Tags

სხეული

მელანომის 7 ნიშანი 

იცოდით, რომ ადამიანის კანი მთლიანობაში დაახლოებით 4 კილოგრამს იწონის? დღევანდელ პირობებში, როცა მზის რადიაცია და ზოგადი ეკოლოგიური ფონიც მთლად სახარბიელო არაა,  იგი მოფრთხილებას საჭიროებს. კანის მელანომა საკმაოდ გავრცელებული და რთული დაავადებაა. მისი განვითარების რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს ულტრაიისფერი დასხივების დიდი დოზები, ნევუსების ტრამვები, ოჯახური წინასწარგანწყობა და სხვადასხვა  კანის დაავადება. უმეტესად ვლინდება 30…

სტილი, სხეული

ბიუსტჰალტერი და მისი სწორად შერჩევა 

იცოდით რომ ევროპაში ბიუსტჰალტერი გაჩნდა კორსეტებთან ბრძოლის შედეგად? იმ კორსეტებთან, რომელიც აფუჭებდა ფიგურას და ვნებდა ჯამრთელობას. 1903 წელს ექიმმა ქალმა გოშ-სარომ ქალებს შესთავაზა განცალკევებული სახით კორსეტი, რომელიც მხოლოდ წელს დაიჭერდა და ნაკლებად დააზიანებდა მას და ბიუსტჰალტერი, რომელიც მკერდს გააჩერებდა სასურველ ფორმაზე. მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა სიტყვა ბიუსტჰალტერის ჩანაცვლება…

სტიგმა & უფლებები

არაბი ქალები და მათი უფლებები (თუ უუფლებობა?!) 

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ერთი საუკუნეა ფემინისტურმა მისწრაფებებმა დღის სინათლე იხილა და მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ქალები კონსტიტუციურად მამაკაცებთან თანაბარუფლებიანობით სარგებლობენ, მაინც არსებობს ქვეყნების (უმეტესად მუსულმანური) კატეგორია, სადაც ქალების მიმართ დამოკიდებულება წარმოუდგენლად უსამართლო და დაუჯერებელიც კია.

სხეული, ფლირტი

რა უნდა იცოდე მოულოდნელი ორსულობის თავის ასაცილებლად 

შვილის ყოლა ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი რამ არის ცხოვრებაში, ამიტომ ამისთვის ყოველი ჩვენგანი სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული. დაფეხმძიმებამ ადრეულ ასაკში, ამისთვის მორალურად და ფიზიკურად მოუმზადებელი ადამიანისთვის, შეიძლება ცუდ შედეგამდე მიგვიყვანოს, ამიტომ უნდა ვიცოდეთ ზოგი რამ იმაზე, თუ როგორ ავიცილოთ არასასურველი ფეხმძიმობა.

თვითსიყვარული, სტიგმა & უფლებები, სხეული

მენოპაუზა ანუ ახალი ეტაპი ქალის ცხოვრებაში 

მენოპაუზა (იგივე კლიმაქსი) – ის პერიოდა, როდესაც ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს ჰორმონალური ძვრები, საკვერცხეებში აღარ მწიფდება კვერცხუჯრედი და ორგანიზმი აღარ გამოიმუშავებს ჰორმონ ესტროგენს.

მენოპაუზის საშუალო ასაკი გახლავთ 51 წელი , თუმცა ის შეიძლება დაიწყოს 45-55 წლის შუალედში. ქალების ერთი ნაწილი ამ დროს საერთოდ ვერ გრძნობს განსაკუთრებულ ცვლილებებს, მეორე ნაწილი კი სხვადასხვა სიმპტომებისაგან იტანჯება.

მკითხველის ისტორიები, ოჯახი, ურთიერთობები

ჩვენ გვწერენ… 

წერილი ერთი გოგონასგან, რომელიც თქვენს მხარდაჭერას საჭიროებს:

“სასაცილოა და მონატაცები გოგოს მოწონება ან სიყვარული ხომ დღევანდელ საქართველოში ‘გრეხია’!”

რას ურჩევდით?

სტიგმა & უფლებები, ურთიერთობები

როცა საქმეში მუშტი ერევა [გამოკითხვა] 

არა, ვერ მიმიხვდი… ეს სტატია ცემა-ტყეპაზე არ იქნება.

ამჯერად, მუშტის მხოლოდ აგრესიის სიმბოლოდ გამოყენებას დავჯერდები, რომ ერთხელ კიდევ შეგახსენო: იქ, სადაც ძალადობა ბატონობს, სიმშვიდეს და ჰარმონიას არაფერი ესაქმება.

თანაც, აუცილებელი არ არის, იგი მაინცდამაინც ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ანგარიშსწორებაში გამოიხატებოდეს. პირიქით, განსაკუთრებით საშიში სწორედ მაშინაა, როცა საგულდაგულოდ ინიღბება და გარეგნული ნიშნებით ძალიან ჭირს მისი ამოცნობა.

სტიგმა & უფლებები, სხეული

აივ / შიდსი 

აივ და შიდსი – ამ სიტყვების გაგონებისას ყველა ადამიანი ხვდება, რომ რაღაც საშიშ, მომაკვდინებელ დაავადებაზეა საუბარი, რომელიც მას არასდროს არ უნდა დაემართოს და არც დაემართება, არც მის ახლობელს. ეს ის უბედურებაა, რომელიც ყოველთვის სხვის კარზე აკაკუნებს, თუმცა ამ სიტყვების მნიშვნელობა არც იციან ხშირად. სინამდვილეში ეს საფრთხე ნებისმიერს შეიძლება დაემუქროს, ამიტომაც საჭიროა მისი უფრო ახლოს გაცნობა.

სხეული, ურთიერთობები

ფრიგიდულობა თუ ანორგაზმია? 

უდავოა, რომ ქალის ორგაზმი მამაკაცების სექსუალურ ფსიქოლოგიაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ქალი რომელიც განიცდის ორგაზმს პარტნიორთან, აძლევს მას შანსს მიიღოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური სიამოვნება და იმის დასტური, რომ ის ნამდვილი მაჩოა.

ურთიერთობები

რატომ თხოვდებიან ქალები? 

საქართველოში განქორწინების მაჩვენებელი ყოველწლიურად უფრო და უფრო ზემოთ მიიწევს. ეს ამბავი, თავის მხრივ, საკმაო ყურადღებას იმსახურებს, თუმცა კიდევ უფრო საგულისხმოდ მეჩვენება ფაქტი, რომ, სტატისტიკური მონაცემებით, განქორწინების ინიციატორად მამაკაცზე ხშირად ქალი გვევლინება. გამოდის, სწორედ იგია უკმაყოფილო ქორწინებით.

სხეული, ურთიერთობები

ფეტიში – სექსის გამოვლინება 

ადამიანების უმეტესობა ვერ ასახელებს, რა არის მისი ფეტიში, თუმცა კარგად თუ დაფიქრდება ყველა აუცილებლად გაიხსენებს პატარა დეტალებს, რომელიც ძლიერ აღგზნებას იწვევს.

ფეტიში ეს არის აუხსნელი და ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან ძლიერი დამოკიდებულება რაღაც ობიექტსა თუ სხეულის ნაწილზე.

სტიგმა & უფლებები

ერთი შვილი და ერთიც… გოგო 

ასე უპასუხა ქალ-ვაჟის პატრონმა ერთმა პიროვნებამ მოსახლეობის აღწერის აგენტს კითხვაზე, თუ რამდენი შვილი ჰყავდა. აღნიშნული შემთხვევის შემსწრე თავად რომ არ ვყოფილიყავი და შთამომავლობის აღრიცხვის ამ მეტად ორიგინალურ მეთოდს საკუთარი ყურების შუამდგომლობით არ გავცნობოდი – ვფიცავ, არცერთ სხვა წყაროს არ დავუჯერებდი.

ოჯახი, სტიგმა & უფლებები, წარმატება

მაშ, რა ქნას… ჭრელმა პეპელამ?! 

სხვათაშორის, ამას წინათ, ერთ-ერთ უცხოურ ტელეარხზე მოვისმინე: ქალი მდიდარი მეუღლისგან მოითხოვდა, სათანადოდ აენაზღაურებინა ყოველგვარი მომსახურება, რასაც იგი ოჯახს უწევდა და ყველაფერი რომ დაიანგარიშეს, აღმოჩნდა – ამ მომსახურების ფულადი ექვივალენტი ლამის აღემატებოდა ქმრის შემოსავალს. ჭკუის სასწავლი ისტორიაა? ალბათ, თუკი ფართოდ გავრცელებული მამაკაცური შეხედულების საწინააღმდეგოდ, ქალს ეს უკანასკნელი ნამდვილად გააჩნია.

თავის მოვლა

რა უნდა ვიცოდეთ ძუძუს კიბოზე 

სარძევე ჯირკვლის (ძუძუს) ძირითადი ფუნქცია რძის გამომუშავება და გამოყოფაა, რომლითაც უნდა მოხდეს ახალშობილის გამოკვება. გარდა ამისა ქალებისათვის მათ მკერდს დიდი სოციალური დატვირთვაა აქვს, მკერდის ფორმა, ზომა და მიმზიდველობა, ქალის სილამაზის შეფასების მნიშვნელოვანი კრიტერიუმია და მას, როგორც ყველაფერ ძვირფასს, მოფრთხილება სჭირდება, მითუმეტეს როდესაც მისი ჯანმრთელობა ისეთი რეალური საფრთხის წინაშე დგას, როგორიცაა სიმსივნეები.

ურთიერთობები

გავრცელებული კითხვები სექსის შესახებ 

ცხოვრებაში ისე ხდება რომ რაოდენ განსხვავებულებიც არ უნდა ვიყოთ ერთმანეთისაგან , ადამიანებს გვაწუხებს მსგავსი ტიპის პრობლემები და შეკითხვები. ეს შესაძლოა იმით ავხსნათ, რომ გარემო ყველას მეტად თუ ნაკლებად ერთი გვაქვს და ერთმანეთთანაც სტანდარტული ურთიერთობები გვაკავშირებს.

ურთიერთობები

უსაფრთხო სექსი – კონდომი 

ადამიანების დიდ ნაწილს ალბათ ერთხელ მაინც აქვს შეძენილი პრეზერვატივი (თუ უფრო მეტჯერ არა) თუმცა მათმა დიდმა ნაწილმა არც კი იცის, რომ თავდაცვის ამ საშუალებას გააჩნია ზომები.