი პირველი ღამე: 5 მითი ქალიშვილობის დაკარგვის (დეფლორაციის) შესახებ 

ქალწულობა ქალის ფიზიკური მდგომარეობაა დეფლორაციამდე (ქალწულობის დაკარგვამდე). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქალწულად ითვლება ადამიანი, რომელსაც არასოდეს მიუღია მონაწილეობა სექსუალურ აქტში პენეტრაციით (შეღწევით).

თვითგანვითარება, ფლირტი

ორალური სექსი ქალებისთვის [გამოკითხვა] 

კუნილინგუსი – ორალური სექსის ნაირსახეობა, ქალის სექსუალური აღგზნება კლიტორზე და ვულვაზე ტუჩების ან ენის ზემოქმედების საშუალებით.

სიყვარული

რით სჯობს მარტოობა პარტნიორის ყოლას 

მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს შორის ყოველთვის იმართება პატარა დისკუსიები იმაზე, რა სჯობს? გყავდეს საყვარელი ადამიანი, იცხოვრო მის გვერდით დიდხანს და ბედნიერად, თუ ეს წარმოუდგენელია, და უმჯობესია, მარტო იყო, სხვადასხვა პარტნიორების ცვლაში.

თვითსიყვარული, სტილი, ფლირტი

რამდენიმე სექსუალური ნივთი ქალის კარადაში 

ზოგჯერ სრულიად უბრალო და ერთი შეხედვით გამოუყენებელი ნივთების ყიდვა გვავიწყდება, რომელთა გამოყენებაც სინამდვილეში არაჩვეულებრივად შეიძლება: მაშინაც, როცა მარტო ხარ, მაშინაც, როცა მეგობრებთან ერთად ხარ და მაშინაც, როცა საყვარელი ადამიანი გიმშვენებს გვერდს.

ფლირტი

40 რამ ბიჭების შესახებ, რაც აუცილებლად უნდა იცოდე 

აქ რამდენიმე მოსაზრებაა ბიჭების შესახებ, რომელთა უმრავლესობა ალბათ იცი, მაგრამ მე მაინც ერთად შევაგროვე და გადავთვალე, სულ 40 გამომივიდა. მზად ხარ? მოკლედ ერთად გავიგოთ, რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ.

თვითგანვითარება, ფლირტი

ორალური სექსი: პრობლემები და რჩევები [გამოკითხვა] 

მნიშვნელოვანია დავიმახსოვროთ, რომ სექსუალური გზით გადამდები დაავადებები ორალური სექსითაც გადაიცემა, ამიტომ საშიშროების შემთხვევაში, აუცილებელია კონდომის გამოყენება.

სიყვარული, სხეული, ფლირტი

აი, რა სურთ ქალებს! (ამჯერად უფრო მარტივად და გარკვევით!) 

ალბათ ელით, რომ კაცების სურვილზე ვისაუბრებ, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ცდებით! კაცები ყოველთვის აქტუალურია ჩვენს ცხოვრებაში. ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ რატომღაც არასდროს არ ვსაუბრობთ ჩვენზე. მთელი მსოფლიო ცდილობს გაიგოს ქალის სურვილი, ჩვენ კი საერთოდაც არ გვიფიქრია ამ თემაზე. მოდით, ვეცადოთ გავამარტივოთ და პასუხი გავცეთ ‘ცნობისმოყვარე კითხვებს’.

თვითსიყვარული, სტიგმა & უფლებები, სხეული

მენოპაუზა ანუ ახალი ეტაპი ქალის ცხოვრებაში 

მენოპაუზა (იგივე კლიმაქსი) – ის პერიოდა, როდესაც ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს ჰორმონალური ძვრები, საკვერცხეებში აღარ მწიფდება კვერცხუჯრედი და ორგანიზმი აღარ გამოიმუშავებს ჰორმონ ესტროგენს.

მენოპაუზის საშუალო ასაკი გახლავთ 51 წელი , თუმცა ის შეიძლება დაიწყოს 45-55 წლის შუალედში. ქალების ერთი ნაწილი ამ დროს საერთოდ ვერ გრძნობს განსაკუთრებულ ცვლილებებს, მეორე ნაწილი კი სხვადასხვა სიმპტომებისაგან იტანჯება.

ურთიერთობები

დაქორწინებული ხართ? დიახ. 

მგონი, ამბობენ, ქალი ყოველთვის ხედავს იმას, რაც (და ვინც) დასანახიაო. ჩვენ “დიდი” თვალები გვაქვს. მეც მეგონა ყოველთვის ვამჩნევდი, მაგრამ დიდი ხანი არაა, რაც აღმოვაჩინე, რომ თურმე არც ასეა საქმე. ვერ ვხედავდი იმას, ვინც უნდა დამენახა და ვამჩნევდი (და არა მარტო) იმას, ვინც ჩემი არ (ან ვერ) იქნებოდა.

სხეული, ფლირტი

7 ტაბუ საძინებელში 

ყველას აქვს მისი პირადი ცხოვრება, ცხოვრება და სიამოვნება, ხოლო იმისათვის რომ ჩვენი სიამოვნების განცდა არ მოგვიწიოს ეულად (ნუ თუ შეიძლება მაგ შემთხვევას ვუწოდოთ სასიამოვნო, მაშინ როცა ეულად ხარ) არ იქნებოდა ურიგო გავცნობოდით მეტ-ნაკლებად საზრიან და სანდო სტატიიას. მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ ეს წესები ყველა ქალმა იცის ქვეცნობიერად, არ იქნება ცუდი ამის შეხსენება არგუმენტირებულად.

ურთიერთობები

სიყვარული თუ უბრალოდ სურვილი? 

შეხვდი ადამიანს, რომელიც სრულყოფილად მიგაჩნია? ფიქრობ, რომ ის საუკეთესოა მათ შორის ვისაც ოდესმე შეხვედრიხარ? ის დროა, როცა უნდა შეჩერდე და დაფიქრდე, დარწმუნდე გრძნობებში და გაარკვიო, არის თუ არა შენი გრძნობები ნამდვილად სიყვარული. ადამიანები ძალიან გვიან ხვდებიან, რომ ის, რაც სიყვარული ეგონათ, თურმე მხოლოდ სურვილი ყოფილა. სად არის ზღვარი? როგორ უნდა გაარკვიო ნამდვილად გიყვარს, თუ არა?

ურთიერთობები

ორმაგი სტანდარტი 

ჩემი დაქალის – ანანოს ზარმა გამომაღვიძა.

„მე და ლაშა დავშორდით!“ – ძილბურანში სასოწარკვეთილი ხმა ჩამესმა. ჩავიცვამ და ამოვალ-მეთქი, ჩავილუღლუღე, მაგრამ ჩამეძინა.

მეორედ გუგას ბუზღუნმა გამომაღვიძა. ფართხა–ფურთხით ჩავიცვი, გუგას დავპირდი, დღეს აუცილებლად გაგყვები შოპინგზე-მეთქი, მისი ფინჯნიდან მოსვი ჩაი და ანტრესკენ გავეშურე, სადაც თამო და ანანო უკვე მელოდნენ.

ურთიერთობები

3 კოქტეილი რომელიც პაემანს უხდება 

ხშირად ისე ხდება, რომ რომანტიულ ვახშამსა და პაემანზე წყვილები შეუფერებელ და უცნაურ სასმელებს მიირთმევენ, არადა ფაქტია, რომ ალკოჰოლის მცირე დოზა, რომელიც ზუსტად არის სიტუაციისამებრ შერჩეული, უფრო მეტად აღვიძებს სასიამოვნო გრძნობებს და გვიბიძგებს ფლირტისა თუ სიყვარულისკენ.

ამ სტატიაში გირჩევთ რამდენიმე პიკანტურ და გემრიელ კოქტეილს , რომელიც წაგადგებათ პაემანის ”დასატკბობად” და პარტნიორის მოსადუნებლად.

სხეული, ფლირტი

მამაკაცის ეროგენული ზონები 

მამაკაცის სხეული საგანძურებით სავსე კუნძულს შეგვიძლია შევადაროთ, ყოველ ნაბიჯზე განსხვავებული ”საუნჯე” გვხვდება, თუმცა მიუხედავად ამხელა შესაძლებლობებისა – ქალების დიდ ნაწილს უჭირს კაცის ერთი ხელის მოსმით (ამის პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით) ”მუშა” მდგომარეობაში მოყვანა.

ფლირტი

მანქანა – ადგილი ექსტრემალური სექსისთვის 

ალბათ ძალიან უადგილო არ იქნება თუ ვივარაუდებთ იმას, რომ ქართველი ახალგაზრდობის დიდი ნაწილისათვის ავტომანქანა ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია სექსუალური გამოცდილებისა და ცხოვრებისათვის.

ვფიქრობ, ნებისმიერისთვის ადვილი მისახვედრია (ან უკვე გასაგებია), რომ ავტომობილის სალონი არ ჰგავს დიდ საწოლს, რომელიც იძლევა საშუალებას ”გაშალო ფრთები”, ხოლო მანამდე სანამ ავტოტრანსპორტში სექსს გადაწყვეტთ დაფიქრება არ იქნება ურიგო.

ფლირტი

5 დაუჯერებელი ამბავი სექსზე 

ზოგიერთები სექსზე აუღელვებლად საუბრობენ, ვიღაცისთვის სექსი ეგზოტიკური ხილია და აღფრთოვანებას იწვევს, დანარჩენები კი ამ თემას ამრეზით უყურებენ.

როგორც არ უნდა იყოს ეს საკითხი მუდმივი განხილვის საგანია და მოგეხსენებათ უკვე ბევრჯერ ვახსენეთ სხვადასხვა მითები და ლეგენდები, რომლებიც გადაეცემა ყველა ქალს , ხოლო მათ სიმართლესთან შესაბამისობას არავინ არკვევს.

სტიგმა & უფლებები, სხეული

აივ / შიდსი 

აივ და შიდსი – ამ სიტყვების გაგონებისას ყველა ადამიანი ხვდება, რომ რაღაც საშიშ, მომაკვდინებელ დაავადებაზეა საუბარი, რომელიც მას არასდროს არ უნდა დაემართოს და არც დაემართება, არც მის ახლობელს. ეს ის უბედურებაა, რომელიც ყოველთვის სხვის კარზე აკაკუნებს, თუმცა ამ სიტყვების მნიშვნელობა არც იციან ხშირად. სინამდვილეში ეს საფრთხე ნებისმიერს შეიძლება დაემუქროს, ამიტომაც საჭიროა მისი უფრო ახლოს გაცნობა.

თვითსიყვარული, სხეული, ფლირტი

ორგაზმის იმიტაცია და მასტურბაცია 

ორგაზმი ყველაზე აღმატებული სიამოვნებაა, რომელსაც ადამიანი სექსის დროს განიცდის.

ქალის ორგაზმი სხვადასხვანაირად შეიძლება იყოს გამოხატული – ეს არის ძალიან მკვეთრი შეგრძნებების კასკადი, თუმცა შესაძლოა მსუბუქი მღელვარების მსგავსიც იყოს ზოგჯერ.