Tags

მოტივაცია & პოზიტივი, სტილი, წარმატება

ქალი-დიზაინერები, რომლებმაც მოდა შეცვალეს 

ტანსაცმლის დიზაინერები მოდის სამყაროს ვარსკვლავები არიან. ქალისათვის ისეთივე მარტივია ამ სფეროში წარმატების მიღწევა, როგორც მამაკაცისთვის? ფაქტია, რომ ორგანიზაციამ CFDA – Vogue-ის მოდის ფონდმა საკუთარი რვაწლიანი ისტორიის მანძლზე ჯილდო მხოლოდ ორ ქალ-დიზაინერს გადასცა. მოდის ისტორიას ახსოვს ქალი-დიზაინერები, რომელთაც ნიჭისა და დაუღალავი შრომის შედეგად ამ სფეროს განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინეს და მომავალ…

სახლი, წარმატება

4 რეცეპტი ეკონომიური ხარჯვისთვის 

დღეს განვიხილავ მინიმალურ შემოსავალს, რომელიც არ აღემატება 500 ლარს. რჩევები საკუთარ თავზე გამოვცადე, ასე რომ შენს შენიშვნებსაც მივიღებ მხედველობაში. ეს რჩევები იმ შემთხვევაშია გამოსადეგი, თუკი ვინმესთან ერთად ცხოვრობ. რჩევა 1: წინასწარ მოიშორე კომუნალურები ხელფასის დარიცხვისას, პირველ რიგში, გირჩევ, კომუნალური გადასახადები გადაიხადო. ინტერნეტი, ტელევიზია, გაზი, დასუფთავება, წყალი, ელექტროენერგია, დაახლოებით 100-140 ლარია,…

მნიშვნელოვანი

ვინ დარეცხავს ჭურჭელს? 

ოდესღაც, როცა ადამიანი გამოქვაბულში ცხოვრობდა, ოჯახური როლები მკაცრად იყო განაწილებული: მაშინ, როცა კაცი მესაქონლეობას მისდევდა/ნადირობდა/ომობდა, რათა საკვები მოეპოვებინა, ქალი ძირითადად ბავშვების აღზრდით, სახლის მოვლით იყო დაკავებული. ალბათ, გენდერული როლების ამგვარი განაწილება იმ პერიოდისთვის ბუნებრივი და მოხერხებული იყო. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, ეკონომიკურ თუ სოციალურ სფეროებში ქალს უფრო დიდი როლი…

დასვენება, მოტივაცია & პოზიტივი

8 ფილმი, რომელიც ყველა ქალმა უნდა ნახოს 

„მე არ ვიცოდი, რა მინდოდა მეკეთებინა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ მინდოდა ვყოფილიყავი ქალი!” გარემო სადაც ცხოვრობ, ძლიერი და დამოუკიდებელი ქალის მაგალითებით არ განებივრებს, შესაბამისად ფილმი არის სივრცე, სადაც საკუთარ თავს ეძებ და პოულობ. გყავს რჩეული პერსონაჟები, რომლებისგანაც იღებ მოტივაციასა და შთაგონებას და მზად ხარ ნებისმიერი დაბრკოლების გადასალახად. ყველას გვჭირდება მოტივაცია და…

მნიშვნელოვანი

პროექტი, რომელმაც ქართული ინტერნეტი შეძრა – ქალები საქართველოდან 

ორიოდე კვირაა, Facebook-ზე აქტიურად ზიარდება ქალთა ისტორიები. ზოგი გულისამაჩუყებელია, ზოგი მამოტივირებელი, ზოგი ტრაგიკული, ზოგი იმედის მომცემი. უამრავი ქალი საქართველოდან აქ თავის ამბავს ჰყვება. ყველა ისტორია ერთი გვერდიდან მოდის: “ქალები საქართველოდან”. აღწერაში ვკითხულობთ: “ისტორიაში ცოცხლად დამარხული ქალები“ – ასე ეძახიან იმ ქალებს, რომელთა სათქმელზე, გრძნობებზე, ოცნებებზე, მისწრაფებებსა და მიღწევებზე, სხვები, ხშირად…

მნიშვნელოვანი

ქართული რეალობა: ოჯახში საქმის განაწილება 

2013 წელს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიზანი საქართველოში გენდერული თანასწორობის მიმართ კაცების დამოკიდებულებების და მათი საოჯახო საქმეებში და ბავშვის აღზრდაში ჩართულობის გამოვლენა იყო. აღნიშნული კვლევა ჩატარდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით,…

თავის მოვლა, სახლი

ჩვეულებრივი სოდა, როგორც კოსმეტიკური საშუალება 

ჩვეულებრივი სოდა ალბათ შენც გამოგიყენებია სამზარეულოში, მაგრამ თუ იცი, როგორ გამოიყენო ის, როგორც კოსმეტიკური საშუალება? თუ არა – ჩვენ გეტყვით. 1. სახის სკრაბი შეურიე სოდა წყალს პროპორციით 3:1 და გამოიყენე როგორც სახის სკრაბი. შედეგი გაგაოცებს. 2. გაწმინდე სავარცხელი სავარცხლიდან თმის მოცილება ძნელია, მით უმეტეს, თუ სავარცხელი მრგვალია. შეურიე სოდა და…

სექსი

5 მიზეზი თუ რატომ ღალატობენ კაცები 

ქალებს უმეტესობისთვის ღალატი გაუგონარი და უპატიებელი საქციელია… როდესაც მას ეუბნები, რომ გიყვარს, თვლი, რომ ყველაზე მცირე, რაც  შეუძლია საპასუხოდ გააკეთოს, ერთგულების შენარჩუნებაა. შენ შეგიძლია ყურადღება არ მიაქციო იმას, რომ: შეიძლება იტყუებოდეს (ხანდახან) ვერ ან არ გეხმარებოდეს საოჯახო საქმეებში ვერ ან არ იღებდეს მონაწილეობას ბავშვების აღზრდაში უთმობდეს დედას და მეგობრებს იმაზე ბევრად…

თავის მოვლა

პრობლემა: პატარა მკერდი 

ჩვენი აზრით, ყველა ქალი უნდა ამაყობდეს საკუთარი სილამაზით, თუმცა იშვიათად თუ შევხვდებით ქალს, რომელიც საკუთარი გარეგნობით ბოლომდე კმაყოფილია. ზოგიერთ ჩვენგანს საკუთარი სიმაღლე არ აკმაყოფილებს, სხვებს სხეულის ფორმა, წონა, ზოგს მკერდის ზომა და ა.შ. ჩვენი ჟურნალი ზრუნავს შენზე, თან ზუსტად ხვდება რა პრობლემა გაქვს და გთავაზობს უამრავ რჩევას: როგორ გამოჩნდე უფრო…

თავის მოვლა

ექვსი მცდარი შეხედულება ორსულების შესახებ 

აღმოვაჩინე, რომ ორსულობა ბევრ სტერეოტიპთან და მცდარ შეხედულებასთანაა დაკავშირებული, არა მხოლოდ ჩვენში, არამედ ზოგადად, მსოფლიოშიც. ნაწილი შესაძლოა, სიმართლეც იყოს (მაგალითად, ყველა ორსულს ბოლო თვეში როკენროლის ცეკვა ნამდვილად არ შეუძლია. რა ვიცი, ალბათ), მაგრამ არსებობს სტერეოტიპები, რომლებიც ნამდვილად და 100%-ით მცდარია (თუ მოგინდება, უარი არაფერზე უნდა თქვა, მათ შორის, ღვინოზეც კი). ცოტა ხნის წინ ვწერდი რა…

მნიშვნელოვანი, მოტივაცია & პოზიტივი, წარმატება

ფიზიკოსი გოგონა ყავისფერი ქამრით 

  “გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე და ამით ოჯახში ყველა ძალიან გავაკვირვე. არავის უფიქრია, რომ ოდესმე ტექნიკური საგნებისკენ გამიწევდა გული. არჩევნის გაკეთებისას დედაჩემის სიტყვებით ვიხელმძღვანელე: “აირჩიე ის, რისი კეთებაც სიცოცხლის ბოლომდე არ მოგბეზრდება.” – ასე მოხვდა 19 წლის სალომე ჩილაჩავა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტზე. “აირჩიე ის, რისი კეთებაც სიცოცხლის ბოლომდე არ…

ორსულობა და დედობა

ორსულობის თანმდევი 10 უსიამოვნება, რის შესახებაც არავინ გაფრთხილებს 

რატომღაც არავინ ყვება (ან თუ ყვება, შელამაზებულად და ძალიან მსუბუქად) ორსულობის სიძნელეების შესახებ. ალბათ ბევრჯერ და ბევრისგან მოგისმენია და ბევრგან წაგიკითხავს, რომ შვილი ბედნიერებაა, ახალი სიცოცხლეა, რომ ამის გამო ღირს ცხოვრება, რომ ორსულობა ქალის ცხოვრებაში ყველაზე განსაკუთრებული და საოცარი პერიოდია… და, რატომღაც, სიტყვასაც კი არ გადაგიკრავენ იმაზე, რომ ამ 9 თვის…

ქორწინება

MARRY ME??? 

შენ წარმოიდგინე, ხელის თხოვნის ფორმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა კაცების უმრავლესობა ამას ყურადღებას არ აქცევს. ნუთუ ასეთი რთულია ჩართო ფანტაზია და შენი მეორე ნახევრის სიხარული გააორმაგო?! ცნობისთვის, რაც უფრო მრავალფეროვანი და ორიგინალური იქნება ხელის თხოვნა, მით უფრო მრავალფეროვანი იქნება თანაცხოვრებაც. ხშირად მამაკაცები ფანტაზიის არქონას მატერიალურ მხარეს აბრალებენ, მაგრამ კოლაჟში…

სასარგებლო რესურსები, ურთიერთობები

46 სტატია ურთიერთობების შესახებ 

ურთიერთობები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემაა pink.ge-ს მკითხველებში. გადავწყვიტეთ შეგვეკრიბა საუკეთესო სტატიები ამ თემის შესახებ და შემდეგი სახით დაგვეჯგუფებინა: სტატიები, რომლებიც ახალი ურთიერთობის დაწყებისას გჭირდება 9 ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინო ურთიერთობის საწყის ეტაპზე მოემზადე პირველი პაემნისთვის! რა უნდა და არ უნდა გააკეთო პირველ პაემანზე პაემანი, რომელიც არ დაგავიწყდება [რჩევები] 6 გზა, როგორ…

წარმატება

11 წიგნი ქალების ავტორობით, რომლის წაკითხვასაც გირჩევთ 

თუ საკითხავი გამოგელია, ან რამე ახალს ეძებ, გთავაზობთ ქალი ავტორების 11 წიგნს, რომელიც ნებისმიერი ჟანრის მოყვარულს დააკმაყოფილებს, ხოლო თუ რამის დამატება მოგინდა, არ მოგერიდოს და კომენატრებში მოგვწერე ;) 1. ცოცხალი ისტორია – ჰილარი კლინტონი კლინტონის მემუარები, რომელიც 2004 წელს გამოვიდა, ასახავს მის ინტერესს პოლიტიკისადმი, სამართლის სკოლას, ბილის გაცნობას, მის სასამართლო…

განშორება

განშორების 11 მიზეზი 

1. მას არ სურს, გული ეტკინოს შენ ვერ ატკენ მას გულს, თუ ის დაგასწრებს და პირველი მოგაყენებს ტკივილს. შემდგომ ადგება და მიიმალება. ბავშვური საქციელია, თუმცა, არც თუ იშვიათი მოზარდილ მამაკაცებში. 2. ურჩევნია იყოს მარტო ასე უმჯობესია: რად გინდა ისეთი კაცი, რომელიც დიდ ხანს ანდომებს იმაზე ფიქრს, დაგშორდეს თუ ჰქონეს შესაძლებლობა…

სექსი

7 რამ, რაც არ უნდა უთხრა შიშველ ქალს 

ჩათვალე, რომ უკვე ძალიან გაგიმართლა, თუ შენ წინაშე შიშველი ქალია. თუ გინდა, რომ კიდევ უფრო გაგიმართლოს და ცოცხალი გადარჩე, არავითარ შემთხვევაში არ უთხრა მას: 1. “კარგია, რომ არ ხარ ძალიან მკვრივი.” ხოო, მადლობა, მაგრამ მე გამდნარი რეზინი ვარ წყვილი თვალით. 2. “ჰეჰ, სულ არ ჰგავხარ ჩემს ყოფილს.” უპირველეს ყოვლისა: არ…

სიყვარული

ფლირტის 3 ოქროს წესი დაოჯახებული გოგონებისთვის 

შეუძლია თუ არა გათხოვილ ქალს ფლირტი, ჩემი პასუხია – კი. თუკი ეს ურთიერთობა ისევ ქმართან/პარტნიორთან ურთიერთობას გამოაცოცხლებს, თუკი შენს პარტნიორს სხვა თვალით, ახლებურად შეხედავ, მე მგონია, რომ ძალიანაც ჯანსაღია. თანაც, ვინ დაასკვნა, რომ გათხოვების შემდეგ ყველა ქალი ბრმავდება და სიმპათიურ ტიპებს ვეღარ ამჩნევს?