Tags

დასვენება, სხეული

ენერგიის ნატურალური წყაროები 

ალბათ, შეგიმჩნევია, რომ მთელი დღის დაუღალავი მუშაობის შემდეგ შენი შემართება სადღაც ქრება და დუნდები. ზოგჯერ დილით ადგომისას თავს ისე გრძნობ, თითქოს საერთოდ არ დაგიძინია და ყველაფრისთვის მზად ხარ, რომ თბილ საწოლს დაუბრუნდე და სულ ცოტა ხანს დაივიწყო სამსახურის და სხვა მოვალეობების არსებობის შესახებ შენს ცხოვრებაში. ენერგიის ნაკლებობა ზოგჯერ ყველას გვაწუხებს,…

სახლი

გააფერადე სახლი და შექმენი განწყობა 

ყველა ადამიანი ინდივიდუალურად აღიქვამს ფერებს, ყველასთვის სხვადასხვა განწყობას ქმნის მწვანე, წითელი ან ცისფერი ტონალობები, თუმცა არსებობს ფერთა ზემოქმედების კანონები, რომლებსაც ადამიანების დიდი ნაწილი ემორჩილება.

სილამაზე, სტილი

წითელი თმა: როგორ შევიღებოთ და მოვუაროთ 

ძალიან მიყვარს თმის ფერზე ექსპერიმენტების ჩატარება: შავი, ყავისფერი, ქერა, წითელი.. ბოლო რამდენიმე წელია მუდმივად წითელი თმა მაქვს. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგად ვიცი, რომ შეღებილი თმის მოვლა საკმაოდ ძნელია, მაგრამ კიდევ უფრო ძნელი შეღებილი წითელი თმის მოვლაა.

წითელი თმა უფრო ადვილად ფერმკრთალდება და რამდენიმე კვირაში მბზინავი, ხშირი და მუქი წითელი კულულები სათანადო მოვლის გარეშე გარანტირებულად ემსგავსება ცოცხს.

ცდის და შეცდომის მეთოდით მეტ-ნაკლებად ვისწავლე სახლის პირობებში როგორ შემეღება და მომევლო თმისთვის, მივაგენი პატარ-პატარა ეშმაკობებს და გადავწყვიტე იმათ გავუზიარო, ვისაც უნდა ჟღალი გახდეს.