შვრიის ფაფას, რომელსაც უმეტესობა “გერკულესის” სახელით ვიცნობთ, სილამაზის ფაფასაც ეძახიან. თუ სუფთა და ჯანსაღი ფერის კანი გინდა, ყოველ დილას თაფლით და ხილით შეზავებული შვრიის ფაფის მირთმევა მიზნის მიღწევაში დაგეხმარება.

გარდა ამისა, შვრიის ფანტელებისგან საკუთარი ხელით სახის სკრაბების და ნიღბების დამზადებაც შეგიძლია. მისი უნიკალურობა იმაშია, რომ ყველა ტიპის კანს უხდება, ხსნის ფორებს და წმენდს ჭუჭყისგან. აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს, ანოტივებს, ამშვიდებს გაღიზიანებულ და გაწითლებულ კანს.