Tags

სტიგმა & უფლებები

სქესთა შორის უთანასწორობა კადრში და კადრს მიღმა 

კადრს მიღმა, რეალურ ცხოვრებაში ქალებს რომ მამაკაცებთან შედარებით ბევრად ნაკლებად უკავიათ წამყვანი პოზიციები ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, ბიზნესი, სამეცნიერო სფერო და ა.შ., არავისთვისაა ახალი ამბავი. სამწუხაროდ, არც “კადრშია” განსხვავებული მდგომარეობა: სან-დიეგოს სახელმწიფო ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2013 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმებში მთავარი გმირების მხოლოდ 15%-ია ქალი. ამ ფილმების მხოლოდ…

სილამაზე

DeSheli / დეშელი: ძვირადღირებული კოსმეტიკა თუ კარგად დაგეგმილი თაღლითობა? 

გაგიგიათ კომპანია “DeSheli”-ს შესახებ? თუ არა, მაშინ ეს სტატია აუცილებლად ბოლომდე წაიკითხეთ, რათა უნებლიედ თაღლითობის მსხვერპლი არ გახდეთ.

ოჯახი, სტიგმა & უფლებები

გენდერული სიბრმავე: ორმაგი სტანდარტი საქართველოში 

რა არის გენდერული თანასწორობა? გენდერული თანასწორობა არის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ყოველი ადამიანი თავისუფალია საკუთარი უნარების განვითარებაში და არჩევანის გაკეთებაში, მასზე არ მოქმედებს გენდერული როლების მიერ წამოყენებული შეზღუდვები. ქალთა და მამაკაცთა ქცევები, მისწრაფებები და სურვილები სრულიად თანასწორად განიხილება. უფრო მარტივად და მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, გენდერული თანასწორობაა სქესთა თანასწორობა ანუ თანაბარი უფლებები…

სტიგმა & უფლებები, წარმატება

ქალი, რომელმაც დაამსხვრია მინის სახურავი 

“მინდა მადლიერება გამოვხატო ჩემი ძვირფასი მეგობრის, ელჩი რასელის (კეტრინ რასელი – ამერიკის ელჩი ქალთა გლობალურ საკითხებში) მიმართ თბილი წარდგენისთვის და ფენომენალური სამუშაოსთვის, რომელსაც ის ყოველდღიურად ეწევა. ვიცი, რომ სახელმწიფო მდივანს (ჯონ კერი) ძალიან უნდოდა დღეს აქ ყოფილიყო. ვიცი იმიტომ, რომ თავისი გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად დრო გამონახა, რათა ხუთჯერ დაერეკა ჩემთვის და მოებოდიშა. ბოლოს იძულებული…

სტიგმა & უფლებები

გენდერული თანასწორობა საქართველოში: “შეიცვალე აზრი” 

ალბათ ყველას გახსოვთ რამდენიმე თვის წინ ასფალტზე განთავსებული სტენსილები რომ მოედო ქალაქს. არის თუ არა პოლიტიკა ქალის საქმე? შეიძლება თუ არა ქალი იყოს ლიდერი? ვისი საქმეა ოჯახის რჩენა? ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ოჯახში? Post by შეიცვალე აზრი.   Post by შეიცვალე აზრი.   Post by შეიცვალე აზრი.   Post by…

ოჯახი, სტიგმა & უფლებები

“ოჯახის პატივისცემა”, ანუ ძალადობის თანამონაწილეები 

მგონი, ამბავი, რომელიც დღეს უნდა მოვყვე, ყველასთვის ნაცნობი იქნება. არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორ უმკლავდებიან ასეთ სიტუაციებს, მაგრამ საქართველოში რომ შეგუება ერთადერთი გამოსავალია, ეს თავად ვნახე. ბავშვობაში რაღაც პერიოდის განმავლობაში დიღომში ვცხოვრობდი, ბებიასთან და რა თქმა უნდა, როგორც ყველა მოხუცი, ბებიაჩემიც ყველა მეზობელს ისე იცნობდა, მათ გენეალოგიურ ხესაც დახატავდა რომ დასჭირვებოდა,…

სტიგმა & უფლებები

“რას უნდა აკეთებდნენ ქალები?” — შოკის მომგვრელი სარეკლამო კამპანია 

ეს სარეკლამო პოსტერების სერია, დუბაიში არსებულმა Memac Ogilvy & Mather-მა გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის (UN Women) შექმნა. პოსტერები საძიებო სისტემა Google-ის ნამდვილ რეზულტატებს იყენებს, რათა გამოავლინოს ფართოდ გავრცელებული სექსიზმისა და დისკრიმინაციის შემთხვევები ქალთა წინააღმდეგ. 2013 წლის 9 მარტის ძიების შედეგებზე დაყრდნობით, სარეკლამო პოსტერებზე გამოხატულია რეალური ნეგატიური განწყობები სტერეოტიპიზმიდან დაწყებული, ქალთა უფლებების…

მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად 

Pink გოგონებმა კარგად ვიცით, რომ ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ინფორმირების თვეა. მსოფლიო ღონისძიებების სერიას არც საქართველო ჩამორჩა. არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰერას” ინიციატივით ტრადიციული “მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად” ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ამ ვარდისფერი ღონისძიების ორგანიზებაში სხვა მრავალი ორგანიზაციაც იყო ჩართული (ლიბ კლუბი, Irex-ის გაცვლითი პროგრამის წევრები და ა.შ). სიმბოლური 5-კილომეტრიანი მარათონის…

სხეული, ფლირტი

როგორ ამოვიცნოთ ტრიქომონიაზი 

ტრიქომონიაზი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა (სგგდ), რომლის მეტი შემთხვევა ქალებში გვხვდება, თუმცა მამაკაცები ხშირად ხდებიან ინფექციის გადამტანი. ტრიქომონიაზი გადამდები, თუმცა განკურნებადი ინფექციაა. ტრიქომონიაზის სიმპტომები მამაკაცებში პირველ ეტაპზე სიმპტომები არ არის გამოხატული. ქალებში ინფექციას შემდეგი სიმპტომები ახასიათებს: მომწვანო-მოყვითალო ვაგინალური გამონადენი ძლიერი სუნით მტკივნეული შარდვა ვაგინალური ქავილი და გაღიზიანება დისკომფორტი სექსუალური კონტაქტისას…

სტიგმა & უფლებები, ურთიერთობები

ოჯახური ძალადობის სახეები და დაცვის საშუალებები 

ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით – განგვიმარტავს საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ. თურმე ისეც ხდება, რომ ოჯახი, რომელიც მრავალ ჩვენგანს გარესამყაროს აგრესიისგან დამცავ ციხე-სიმაგრედ წარმოუდგენია, საპყრობილედ ექცევა ხოლმე…

სტიგმა & უფლებები

გერმანიაში მესამე სქესის ცნება ოფიციალურად მკვიდრდება 

2013 წლის ნოემბრიდან გერმანია პირველი ევროპული ქვეყანა გახდება, რომელიც ოფიციალურად ცნობს “მესამე სქესს”. გერმანელ მშობლებს შეეძლებათ შვილის დაბადების მოწმობის შევსებისას სქესის გრაფაში მიუთითონ მდედრობითი, მამრობითი და “განუსაზღვრელი”, რის შედეგადაც თავისი სქესის შესახებ არჩევანის გაკეთების უფლება სამომავლოდ ბავშვს რჩება. კანონი ძალაში 1-ლი ნოემბრიდან შევა. აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც 6 კვირის წინ…

სხეული

საკვერცხის ცისტა: რა არის, რით გვემუქრება და როგორ ვუმკურნალოთ 

საკვერცხის ცისტა (იგივე კისტა) არის საკვერცხეში სითხის დაგროვება, რომელიც გარემოცულია თხელი გარსით. საკვერცხის ნებისმიერი ფოლიკულა, რომელიც ზომით 2 სმ-ს აჭარბებს – საკვერცხის ცისტაა.

თვითსიყვარული, ოჯახი, სტიგმა & უფლებები, სხეული

მშობიარობის შემდგომი მუცელი, ანუ შუქი აანთეთ, ბნელა! 

როდესაც სოციალურ ქსელებში ახალნამშობიარევი ქეით მიდლტონისა და პატარა უფლისწულის პირველი ფოტოები დაიდო, გაგიკვირდება და ბევრს ფოტომონტაჟი ეგონა. მიზეზად კი ქეითის მუცელს ასახელებდნენ: „თუ უკვე იმშობიარა, ამხელა „ღიპი“ რატომ აქვს?“ თავიდან მეგონა, რომ მსგავსი კითხვები მარტო ქართველებს თუ გაგვიჩნდებოდა, მაგრამ ამასწინათ, როდესაც პატარა პრინცისა და მისი დედის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას…

თვითგანვითარება, სხეული

რატომ ეწევი, რომ ეწევი? 

ესე იგი, ეწევი… მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად კითხულობ, კანონმდებლობის სრული დაცვით, სიგარეტის კოლოფზე მსხვილი შრიფტით ამოტვიფრულ სასტიკ ფრაზას: მოწევა კლავს! მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ თუ ოფლაინ საინფორმაციო წყაროები დაუღალავად ავრცელებენ სტატისტიკურ მონაცემებს იმის შესახებ, რომ: მოწევა კლავს გაცილებით მეტ ადამიანს, ვიდრე შიდსი, ნარკომანია, სუიციდი, წინასწარგანზრახული დანაშაული და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები – ერთად აღებული…

თვითსიყვარული, ოჯახი, სტიგმა & უფლებები, სხეული

ძალადობრივი ტრადიცია 

პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალები ბავშვობიდანვე განიცდიან დისკრიმინაციას. ასეთ საზოგადოებაში არსებობს დისკრიმინაციული ნორმები თუ ძალადობრივი ჩვეულებები. ერთ-ერთი ასეთი ჩვეულების შესახებ მინდა მოგითხრო: ქალის გენიტალურ მუტილაციაზე. ტრადიცია ძირითადად ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებშია გავცელებული და გულისხმობს ქალისთვის გენიტალიების ამოკვეთას. წინადაცვეთა უტარდება 4-დან 15 წლის ასაკამდე გოგონებს. ოპერაცია ანესთეზიის გარეშე მიმდინარეობს, ხშირ შემთხვევაში სახლის…

8 აგვისტო: ქალური ფიქრები ომსა და მშვიდობაზე 

მაშინ, როდესაც პატარა ბიჭები ომობანას თამაშობენ და ერთმანეთს საკუთარი უპირატესობის დამტკიცებაში ეჯიბრებიან, გოგონები სახლობანას თამაშს ირჩევენ. არასოდეს ვიღლები იმის ყურებით, როგორ იწყობენ პაწაწა ხელებით თავიანთი ოცნების სამყაროს და ყველაფერი რა ძალიან კარგად არის მანამ, სანამ ბიჭების მიერ დანთებული “ომის ხანძარი“ არ შეეხებათ. შედეგად კი, ის, რასაც მთელი დღის განმავლობაში სასოებით…

ოჯახი, სხეული

მითები ორსულობისა და მშობიარობის შესახებ 

თუ უკვე იმდენად დიდი გოგო ხარ, რომ დანამდვილებით იცი: ბავშვებს კომბოსტოში არ პოულობენ, არც სუპერმარკეტში ყიდულობენ და არც წეროებს მოჰყავთ, დროა, კიდევ რამდენიმე ფართოდ გავრცელებული მითი გამოააშკარავო ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებით. ქვემოთ ყველა ის ძირითადი „გამოგონება“ ჩამოვთვალე, რის შესახებაც თვითონ მსმენია. გადახედე და თუ გეცნობა, იჩქარე, ეს მითები რეალური წარმოდგენებით…

სხეული

B და D ჰეპატიტები 

B ჰეპატიტი ძირითადი ფაქტები: B ჰეპატიტი ვირუსული დაავადებაა, რომელიც აზიანებს ღვიძლს და შესაძლოა ჰქონდეს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული მიმდინარეობა. ვირუსი გადადის სისხლთან ან ინფიცირებული ადამიანის სხვა სითხეებთან კონტაქტით. ჰეპატიტის შედეგებით ყოველდღიურად დაახლოებით 600 000 ადამიანი იღუპება. ჯანდაცვის მუშაკებისათვის B ჰეპატიტი ერთ-ერთ ძირითად პროფესიულ რისკ-ფაქტორს მიეკუთვნება. მისგან თავის დაცვა შესაძლებელია ვაქცინაციით….