ბენტო ერთი ადამიანისთვის განკუთვნილი იაპონური სასადილე ყუთია. იაპონურ კულტურაში, ტრადიციულად, ბენტო შეიცავს ბრინჯს, თევზს, ხორცს, დამჟავებულ ან ცოცხალ ბოსტნეულს. დღესდღეობით, იაპონიაში ბენტო უამრავ ადგილას იყიდება, მაგალითად სავაჭრო ცენტრებში, სადგურებზე, მაგრამ იაპონელებისთვის ჯერ კიდევ აქვთ ჩვეულებაა გაატარონ დრო და დახარჯონ ენერგია ბენტოს მომზადებაში მეუღლისთვის, შვილებისთვის ან საკუთარი თავისთვის.