მგონი, ამბავი, რომელიც დღეს უნდა მოვყვე, ყველასთვის ნაცნობი იქნება. არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორ უმკლავდებიან ასეთ სიტუაციებს, მაგრამ საქართველოში რომ შეგუება ერთადერთი გამოსავალია, ეს თავად ვნახე. ბავშვობაში რაღაც პერიოდის განმავლობაში დიღომში ვცხოვრობდი, ბებიასთან და რა თქმა უნდა, როგორც ყველა მოხუცი, ბებიაჩემიც ყველა მეზობელს ისე იცნობდა, მათ გენეალოგიურ ხესაც დახატავდა რომ დასჭირვებოდა,…