11 რჩევა ახალ სამსახურეობრივ გარემოსთან ადაპტაციისთვის
ახალი სამსახური როგორი სასიამოვნო და სასიხარულოც არ უნდა იყოს, ყოველთვის ნიშნავს იმას, რომ ახალ გარემოსთან მოგიწევს ადაპტაცია და ახალ ხალხში თავის დამკვიდრება. ძალიან კარგია, თუ ახლობელი ან მეგობარი დაგხვდება, რომელიც ამაში დაგეხმარება, რჩევებს მოგცემს და ყველაფერს აგიხსნის. თუმცა არსებობს უნივერსალური რჩევებიც იმისათვის, რომ ახალ ადგილას ადაპტირება მაქსიმალურად ადვილი იყოს.
საოფისე მაკიაჟი
რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ორგანიზაციის HR-ში მოვხვდი, სადაც მუდამ ხალხი ირევა. იმ დღესაც დერეფანში გასაუბრებაზე მოსულთა კოლონა დამხვდა. არაფერი განსაკუთრებული შესვლის დროს, მაგრამ როდესაც საქმეს მოვრჩი და საკმაო დრო დამრჩა, თვალი კანდიდატთა ჩაცმულობასაც შევავლე. ნამდვილად არ გადავამეტებ თუ ვიტყვი, რომ რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მსუბუქად რომ ვთქვა, საშინელება იყო!
დრესკოდი – ოფისი
მრავალ დაწესებულებაში დრეს-კოდის საკითხი ჯერ კიდევ ვაკანსიაზე გასაუბრების დროს წყდება: მოკლე კაბა, შორტი, ჯინსი და ბრიჯი სათავეშივე იფილტრება, ისევე როგორც მათი მატარებელი ადამიანი. კანდიდატის გარეგნული მხარე, სამსახურისადმი მის დამოკიდებულებაზე მეტყველებს. განსაკუთრებული ყურადღება კი ექცევა ისეთი ტიპის თანამშრომლების გარეგნობა-ჩაცმულობას, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა, კერძოდ კი ოფისში მომუშავე პერსონალს ვგულისხმობ.