Tags
სახლი, წარმატება

4 რეცეპტი ეკონომიური ხარჯვისთვის 

დღეს განვიხილავ მინიმალურ შემოსავალს, რომელიც არ აღემატება 500 ლარს. რჩევები საკუთარ თავზე გამოვცადე, ასე რომ შენს შენიშვნებსაც მივიღებ მხედველობაში. ეს რჩევები იმ შემთხვევაშია გამოსადეგი, თუკი ვინმესთან ერთად ცხოვრობ. რჩევა 1: წინასწარ მოიშორე კომუნალურები ხელფასის დარიცხვისას, პირველ რიგში, გირჩევ, კომუნალური გადასახადები გადაიხადო. ინტერნეტი, ტელევიზია, გაზი, დასუფთავება, წყალი, ელექტროენერგია, დაახლოებით 100-140 ლარია,…

წარმატება

ინტერვიუზე დასმული 50 გავრცელებული შეკითხვა 

შენ მორიგი გასაუბრებიდან ბრუნდები და წუწუნებ, რომ „საოცარი“ და „ჩამჭრელი“ შეკითხვები „მოგაყარეს“, რომლებისთვისაც არ იყავი მზად და დაიბენი? რა თქმა უნდა, გასაუბრებაზე მოულოდნელი შეკითხვებიც შეიძლება დაგისვან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში დამქირავებელს აინტერესებს შენი წარსული სამუშაო ადგილი, უნარ-ჩვევები და განათლება. შესაბამისად, შენზე უკეთ ვინ გადმოსცემს შენივე გამოცდილებას და ხასიათს? თუმცა წინასწარ მომზადება მხოლოდ წაგადგება, ამიტომ გადახედე ქვემოთ ჩამოთვლილ 50 ყველაზე გავრცელებულ შეკითხვას, რომლებსაც HR მენეჯერები გასაუბრების დროს სვამენ.

წარმატება

4 ფრაზა, რომელიც სამსახურში არ უნდა თქვა 

დაუკვირვებლად ნათქვამმა ერთმა სიტყვამაც კი შეიძლება თავდაყირა დააყენოს ჩვენი გეგმები, მიღწევები და ყოველდღიურობა. განსაკუთრებული დაფიქრება კი იმ გარემოში გვმართებს, სადაც მეტ-ნაკლებად ჩვენი კეთილდღეობა და მომავალი წყდება. ერთ-ერთი ასეთი ადგილი სამსახურია. ხშირად გვესმის ნაცნობ-მეგობრების წუწუნი, რომ არ ანდეს საქმე, რაც კარგად იცის, მის ნაცვლად სხვა აირჩიეს. მიზეზი კი უმეტესად ერთია, თავდაჯერება აკლდა….

სილამაზე, სხეული

როგორ ჩავდგეთ ფორმაში ზაფხულის სეზონისთვის 

გაზაფხულის დადგომასთან ერთად თავს წამოყოფენ ზამთრის განმავლობაში დაგროვილი აბეზარი კილოგრამები. აჯობებს დროზე დავივიწყოთ ტელევიზორის და კომპიუტერის წინ სასუსნავებთან ერთად გატარებული საღამოები და სასწრაფოდ მივაკითხოთ სავარჯიშო დარბაზებს. მასაჟისტის მომსახურებით სარგებლობაც არ იქნება ურიგო, დილაობით ადრე ადგომა და სირბილიც შესანიშნავი აზრია, როდესაც გაზაფხულის მზიანი და თბილი დილა 7 საათზე თენდება. თუ დროის პრობლემა…

წარმატება

როგორ შევეწყოთ უფროსს – 7 ნაბიჯი იდეალური თანამშრომლისთვის 

სამსახურში ურთიერთობები თანატოლ თუ ზემდგომ კოლეგებთან მნიშვნელოვანია. ბიზნეს ეთიკის ცოდნა და დაცვა კი – აუცილებელი. უფროსთან ნორმალური, საქმიანი ურთიერთობის დამყარება ფაქტობრივად სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია, რადგან თქვენ ორნი უშუალო კონტაქტში იმყოფებით ერთმანეთთან დღის უმეტესი ნაწილის განმავლობაში და თანაარსებობის გამარტივება ორივესთვის მომგებიანია იმიტომ, რომ ხშირად სამსახურებრივი პრობლემები სახლში მოგვყვება და არასასიამოვნო ნალექად რჩება…

წარმატება

7 ხრიკი სამუშაო დღის გასახალისებლად 

ზაფხულში, როდესაც შენი ნაცნობების დიდი ნაწილი დასასვენებლადაა, როგორ კომფორტულ და გრილ ოფისშიც უნდა იჯდე, სამუშაო განწყობის შექმნა ძალიან რთულია. გაითვალისწინე, რომ ამ სტატიის წერის დროს მეც შენსავით ოფისში ვზივარ და შენი განწყობის გაუმჯობესებაზე ვფიქრობ. ჩემ მიერ შემუშავებული ხრიკები დაგეხმარება ერთფეროვანი, მოსაწყენი სამუშაო დღეების გახალისებაში ნებისმიერ დროს. 1. დაიწყე დღე სასიამოვნოდ სანამ ელ-ფოსტის…

წარმატება

“სად ხედავ საკუთარ თავს 5 წლის შემდეგ?” 

ადამიანის დაქირავება არის ინვესტიცია, რომელსაც კომპანია დებს შენში და თუ დამქირავებელი დაინახავს შენს გულწრფელ დაინტერესებას კომპანიასთან ერთად გაიზარდო, კომპანიასთან ერთად მიიღო ახალი გამოწვევები და ენთუზიაზმით იყო განმსჭვალული კომპანიის საქმიანობისადმი, შენი შანსები ერთი-ორად გაიზრდება.

წარმატება

3 ნაბიჯი უკეთესი სამოტივაციო წერილისკენ 

სამსახურის მაძიბელთა უმრავლესობას ეზარება სამოტივაციო წერილის წერა იმ მიზეზით, რომ არ იციან საიდან დაიწყონ და როგორ დაატიონ ერთ გვერდში ყველაფერი, რაც დამსაქმებელს აინტერესებს. აი, რას გეტყვი, სამოტივაციო წერილში დამსაქმებელს არა მხოლოდ შენზე, არამედ, საკუთარ თავზეც სურს ინფორმაციის მოსმენა. დაფიქრდი: ზოგიერთ ვაკანსიაზე უამრავი განაცხადი მოდის და სავარაუდოდ, საკმაოდ ბევრი კანდიდატია პოზიციის…

წარმატება

8 რამ, რასაც ჭეშმარიტი ლიდერები ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აკეთებენ 

იშვიათად შეხვდები ლიდერს, რომელიც სხვებისაგან გამოცდილი და წარმატებული ადამიანებით სავსე ოთახშიც კი გამოირჩევა. ის არა მხოლოდ წარმოუდგენლად ქარიზმატული და მიმზიდველია, ერთი შეხედვითაც შეძლებ იმის დანახვას, რომ უბრალოდ, სხვებისგან განსხვავებულად აზროვნებს და იქცევა. მართალია, ზოგი ლიდერობისთვის არის დაბადებული, მაგრამ ვერასდროს გახდები ჭეშმარიტად გამორჩეული “მესაჭე”, თუ არ გაქვს სათანადო ცოდნა, გამოცდილება და ალღო, უნარი –…

წარმატება

7 მიზეზი თუ რატომ ვერ მიიღე სასურველი სამუშაო 

მთელი ძალებით ცდილობ შენთვის შესაფერისი სამსახური მოიძიო, აგზავნი რეზიუმეს ყველგან სადაც თვლი, რომ შეძლებ მუშაობას, მაგრამ გასაუბრებებზეც არ გიბარებენ? იქნებ გადახედო შენს რეზიუმეს და ჩვენს რჩევებს შენი სივის გასაუმჯობესებლად, ამით შენ შანსს მისცემ დამქირავებელს ფურცელზე უკეთ დაგინახოს. გასაუბრებებზე დადიხარ, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიდის? განცვიფრებული კითხულობ, თუ რატომ არ აგიყვანეს? გადახედე…

წარმატება

20 მარტივი ცვლილება შენი რეზიუმეს გასაუმჯობესებლად 

სანამ სამსახურის ძიებას დაიწყებ, აუცილებლად უნდა გადახედო შენს რეზიუმეს. რეზიუმეს ხშირი განახლება სჭირდება. სიხშირე დამოკიდებულია შენს კარიერაში ცვლილებების ინტენსიურობაზე. ამიტომ პერიოდულად რამდენიმე საათი გამოყავი რეზიუმეს გასაახლებლად. გაითვალისწინე, რომ რეზიუმეს ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. როცა დამქირავებელი განსახილველად ასობით, ან ათასობით რეზიუმეს იღებს, ნებისმიერი კრიტერიუმი შეიძლება იყოს საკმარისი კანდიდატების გასაცხრილად, ამიტომ იზრუნე იმაზე,…

დასვენება, წარმატება

10 სიმღერა, რომელიც სამუშაო განწყობას გაგიუმჯობესებს 

ხშირად ერთფეროვანი სამუშაო დღე პირდაპირპროპორციულად აისახება დასაქმებულის განწყობაზე. ოფისისთვის დამახასიათებელი ფუსფუსი, ქუჩიდან შემოსული ხმები, სამუშაოზე კონცენტრაციის უნარს აქვეითებს. ასეთ დროს საუკეთესო საშუალებაა ყურსასმენების გაკეთება და მუსიკის მოსმენა. თუმცა ეს არც ისე მარტივია. სიმღერას ადამიანის განწყობაზე დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ამიტომ საჭიროა ისეთი მუსიკის შერჩევა, რომელიც იმ მომენტში სასარგებლო და სასიამოვნო…

წარმატება

გასაუბრებაზე დაშვებული 10 ყველაზე გავრცელებული შეცდომა 

გასაუბრება პირველი შთაბეჭდილებაა, რომელსაც პოტენციურ დამქირავებელზე ახდენ, შესაბამისად, ეს თქვენი ურთიერთობის საწყისი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ეტაპია. გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, გამსაუბრებელს კანდიდატზე შეხედულება უყალიბდება შეხვედრის პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში, ამიტომ რაც უნდა გააკეთო შემდგომ, ვერ შეცვლი მის წინასწარ შექმნილ განწყობას შენ მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით გასაუბრებაზე ქცევის მიღებული…

წარმატება

რაზე მეტყველებს შენი სამუშაო მაგიდა 

კვლევებმა აჩვენა, რომ ყვავილები ადამიანებზე დადებითად მოქმედებს და პოზიტიური განწყობის შექმნაში ეხმარება. ცნობილია, რომ მოდის გურუები პროდუქტიულობასა და კრეატიულობის მოზღვავებას ფლორისა და ფაუნის მეშვეობით აძლიერებენ. მაგალითად, J. Crew-ს პრეზიდენტისა და ამავე დროს კრეატიული დირექტორის, ჯენა ლაიონსის მაგიდას მშვენიერი სურნელოვანი პიონები ამშვენებს. შენი სამუშაო მაგიდის მოწყობას მნიშვნელოვნად შეუძლია იმოქმედოს შენს პროდუქტიულობასა…

ოჯახი, წარმატება

3 მითი საქმიანი ქალების შესახებ 

სიტყვა “წარმატებული”-ს გაგონებაზე რატომღაც მამრობითი სქესი ახსენდებათ, რატომ ხდება ასე? ჩვენ შეგახსენებთ რამდენიმე მითს ქალებსა და მათ კარიერაზე და ვეცდებით, დაგანახოთ პრობლემის გადაჭრის გზა. მითი #1: ქალები და კაცები ყველაფერში თანასწორი არიან სიმართლე: სტატისტიკის მიხედვით ქალებს უფრო დაბალი ანაზღაურება აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. 2012 წლის მონაცემებით მამაკაცების საშუალო ხელფასი 859.6 ლარია,…

წარმატება

10 ბიზნეს გაკვეთილი შენი წარმატებისთვის 

ასაკთან ერთად ადამიანი გამოცდილებასაც იძენს, მაგრამ თუ კომერციული საქმიანობით ხარ დაკავებული, ათი რამ აუცილებლად უნდა იცოდე და გახსოვდეს: 1. ყველაფერს ვერ გააკონტროლებ მიუხედავად იმისა რამდენს იშრომებ ან ვის იცნობ. რაც უფრო მალე გააცნობიერებ ამას, მით ნაკლები იქნება ამაო მცდელობათა რაოდენობა. აკონტროლე ის, რისი კონტროლის უნარიც შეგწევს და ნუ მოცდები იმაზე,…

წარმატება

იცოდე, რისი უფლება გაქვს სამსახურში 

შენს უფროსს ეღიმება. მან იცის რაღაც, რაც შენ არ იცი. შრომის კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით ტყუილად კი არ იყო ამხელა აჟიოტაჟი ატეხილი. შენ გაქვს მთელი რიგი უფლებებისა, რომელთა გამოყენებამაც, შესაძლოა ზემოხსენებული ცინიკური ღიმილი მოაშთოს შენი დამსაქმებლის სახიდან. შენ გაქვს უფლება: 1. გამოთქვა საჩივარი სამუშაო პირობებთან დაკავშირებით, გააპროტესტო და მოითხოვო ხარვეზების აღმოფხვრა და გამოსწორება….

ურთიერთობები, ფლირტი, წარმატება

ფლირტი და ურთიერთობა სამსახურში 

სრულიად გიჟური სამსახური მაქვს. ძალიან ხშირად ვხვდები ახალ „სასტავებში“ და ძალიან სწრაფად მიწევს მორგება ყველა ტიპის ადამიანთან. ძირითადად ისეთ ხალხთან ვკონტაქტობ, თავი „ძერსკები“ რომ ჰგონიათ და თბილისში ყველა cool „დვიჟენიაში“ რომ “იჩითებიან”. ასეთ ხალხთან ურთიერთობისას, გინდა თუ არ გინდა, შენც გიწევს რაღაცების შეცვლა და ცოტა სხვანაირად მოქცევა, მაგრამ შინაგანად მე მაინც მე…