ძალიან მდიდარ ოჯახში გავიზარდე.სხვები ფიქრობენ რომ ასეთ ხალხს არაფერი აკლია, თუმცა ჩემი ისტორიის მიხედვით არა თუ მდიდარ ოჯახში გაზრდა, არამედ საერთოდ არსებობაც აღარ მოგინდებათ, ისევე როგორც მე აღარ მინდა.

ყველაფერი მქონდა,რაც შეიძლება ბავშვს ენატრა,უამრავი ბარბის სახლი,სათამაშო,მოსამსახურეები,მოჩვენებითი “მეგობრები”,რომლებიც ჩემ გართობას ცდილობდნენ,თუმცა მე მაინც სხვა რამისკენ მივილტვოდი და ეს სხვა რამე მალევე მივიღე.