ოპერაცია სახელწოდებით “ძირს ცელულიტი”
ცელულიტი – ესაა კანქვეშა ცხიმოვანი შრის სტრუქტურული ცვლილება, რომლის დროსაც ირღვევა მიკროცირკულაცია და ხდება სითხის შეკავება. თეძოები, დუნდულები, მხრები _ ის ადგილებია, სადაც ცელულიტი ჩნდება. ძირითადად ქალებს აწუხებთ, სქესობრივი მომწიფების შემდეგ ნებისმიერ ასაკში.
კავიტაცია – სხეულის კორექციის უახლესი მეთოდი
აკუსტიკური კავიტაცია – ესაა უახლესი მეთოდი ცხიმის მოსაშორებლად, რომელიც უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
მეთოდი 2006 წელს იტალიელების მიერ შემუშავდა. ქართული ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში კავიტაციის გამოყენება სხეულის კორექციისთვის დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყეს.