Tags

ურთიერთობები

მუდმივი თანამგზავრი 

სკოლა ისე დავამთავრეთ, შეყვარებული არ მყოლია, ყოველი ჩემი კლასელი გოგონას უჯრაში კი რამდენიმე სასიყვარულო წერილი ინახებოდა, რომლებსაც ბიჭების თხოვნით ვთხზავდი.

წერილების ერთმა ასეთმა პარტიამ ოჯახიც კი შექმნა. ჩემი ღვაწლი, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი დარჩა.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ბუზებივით დამეხვივნენ თაყვანისმცემლები. ხშირად ვხუმრობ – ბიჭებს ჩემში გუგას სუნი აღაგზნებთ.

ურთიერთობები

როგორ დაიტია სიყვარული 160–მა სიმბოლომ 

დილით გუგამ სმს მიიღო. ეკრანს დავხედე, სახელი “თეო” ციმციმებდა. მეჩქარებოდა, მხოლოდ გავძახე, მობილურს დახედე–მეთქი. კიბეებზე მოვიხვიე კაშნე და სადარბაზოდან გაჩერებამდე მივირბინე.

პირველი დღე იყო სამსახურში და მიუხედავად იმისა, რომ მზადება ადრიანად დავიწყე, მაგვიანდებოდა.

– ამ ქუჩაზე ხომ ტაქსიც არ ჩაივლის! – ბოძს გაბრაზებით წავკარი ფეხი და ფეხსაცმელი გავიფუჭე.