Tags

სილამაზე, სხეული

4 რჩევა დეკოლტესა და ყელის კანის მოვლისათვის 

ყელისა და დეკოლტეს კანი ქალის ნატურასავით პრეტენზიული გახლავთ; როგორც კი ყურადღება მოაკლდებათ, შედეგიც მაშინვე სახეზეა: წვრილი ნაოჭები, დრო და გადაღლილობა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს შენს სილამაზეს… როგორ მოიქცე? თუ გინდა, შენი დეკოლტე მუდამ მიზიდველად გამოიყურებოდეს და ყელის კანსაც ხანგრძლივად გაუგრძელდეს ახალგაზრდობა, ეს სტატია სწორედ შენთვისაა. მთავარი შეცდომა ისაა, რომ ქალები ნაკლებ…

დასვენება, თვითგანვითარება

6 ნაბიჯი გაზაფხულამდე 

გაზაფხულამდე ბევრი აღარ დარჩა, ჩვენ კი მომატებული კილოგრამები, ზამთრის გამო გაუხეშებული თმა, შედარებით უფრო მუქი ფერის ტანსაცემლი და ხასიათი გვაქვს.

სილამაზე

ოთხი საუკეთესო პროდუქტი შეღებილი თმის გამოსაცოცხლებლად [მიმოხილვა] 

მე ძალიან საწყალი თმა მაქვს- თხელი, მშრალი, მტვრევადი. უფრო სწორად, მქონდა, სანამ არგანის ზეთს აღმოვაჩენდი. ახლა, მიუხედავად იმისა, რომ სამ-ოთხ კვირაში ერთხელ ვიღებავ, თმა მაინც რბილი და დატენიანებულია, ზამთრის ყინვებშიც კი. არადა ბევრს არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ არგანის ზეთით და მასზე დამზადებული თმის მოვლის პროდუქტებით ვსარგებლობ. 1. Agadir Argan Oil Spray…

კვება

რა არის უჯრედისი? 

ჩვეულებრივ მკითხველს, რომელსაც სამედიცინო ტერმინოლოგიასთან შეხება არ აქვს, ალბათ ცოტა ეხამუშება ასე ხშირად ნახსენები “უჯრედისი” (ინგლ. fiber), განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე სწორ კვებას, დიეტას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. აქ დაწვრილებით მოგიყვებით თუ რა არის და რატომ გვჭირდება უჯრედისით მდიდარი საკვები. უჯრედისი არის ბოჭკო, რომელიც მცენარეების საფუძველს წარმოადგენს. იგი…

სილამაზე, სტილი

ტუჩსაცხის შერჩევის 6 წესი 

ტუჩსაცხი მაკიაჟის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც დიდი ყურადღებით უნდა შეარჩიო. სწორად შერჩეული ტუჩსაცხი ქალის სილამაზეს უსვამს ხაზს და პირიქით, არასწორად შერჩეულმა ფერმა შეიძლება დათვური სამსახური გაგიწიოს. ამ სტატიაში მოკლედაა ჩამოყალიბებული ის ძირითადი, საკვანძო კრიტერიუმები, რითაც ტუჩსაცხის ფერის შერჩევისას უნდა იხელმძღვანელო, თუმცა არც ის დაივიწყო, რომ ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია….

თვითგანვითარება, სიყვარული, ფლირტი

ხმაურიანი პაემანი ანუ როგორ ავალაპარაკოთ თანამოსაუბრე? 

სულ ახლო წარსულში მეგობართან ერთად ვბჭობდი იმის თაობაზე თუ რა უნდა ქნა, როდესაც თითქმის უცნობ ადამიანთან მიდიხარ პაემანზე. მოგეხსენებათ ასე დროს ხშირად ჩნდება უხერხული, ჩუმი პაუზები, ზოგჯერ არ იცი რა თემაზე შეიძლება ესაუბრო ადამიანს, თითქმის არ გაქვს წარმოდგენა მის მსოფლმხედველობასა და ინტერესებზე. დიდი ხნის საუბრის მერე მე ჩემი ვერსიები შევთავაზე….

კვება

5 რჩევა საუზმის სასარგებლოდ 

რატომ? ერთი ფინჯანი ყავა, აი მოსახლეობის დიდი ნაწილის საუზმე. უფრო და უფრო ვრცელდება შეხედულება, რომ დილით საუზმობა სულაც არ არის საჭირო და აუცილებელი. თუმცა მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას. ამერიკელი ექსპერტების კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კარგი საუზმე ეხმარება, როგორც მოზრდილებს, ისე ბავშვებს რომ იყვნენ ნაკლებად გაღიზიანებულები, უფრო ენერგიულები და შრომისუნარიანები….

თვითგანვითარება

როგორ გავხდეთ პუნქტუალურები? 

პუნქტუალურობა ჩემი ტკივილია, ჩემი სუსტი წერტილი! თითქმის ყოველთვის ყველგან დროულად მივდივარ და ვარ უმცირესობაში. რა დავაშავეთ ადამიანებმა, რომლებიც პუნქტუალურები ვართ? მოდი, აქვე შევთანხმდეთ: დღე-ღამეში ყველას 24 სთ გვაქვს და არავინ ვართ მოცლილი, გარემო დაახლოებით ერთნაირია ყველასთვის (ტრანსპორტი, გადატვირთული გზები და ა.შ.), მაშ რატომ ხდება ისე, რომ ერთნი თითქმის ყოველთვის დროულად მოდიან,…

თვითგანვითარება, სიყვარული, ფლირტი

7 ტიპის მამაკაცი, რომლებთან ურთიერთობასაც აუცილებლად ინანებთ! 

ჩვენი ცხოვრება ძალიან ჰგავს თეატრის სცენას, თუმცა ზოგიერთი მამაკაცის გადამკიდე, ეს სცენა შეიძლება ცირკის მოედნად მოგეჩვენოთ. იმისთვის რომ, თქვენმა სექსუალურმა ცხოვრებამ არ განიცადოს კრახი და თავი არასასურველ სცენაზე არ ამოყოთ, განვიხილოთ მამაკაცის ტიპები, რომლებისგანაც სიამოვნების მოლოდინი არ უნდა იქონიოთ.

კვება, სხეული

6 დიეტური ჭეშმარიტება 

გადაწყვიტე, დიეტა დაიწყო?

დიეტა ომია. შენ კი უნდა ეცადო, მისგან მინიმალური დანაკარგი და მაქსიმალური შედეგი მიიღო. ეს რამდენიმე რჩევა აუცილებლად დაგეხმარება, უფრო ადვილად და ეფექტურად დაიკლო წონაში.

სხეული

იოგა თუ პილატესი? 

„Mens sana in corpore sano“ (ლათ. “ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია”)

ეს ფრთიანი გამოთქმა საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის სინონიმია. თუმცა ის მხოლოდ ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობას არ გულისხმობს. ჯანმრთელი ცხოვრების წესი ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ სიჯანსაღე არის. როდესაც ფიზიკურ და გონებრივ სიჯანსაღეზეა საუბარი, მე პირადად იოგას ვანიჭებ უპირატესობას. იმიტომ კი არა რომ გადასარევად ვასრულებ ასანებს, უბრალოდ ბავშვობიდან ასე დამამახსოვრდა, რომ მე და ჩემი ოჯახის წევრები წიგნიდან ხათხა იოგას ვვარჯიშობთ.

ფლირტი

პაემანი, რომელიც არ დაგავიწყდება [რჩევები] 

ბიჭები გეპატიჟებიან პაემანზე და მერე უკვირთ, რატომ არ გინდა მასთან განმეორებით შეხვედრა. ქალები ბუნებით რომ რომანტიკოსები ვართ, ეს უკვე აღვნიშნე სხვა სტატიებში. ამიტომ, როცა პაემანზე მივდივართ, ყოველთვის გვინდა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და ის ღიმილით გვახსენდებოდეს.

ფლირტი

40 რამ ბიჭების შესახებ, რაც აუცილებლად უნდა იცოდე 

აქ რამდენიმე მოსაზრებაა ბიჭების შესახებ, რომელთა უმრავლესობა ალბათ იცი, მაგრამ მე მაინც ერთად შევაგროვე და გადავთვალე, სულ 40 გამომივიდა. მზად ხარ? მოკლედ ერთად გავიგოთ, რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ.

კვება, სხეული

როგორ დავიკლოთ და აღარ დავაგროვოთ კილოგრამები 

გასკვირი არაა, რომ გახდომის მსურველთთათვის დიეტები ასეთი პოპულარობით სარგებლობს. დიახ, ბევრი წამოეგება ანკესზე, რადგან იმედოვნებს, რომ მისი სამეგობროს ან სამეზობლოს ფართოდ რეკლამირებული, სწრაფად წონის დასაკლები დიეტებით გადაწყვეტს სიმსუქნის პრობლემას. თუმცა სამწუხარო სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ არასწორი დიეტებით ადამიანთა ძალისხმევა ხშირად ფუჭია.

სილამაზე, ფლირტი

ქალები, ყვავილები და მათი მნიშვნელობა [გამოკითხვა] 

რატომ უყვარს ქალების უმრავლესობას ყვავილები? ეს კითხვა განსაკუთრებით კაცებს აწუხებთ. კაცებს ალბათ გაინტერესებთ რითი არის ქალების ეს გატაცება განპირობებული.

თვითგანვითარება

სხეულის ენა – შესავალი 

ადამიანები ფრთხილობენ, საუბრისას რაიმე ზედმეტი არ წამოცდეთ. ფიქრობენ, თითოეულ სიტყვას წარმოთქმამდე წონიან, ზომავენ, სინჯავენ, რომ მერე არ ინანონ და არ თქვან – ვინ მექაჩებოდა ენაზო. ამ დროს კი სულ ავიწყდებათ, რომ არა მარტო სიტყვები, არამედ ადამიანის ნებისმიერი მოქმედება, მიმიკა და ჟესტი მის ხასიათს და მდგომარეობას გამოხატავს. მხოლოდ ზოგიერთმა თუ იცის, რომ „გამცემი“ ამ შემთხვევაში ისევ ჩვენ თვითონვე ვართ, უფრო სწორედ კი ჩვენი სხეული.