ბევრს ჰგონია, რომ ხუჭუჭათმიანებს თმასთან დაკავშირებული პრობლემები არ გვაქვს: დაიბან, გაიშრობ და ეგაა. თუმცა, სინამდვილეში საქმე არც ასე მარტივადაა. სხვისთვის მარტივი შხაპი ჩემთვის 10 წუთიანი თმის ვარცხნაა, რათა ყველანაირი თმის ნასკვი გავხსნა. გაშრობით კი, ყოველთვის სხვადასხვანაირად მიშრება და ხშირ შემთხვევაში, არც ისე კარგ ფორმას იღებს… ბავშვობაში ძალიან ხუჭუჭა თმა მქონდა…