მეცნიერებისთვის სიზმრების ფენომენი ბოლომდე ამოხსნილი არ არის, თუმცა არსებობს რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რომელიც სიზმრებს უკავშირდება და რომელთა უმეტესობა ჩემთვის აქამდე უცნობი იყო. სიზმრების მნიშვნელობის შესახებ მეცნიერებს შორის არაერთგვაროვანი მოსაზრებები არსებობს. ზიგმუნდ ფროიდს სჯეროდა, რომ სიზმრები ჩვენი ქვეცნობიერის ფანჯარაა და გამოხატავს ჩვენს ქვეცნობიერ სურვილებს, ფიქრებსა და მოტივაციებს. ფროიდის აზრით, სიზმრების საშუალებით…