Tags

თვითგანვითარება, ურთიერთობები

3 განსხვავება ჩვენ შორის, ანუ რა უნდა იცოდე მამაკაცების შესახებ 

ამბობენ, რომ ქალები და მამაკაცები განსხვავდებიან. ალბათ, ეს ასეცაა. ჩვენ გაგიზიარებთ სამ განსხვავებას, რომლებიც ხშირად იწვევენ პრობლემებს და რომელთა შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდე. მათი ცოდნა დაგეხმარება გართულებების თავიდან აცილებაში. განსხვავება #1: საკუთარი სივრცე კაცები განზე დგებიან, რათა თავი იგრძნონ ავტონომიურად და დამოუკიდებლად, მაშინ როცა ქალები ამას აკეთებენ ნეგატიური ემოციების განცდისას. მამაკაცებს საკუთარი…

ფლირტი

ციტატები სექსზე 

სექსი საკმაოდ ხშირად ხდება ხუმრობის თემა, ცნობილი იუმორისტებიც ყველაზე ხშირად სექსზე ან პოლიტიკაზე საუბრობენ, ან სექსზე და პოლიტიკაზე. სექსის შესახებ ძალიან ბევრი გამონათქვამი არსებობს, ზოგიერთი მათგანი ცნობილ ადამიანს ეკუთვნის, ზოგიც ჩვეულებრივ მოკვდავთ, თუმცა უდავოდ ყველა ძალიან საინტერესოა. გთავაზობთ საინტერესო და სასაცილო ციტატების ნაკრებს. სიტყვა „არა“ დღემდე რჩება ჩასახვის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებად რომელი…

ოჯახი

მზად ხარ თუ არა თანაცხოვრებისთვის 

„ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად“… ასე მთავრდება კონკიას ტიპის ისტორიების უმრავლესობა. რატომ არ ყვებიან ამ ტკბილსა და ბედნიერ გაგრძელებაზე? იმიტომ, რომ ინტრიგები, ვნებათა ღელვა, სიმძაფრე დასრულებულია, „მოსახდენი მოხდენილი“, „ტკბილი და ბედნიერი“ ცხოვრება კი მონოტონურ ერთფეროვნებად იქცევა და აღარაფერია მოსაყოლი, გარდა იმისა, რომ… თუმცა მოდი თავიდან დავიწყოთ ქალების ნაწილი უკეთესი ცხოვრების პერსპექტივას…

ურთიერთობები

ურთიერთობის ათი საფეხური 

გაგიკვირდება და ისევე როგორც ცხოვრებას, ურთიერთობასაც ჰქონია თავისი ეტაპები. ამასთან, თითოეულ ეტაპს აქვს თავისი მახასიათებლები და პრობლემები. მოდი გავიაროთ ურთიერთობის ციკლი და განვიხილოთ თითოეული ეტაპი. 1. მოწონება მას სიმპათია გაუჩნდა შენ მიმართ და გადაწყვიტა ეს პირდაპირ გითხრას. თავდაპირველად ყველაფერი მარტივად იწყება, მაგრამ გააჩნია მიდგომას და ურთიერთობას. თუ ხვდები, რომ ის…

ოჯახი

როგორ დავძლიოთ საქორწილო შიშები 

ყველა ქალი ოცნებობს თავისებურ ქორწილის დღეზე, მაგრამ ყველაფერთან ერთად, როდესაც ეს საოცნებო დღე დგება, ხშირია პანიკა. როგორ გადავიტანოთ ეს ყოველივე?  გაიზიარე რჩევები pink-ისგან და ყველანაირი სტრესი მოგეხსნება. ადამიანები ოჯახდებიან იმიტომ, რომ იცხოვრონ დიდხანს და ბედნიერად, როგორც ზღაპრებში იტყვიან ხოლმე. იდეალურია დაწყვილება, როდესაც ორივე მხარე მზადაა სრული პასუხისმგებლობისთვის და ბევრი მსჯელობის…

სხეული, ფლირტი

ნაადრევი ეაკულაცია 

ნაადრევი ეაკულაცია სპერმის უკონტროლო გამოყოფაა სექსუალურ პენეტრაციამდე, ან პენეტრაციიდან მცირე ხანში, მინიმალური სექსუალური სტიმულირების შედეგად. ნაადრევი ეაკულაცია ხშირად ხელს უშლის ორივე პარტნიორს დაკმაყოფილდეს სექსუალური ურთიერთობით. ნაადრევი ეაკულაცია მამაკაცთა სექსუალური დისფუნქციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. უმეტეს შემთხვევაში ნაადრევ ეაკულაციას არ გააჩნია გამოკვეთილი მიზეზი, თუმცა დარღვევის გამომწვევი შესაძლოა გახდეს სექსუალური პარტნიორის ცვლილება,…

თვითგანვითარება, სხეული, ფლირტი

ყველაფერი მასტურბაციის შესახებ 

მასტურბაცია არის გენიტალიების თვითსტიმულირება სექსუალური აღგზნების მისაღწევად, როგორც წესი, ორგაზმის განცდამდე. მასტურბაცია ხორციელდება შეხებით, პენისის ან კლიტორის მასაჟით ორგაზმის მიღწევამდე. ქალების ნაწილი მასტურბაციისას ვაგინალურ სტიმულაციას ან სექსუალურ სათამაშოებს იყენებს. მასტურბაცია ფართოდ გავრცელებული ქცევაა იმ ადამიანებშიც კი, ვისაც სექსუალური პარტნიორი ჰყავს. სტატისტიკის მიხედვით, მამაკაცთა 95% და ქალების 89%-ს მიუმართავს მასტურბაციისთვის. სექსუალური…

ფლირტი

დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი ანუ ქალის და მამაკაცის მეგობრობის შესახებ 

ის, ვინც პირველად დაასკვნა, რომ კაცს და ქალს შორის მეგობრობა ვერ იქნებოდა ან მაგარი სულელი იყო, ან უბრალოდ არ იცოდა, რა არის მეგობრობა. სინამდვილეში, ქალსა და კაცს შორის მეგობრობა არსებობს, მაგრამ რამდენიმე სახის. ერთი სახის მეგობრობაა, როდესაც ქალსა და კაცს შორის არ არის სექსუალური მიზიდულობა, მათ ერთმანეთისთვის სქესი არ აქვთ…

სხეული, ფლირტი

როგორ ამოვიცნოთ ტრიქომონიაზი 

ტრიქომონიაზი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა (სგგდ), რომლის მეტი შემთხვევა ქალებში გვხვდება, თუმცა მამაკაცები ხშირად ხდებიან ინფექციის გადამტანი. ტრიქომონიაზი გადამდები, თუმცა განკურნებადი ინფექციაა. ტრიქომონიაზის სიმპტომები მამაკაცებში პირველ ეტაპზე სიმპტომები არ არის გამოხატული. ქალებში ინფექციას შემდეგი სიმპტომები ახასიათებს: მომწვანო-მოყვითალო ვაგინალური გამონადენი ძლიერი სუნით მტკივნეული შარდვა ვაგინალური ქავილი და გაღიზიანება დისკომფორტი სექსუალური კონტაქტისას…

სხეული, ფლირტი

რა უნდა იცოდე პოსტკოიტალური კონტრაცეპტივის შესახებ 

პოსტკოიტალური კონტრაცეპტივი (Morning-After Pill) გამოიყენება როგორც არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების ერთ-ერთი საშუალება. პოსტკოიტალური კონტრაცეპტივი დაუცველი კავშირის შემდეგ თავის დაცვის ეფექტური საშუალებაა. გადაუდებელი კონტრაცეპტივის გამოყენება, როგორც წესი, ეფექტურია დაუცველი სექსუალური კონტაქტიდან 72-120 საათის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში. პოსტკოიტალური კონტრაცეპტივის გამოყენების საჭიროება დგება, როცა: სექსუალური კონტაქტის დროს არ გამოგიყენებია სხვა ტიპის კონტრაცეპტივი; გამოგრჩა…

თვითგანვითარება, სხეული, ფლირტი

სხეულის ენა, ანუ როცა მას მოსწონხარ 

თურმე მამაკაცები ყველაზე უკეთ მაშინ იკითხებიან, როცა იმ ადამიანის გვერდით არიან, ვინც აინტერესებთ. საინტერესოა, როგორ გამოხატავენ საკუთარ გრძნობებს ურთიერთობის საწყის ეტაპზე. გთავაზობთ, რამდენიმე მოქმედებას, რომელიც მამაკაცების სხეულის ენაზე მხოლოდ ერთს ნიშნავს: “მე შენ მომწონხარ”. თვალებით გეკონტაქტება ყველაფერი თვალებით იწყება. როცა მამაკაცი გეფლირტავება, ცდილობს უფრო ხშირად დაამყაროს თვალებით კონტაქტი, ვიდრე სხვა…

ფლირტი

3 საუკეთესო პოზა ორგაზმის მისაღწევად 

ალბათ, გსმენია ორმაგი ორგაზმის არსებობის შესახებ. თუ არა – მოკლედ გეტყვი, წარმოიდგინე შეგრძნებები, რომლებიც ერთდროულად ვაგინალურ და კლიტორულ ორგაზმს სდევს თან. თუმცა წარმოდგენა ნამდვილად არ არის საკმარისი, ეს აუცილებლად უნდა სცადო! პოზა “რვიანი” ინსტრუქციები: დაწექი ზურგზე და წელს ქვემოთ ბალიში მოათავსე, ოდნავ მოხარე ფეხები და სხეული მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადე შენი…

სიყვარული, ფლირტი

საპირისპირო მუხტები იზიდავს… ურთიერთობაშიც! 

რადიკალურად განსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ მაინც ერთად ხართ?! ალბათ გახსოვს ფიზიკის გაკვეთილიდან, საპირისპირო მუხტები ერთმანეთს როგორ იზიდავენ, ასე ხდება ურთიერთობაშიც. ამას ამტკიცებს არა მხოლოდ  ურთიერთობები, არამედ ექსპერტების აზრიც. სხვა ადამიანში ჩვენ ვეძებთ საკუთარ დანაკლისს. სხვა რაშია საჭირო მეორე ნახევარი, თუ არ მოხდა დაბალანსება?! მსგავსი ურთიერთობებისგან ბევრის სწავლა შეგვიძლია. რისთვის უნდა იყო…

თვითსიყვარული, ოჯახი, სტიგმა & უფლებები, სხეული

ძალადობრივი ტრადიცია 

პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალები ბავშვობიდანვე განიცდიან დისკრიმინაციას. ასეთ საზოგადოებაში არსებობს დისკრიმინაციული ნორმები თუ ძალადობრივი ჩვეულებები. ერთ-ერთი ასეთი ჩვეულების შესახებ მინდა მოგითხრო: ქალის გენიტალურ მუტილაციაზე. ტრადიცია ძირითადად ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებშია გავცელებული და გულისხმობს ქალისთვის გენიტალიების ამოკვეთას. წინადაცვეთა უტარდება 4-დან 15 წლის ასაკამდე გოგონებს. ოპერაცია ანესთეზიის გარეშე მიმდინარეობს, ხშირ შემთხვევაში სახლის…

ოჯახი

რატომ არ ჩქარობენ მამაკაცები ოჯახის შექმნას? 

ალბათ აქამდე მრავალჯერ წარმოგიდგენია ის დღე, როცა საბოლოოდ დაუკავშირებ საკუთარ მომავალს საყვარელ მამაკაცს. ალბათ დარწმუნებული ხარ, რომ ეს დღე იქნება ყველაზე ლამაზი შენს ცხოვრებაში! თითქოს კანდიდატიც არსებობს. სიმპათიური, ყურადღებიანი, თბილი ახალგაზრდა ადამიანი, მაგრამ… ის არ ჩქარობს ხელის თხოვნას. მოსვენებას არ გაძლევს იმაზე ფიქრი, თუ რა უნდა იყოს ამის მიზეზი. საკუთარ…

თვითგანვითარება, ფლირტი

BDSM პრაქტიკა [გამოკითხვა] 

ბდსმ (BDSM) – სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებული ეროტიული პრაქტიკის ნაირსახეობები. ბდსმ აკრონიმი მოიცავს რამდენიმე ჯგუფს: ბდ – ბონდაჟი და დისციპლინა დმ – დომინაცია და მორჩილება სმ – სადიზმი და მაზოხიზმი (სადომაზოხიზმი) ბდსმ პრაქტიკა გვხვდება უძველეს სპარტაში ძვ.წ. მე-9 საუკუნეში. ასევე, ბდსმ პრაქტიკის ოთხი სხვადასხვა სახე აღწერილია ინდურ კამა სუტრაში. არსებობს ბდსმ…

თვითგანვითარება, ფლირტი

შენი პირველი ღამე: რჩევები მამაკაცებს! 

პირველი ღამე ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ გილოცავ, თუ შენმა რჩეულმა არჩევანი შენზე შეაჩერა. იმაზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენ, თუ როგორ უნდა მიხვიდეთ ამ გადაწყვეტილებამდე, რომ დაუშვებელია ქალზე ზეწოლის გზით მისი იძულება გააკეთოს რამე საკუთარი სურვილის წინააღმდეგ. მხოლოდ გეტყვი, რომ იყავი გულწრფელი, დარწმუნდი, რომ მას აქვს სრული ინფორმაცია იმის შესახებ თუ…

სხეული, ფლირტი

როგორ მოვიქცეთ დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ? 

დაუცველი სქესობრივი კავშირი გულისხმობს როგორც მუდმივ პარტნიორთან დაუგეგმავ სექსს, ისე შემთხვევით პარტნიორთან სექსუალურ კავშირს. გარდა ამისა, შემთხვევებს, როდესაც: პრეზერვატივი დაზიანდა, კონტრაცეპტივის გამოყენება დაგავიწყდა, გრაფიკი აგერია, გაგაუპატიურეს, და ა.შ. რა თქმა უნდა, წინასწარ არავინ ფიქრობს მსგავს არასასურველ, სიტუაციაში აღმოჩენაზე, მაგრამ თუ მაინც შეგემთხვა რამე გაუთვალისწინებელი, სულ ცოტა, იმ საშუალებების შესახებ მაინც…