Tags

განშორება, სიყვარული

8 მიზეზი თუ რატომ უნდა დავშორდეთ შეყვარებულს ვალენტინობამდე (თითქმის ხუმრობით!) 

რა შეიძლება იყოს ვალენტინობის დღეს მარტოობაზე უარესი? ალბათ იმ ადამიანის გვერდზე ყოფნა, რომელიც აღარ გიყვარს და აღარ გაღელვებს. ზოგიერთი წყვილი არასასურველ ურთიერთობას მთელი დეკემბრის განმავლობაში მხოლოდ იმიტომ ინარჩუნებს, რომ ზამთრის არდადეგების მარტოობაში გატარების ეშინია. თუ შენც ასეთი ადამიანების კატეგორიას განეკუთვნები, მაშინ სჯობს ყველაფერი აწონ-დაწონო და გადაწყვეტილება ვალენტინობის დღემდე მიიღო. არ იდარდო, ბედნიერება ახალი სიყვარულის…

სიყვარული, ფლირტი

მეგობრობა საპირისპირო სქესთან 

საპირისპირო სქესთან მეგობრობაზე საზოგადოების აზრი ორადაა გაყოფილი და სადაც ეს თემა წამოიწევს წინ, ყოველთვის კამათის მიზეზი ხდება: ერთნი ამტკიცებენ რომ ასეთი რამ არ არსებობს, ან ის, რაც მეგობრობად გამოიყურება, არაა გულწრფელი მეგობრობა ერთ-ერთის ან ორივეს მხრიდან, მეორენი კი მათ დარწმუნებას ცდილობენ იმაში, რომ მეგობრობაში სქესს სულაც არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა…

სიყვარული

საუკეთესო კოცნა კინოს ისტორიაში [გამოკითხვა] 

დღეს მინდა ერთად გამოვავლინოთ საუკეთესო კოცნა კინოს ისტორიაში.

მაქსიმალურად შევეცადე ყველა ასაკის და გემოვნების გათვალისწინება. თუ იქნება სურვილი, შეიძლება სხვა ათეულის გაკეთებაც. ამის შესახებ შეგიძლიათ კომენტარებში მომწეროთ!

ფლირტი

პაემანი, რომელიც არ დაგავიწყდება [რჩევები] 

ბიჭები გეპატიჟებიან პაემანზე და მერე უკვირთ, რატომ არ გინდა მასთან განმეორებით შეხვედრა. ქალები ბუნებით რომ რომანტიკოსები ვართ, ეს უკვე აღვნიშნე სხვა სტატიებში. ამიტომ, როცა პაემანზე მივდივართ, ყოველთვის გვინდა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და ის ღიმილით გვახსენდებოდეს.

ფლირტი

40 რამ ბიჭების შესახებ, რაც აუცილებლად უნდა იცოდე 

აქ რამდენიმე მოსაზრებაა ბიჭების შესახებ, რომელთა უმრავლესობა ალბათ იცი, მაგრამ მე მაინც ერთად შევაგროვე და გადავთვალე, სულ 40 გამომივიდა. მზად ხარ? მოკლედ ერთად გავიგოთ, რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ.

სილამაზე, ფლირტი

ქალები, ყვავილები და მათი მნიშვნელობა [გამოკითხვა] 

რატომ უყვარს ქალების უმრავლესობას ყვავილები? ეს კითხვა განსაკუთრებით კაცებს აწუხებთ. კაცებს ალბათ გაინტერესებთ რითი არის ქალების ეს გატაცება განპირობებული.

ფლირტი

იდეები ვალენტინობისათვის 

სიყვარული ნამდვილი დღესასწაულია, მაგრამ სიყვარულის აღნიშვნა ძვირადღირებულ რესტორნებში არ არის მისი გამოხატვის ერთადერთი გზა. ეს მართალია სასიამოვნოა, მაგრამ დამეთანხმები ძვირი ფუფუნებაა.

მკითხველის ისტორიები, სილამაზე

იცინის ის ვინც ბოლოს იცინის… 

დადგა ის დღე, რომელსაც ასე ელოდი…. და შენს გარდერობში, ისევე როგორც შენს თავში, სრული აურზაურია. როგორც იქნა შეარჩევ სამოსს და იმდენ მაკიაჟს დაიდებ, რომ დედაც ვერ გცნობს. იმაზე ფიქრით, რომ უკვე დაგაგვიანდა დროზე ადრე მიხვედი შეხვედრის ადგილას და რუსთაველზე ან თავისუფლებაზე (უმეტეს შემთხვევაში) ელოდები მას.

მკითხველის ისტორიები, ოჯახი

ერთი ჩვეულებრივი ისტორია 

თეოს და გიგას ურთიერთობა წლებია გრძელდება, იყო დრო გიგას ძალიან მოსწონდა თეოსთან გატარებული ყოველი წამი, კარგად გძნობდა მასთან თავს და მეტი არაფერი, გიგა მამაკაცთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება რომელიც არ ფიქრობს დაოჯახებას, ვერ წარმოედგინა თავი დაქორწინებული და უღელში თავგაყოფილი მამაკაცის ამპლუაში.

განშორება, სიყვარული

ემოციური ნაბახუსევი 

ემოციური ნაბახუსევი – მდგომარეობა, რომელიც ადამიანური გრძნობების ზედმეტი დოზით მიღებითაა გამოწვეული.

რისკ-ჯგუფი: ნებისმიერი ასაკის მდედრობითი სქესის წარმომადგენლები.

სიმპტომები: ხანმოკლე დეპრესია, დიდი რაოდენობით მაღალკალორიული ტკბილეულის მიღების დაუძლეველი სურვილი, ტელეფონის და სამყაროსთან კომუნიკაციის გათიშვა და „ტკბილი ნოემბრის“ ფონზე სლუკუნი, ბნელ ოთახში გამოკეტვის და მთელი დღის ძილში გატარების სურვილი.

სიყვარული

5 ზედმეტი ქმედება სასიყვარულო ურთიერთობაში 

შესაფერისი პარტნიორის პოვნა რომ ძნელია, ეს უდავოა. თუმცა მხოლოდ პოვნა ხომ საკმარისი არაა? უნდა იპოვო, “მოიპოვო” და შეინარჩუნო.

ურთიერთობები

საუზმე ორისთვის 

აეროპორტიდან ტაქსით წამოვედი. ჩემი ქუჩის დასაწყისში ტაქსიდან გადმოვედი, ნარინჯისფერკოპლებიანი თავსაფარი მოვიხვიე და საპირისპირო მიმართულებით წავედი, არ მინდოდა ცარიელ სახლში ასვლა.

გათენებამდე ვიხეტიალე და კაფეს შევეხიზნე. მიმტანს ვთხოვე, ორი ადამიანისთვის გაეწყო მაგიდა. ჩემთვის ლატე და ფრანგული ფუნთუშა, მისთვის – სენდვიჩი ლორითა და ყველით, ბერძნული სალათი და ფორთოხლის წვენი შევუკვეთე.

სხეული, ფლირტი

7 ტაბუ საძინებელში 

ყველას აქვს მისი პირადი ცხოვრება, ცხოვრება და სიამოვნება, ხოლო იმისათვის რომ ჩვენი სიამოვნების განცდა არ მოგვიწიოს ეულად (ნუ თუ შეიძლება მაგ შემთხვევას ვუწოდოთ სასიამოვნო, მაშინ როცა ეულად ხარ) არ იქნებოდა ურიგო გავცნობოდით მეტ-ნაკლებად საზრიან და სანდო სტატიიას. მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ ეს წესები ყველა ქალმა იცის ქვეცნობიერად, არ იქნება ცუდი ამის შეხსენება არგუმენტირებულად.

ურთიერთობები

1001 ვირტუალური ღამე 

ნოემბერში გაციებას ვერც მე გადავურჩი და ერთი კვირით საკუთარ ოთახში გამოვიკეტე. რამდენჯერმე გოგონები მეწვივნენ, დანარჩენ დროს კი კითხვასა და ვირტუალურ სივრცეში უგზო-უკვლოდ ხეტიალში ვატარებდი.

ადამიანთა იმ ტიპს მივეკუთნები, კვირაში ერთხელაც რომ არ ახსენდებათ სოციალურ ქსელებსა და ელ.ფოსტაზე მოსული შეტყობინებების შემოწმება. იმ კვირის განმავლობაში კი უეცრად რამდენიმე ვირტუალური ნაცნობი შევიძინე. მათ შორის აღმოჩნდა ბექაც.

ურთიერთობები

მათემატიკის გაკვეთილი შეყვარებულებისთვის [გამოკითხვა] 

ის, რომ ამ საგანს სკოლაშიც ვერ იტანდი, გაკვეთილის გაცდენის საბაბად არ გამოგადგება: რის თქმასაც ახლა შენთვის ვაპირებ, იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირველ პაემანზე დაუვიწყარი შთაბეჭდილების მოხდენა ან მამაკაცის გულისკენ მიმავალ ლაბირინთებში გზის გაკვლევა.

ურთიერთობები

ორმაგი სტანდარტი 

ჩემი დაქალის – ანანოს ზარმა გამომაღვიძა.

„მე და ლაშა დავშორდით!“ – ძილბურანში სასოწარკვეთილი ხმა ჩამესმა. ჩავიცვამ და ამოვალ-მეთქი, ჩავილუღლუღე, მაგრამ ჩამეძინა.

მეორედ გუგას ბუზღუნმა გამომაღვიძა. ფართხა–ფურთხით ჩავიცვი, გუგას დავპირდი, დღეს აუცილებლად გაგყვები შოპინგზე-მეთქი, მისი ფინჯნიდან მოსვი ჩაი და ანტრესკენ გავეშურე, სადაც თამო და ანანო უკვე მელოდნენ.

ურთიერთობები

რაც მომწონს, იმას ვაკეთებ (ნაწილი 1) 

დიდი ხანია ვგრძნობ, რომ მოვწონვარ. როგორ მიყურებს, პირდაპირ თვალებით მჭამს. მეც მომწონს, ვეპრანჭები რამაზიკოს და როცა მაშტერდება, მეც ვუღიმი, მერე სახეს მაცდურად ვატრიალებ. ერთ წრეში ვართ, ერთად დავდივართ აქეთ-იქით, ერთმანეთთან ვიკრიბებით ხოლმე, ხან კინოში დავდივართ, ხან კლუბში ვათენებთ ღამეებს.