არეგნულად ასეთი დავარცხნილი და თავზე ბაფთა შებმული, გაუთოვებული ტანსაცმლით იმას ვნატრობდი, რომ ჩემი შინაგანი ამბოხი გარეთ გამომეშვა. ამიტომ ეზოში ყოველთვის ბიჭებთან ვთამაშობდი, ვჩხუბობდი, დავძვრებოდი ხეებზე, არასოდეს მიზიდავდა გაპრანჭვა და ვინმესთვის თავის მოწონება, მაგრამ სკოლაში ისევ ისეთი ვიყავი, ჩუმი და მოწესრიგებული.