Tags

მნიშვნელოვანი

ყველაზე საინტერესო სარვამარტო ფეისბუქ-პოსტები [განახლებადი] 

8 მარტს ფეისბუქზე აშკარად შეინიშნებოდა ქალთა აქტიურობა და ქალებისთვის აქტუალური პრობლემები არაერთხელ წამოიჭრა. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო პოსტს :) ბავშვობაში ბებიაჩემი მეუბნებოდა ხოლმე, ცისარტყელას თუ გადაახტები, ბიჭად იქცევიო. ჰოდა გავეკიდე ერთხელ ცისარტყელას. მივდი… Posted by Theo Baiashvili on Tuesday, March 8, 2016 12 quotes women need in their lives http://tgr.ph/TAZTGq #InternationalWomensDay Posted…

მნიშვნელოვანი, მოტივაცია & პოზიტივი, წარმატება

ფიზიკოსი გოგონა ყავისფერი ქამრით 

  “გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე და ამით ოჯახში ყველა ძალიან გავაკვირვე. არავის უფიქრია, რომ ოდესმე ტექნიკური საგნებისკენ გამიწევდა გული. არჩევნის გაკეთებისას დედაჩემის სიტყვებით ვიხელმძღვანელე: “აირჩიე ის, რისი კეთებაც სიცოცხლის ბოლომდე არ მოგბეზრდება.” – ასე მოხვდა 19 წლის სალომე ჩილაჩავა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტზე. “აირჩიე ის, რისი კეთებაც სიცოცხლის ბოლომდე არ…

მნიშვნელოვანი

როგორ „ამოვიცნოთ“ ფემინისტი 

ხშირად მქონია შემთხვევა, როცა თანამოსაუბრე უცებ წყვეტს კამათს და ცხვირაბზუებული მეუბნება: „აუ, შენ ფემინისტი ხარ?“ რატომღაც სიტყვა „ფემინისტს“ ისეთი ნეგატიური ემოცია მოაქვთ ადამიანებში, რომ ძალაუნებურად ვიწყებ იმის მტკიცებას, რომ ავტომატურად ფემინისტი ხდება ყველა ის ადამიანი, ვისაც, მინიმუმ, ცოლების ცემა-ტყეპის ან მკვლელობის შემთხვევებზე თმები ყალყზე უდგება. და საერთოდაც, ვინ არის ფემინისტი?…

თავის მოვლა, მნიშვნელოვანი, სასარგებლო რესურსები

ხელოვნური განაყოფიერება, სუროგაცია 

საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლება აქვს დამოუკიდებლად განსაზღვროს შვილების რაოდენობა და მათი დაბადების დრო. სახელმწიფო უზრუნველყოფს ადამიანის უფლებებს რეპროდუქციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სახელმწიფო ასევე უზრუნველყოფს დასაქორწინებელ, აგრეთვე, შვილის ყოლის მსურველ წყვილთა უფასო ნებაყოფლობით სამედიცინო – გენეტიკურ კონსულტაციას. ხელოვნური განაყოფიერება მთელს მსოფლიოში უშვილობასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, თუმცა ძვირადღირებული მეთოდია….

PLAY
მნიშვნელოვანი

15 წლის გოგონა გენდერული თანასწორობისთვის 

თამთა კახაბერიძე თურქეთის მოსაზღვრე პატარა სოფელ კირნათიდან ამბობს, რომ მედია წიგნიერება მას საქართველოში მცხოვრები ქალების პრობლემების უკეთ დანახვაში დაეხმარა და ამ საკითხების მედიაში გაშუქებაც ასწავლა.

მნიშვნელოვანი

სქესთა შორის უთანასწორობა კადრში და კადრს მიღმა 

კადრს მიღმა, რეალურ ცხოვრებაში ქალებს რომ მამაკაცებთან შედარებით ბევრად ნაკლებად უკავიათ წამყვანი პოზიციები ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, ბიზნესი, სამეცნიერო სფერო და ა.შ., არავისთვისაა ახალი ამბავი. სამწუხაროდ, არც “კადრშია” განსხვავებული მდგომარეობა: სან-დიეგოს სახელმწიფო ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2013 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმებში მთავარი გმირების მხოლოდ 15%-ია ქალი. ამ ფილმების მხოლოდ…

მნიშვნელოვანი

ქალი, რომელმაც დაამსხვრია მინის სახურავი 

“მინდა მადლიერება გამოვხატო ჩემი ძვირფასი მეგობრის, ელჩი რასელის (კეტრინ რასელი – ამერიკის ელჩი ქალთა გლობალურ საკითხებში) მიმართ თბილი წარდგენისთვის და ფენომენალური სამუშაოსთვის, რომელსაც ის ყოველდღიურად ეწევა. ვიცი, რომ სახელმწიფო მდივანს (ჯონ კერი) ძალიან უნდოდა დღეს აქ ყოფილიყო. ვიცი იმიტომ, რომ თავისი გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად დრო გამონახა, რათა ხუთჯერ დაერეკა ჩემთვის და მოებოდიშა. ბოლოს იძულებული…

მნიშვნელოვანი

გენდერული თანასწორობა საქართველოში: “შეიცვალე აზრი” 

ალბათ ყველას გახსოვთ რამდენიმე თვის წინ ასფალტზე განთავსებული სტენსილები რომ მოედო ქალაქს. არის თუ არა პოლიტიკა ქალის საქმე? შეიძლება თუ არა ქალი იყოს ლიდერი? ვისი საქმეა ოჯახის რჩენა? ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ოჯახში? Post by შეიცვალე აზრი.   Post by შეიცვალე აზრი.   Post by შეიცვალე აზრი.   Post by…

მნიშვნელოვანი

“რას უნდა აკეთებდნენ ქალები?” — შოკის მომგვრელი სარეკლამო კამპანია 

ეს სარეკლამო პოსტერების სერია, დუბაიში არსებულმა Memac Ogilvy & Mather-მა გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის (UN Women) შექმნა. პოსტერები საძიებო სისტემა Google-ის ნამდვილ რეზულტატებს იყენებს, რათა გამოავლინოს ფართოდ გავრცელებული სექსიზმისა და დისკრიმინაციის შემთხვევები ქალთა წინააღმდეგ. 2013 წლის 9 მარტის ძიების შედეგებზე დაყრდნობით, სარეკლამო პოსტერებზე გამოხატულია რეალური ნეგატიური განწყობები სტერეოტიპიზმიდან დაწყებული, ქალთა უფლებების…

მნიშვნელოვანი, სექსი, ქორწინება

ძალადობრივი ტრადიცია 

პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალები ბავშვობიდანვე განიცდიან დისკრიმინაციას. ასეთ საზოგადოებაში არსებობს დისკრიმინაციული ნორმები თუ ძალადობრივი ჩვეულებები. ერთ-ერთი ასეთი ჩვეულების შესახებ მინდა მოგითხრო: ქალის გენიტალურ მუტილაციაზე. ტრადიცია ძირითადად ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებშია გავცელებული და გულისხმობს ქალისთვის გენიტალიების ამოკვეთას. წინადაცვეთა უტარდება 4-დან 15 წლის ასაკამდე გოგონებს. ოპერაცია ანესთეზიის გარეშე მიმდინარეობს, ხშირ შემთხვევაში სახლის…

თავის მოვლა, მნიშვნელოვანი

4 შეკითხვა აბორტის შესახებ [+გამოკითხვა] 

აბორტზე, როგორც სამედიცინო პროცედურასა და მის შესაძლო გართულებებზე წინა სტატიაში ვისაუბრეთ. ახლა კი, მოდი, ორსულობის შეწყვეტის იურიდიულ და ეთიკურ მხარეებს შევეხოთ, ხოლო მანამდე გავარკვიოთ, რა აიძულებს ქალს აბორტის გაკეთებას. უმეტეს შემთხვევაში, ესაა: დაუგეგმავი და არასასურველი ორსულობა ან სოციალურ-ეკონომიკური დაუცველობა. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული სიტუაცია, თავისი სიმძიმიდან გამომდინარე, მეტისმეტად პრობლემური და დამთრგუნველია,  ქალს სხვა გზა…

მნიშვნელოვანი, მოტივაცია & პოზიტივი

გმირს სქესი არ აქვს! 

“არ ვარ წინააღმდეგი სკოლაში იატაკზე ვიჯდე. მხოლოდ განათლება მინდა და არავის მეშინია.” – ამ სიტყვების ავტორი 15 წლის პაკისტანელი გოგონაა, რომელიც ქალთა განათლების უფლებისთვის იბრძვის. 11 წლის ასაკიდან იგი BBC-სთვის ბლოგს აწარმოებდა, სადაც პაკისტანში თალიბანური მმართველობის შედეგებზე ყვებოდა. ჩემი აზრით, ეს გოგონა გმირია და მისი ისტორია ყველამ უნდა გაიგოს. განსაკუთრებით კი…

განშორება, ქორწინება

საქორწინო კონტრაქტი 

თითოეული ადამიანისთვის, ოჯახი და ოჯახური ურთიერთობები, მთელი მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი და მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ, აუცილებელია, ყველა იცნობდეს იმ სამართლებრივ ნორმებსა და რეჟიმს, რასაც სახელმწიფო ადგენს ჩვენი ცხოვრების ამ სფეროში იმისთვის, რომ ოჯახური ცხოვრების სამართლებრივი აქტები იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული და დაბალანსებული.

მნიშვნელოვანი

არაბი ქალები და მათი უფლებები (თუ უუფლებობა?!) 

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ერთი საუკუნეა ფემინისტურმა მისწრაფებებმა დღის სინათლე იხილა და მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ქალები კონსტიტუციურად მამაკაცებთან თანაბარუფლებიანობით სარგებლობენ, მაინც არსებობს ქვეყნების (უმეტესად მუსულმანური) კატეგორია, სადაც ქალების მიმართ დამოკიდებულება წარმოუდგენლად უსამართლო და დაუჯერებელიც კია.

ურთიერთობები

ქორწინების ბათილობა 

წინა პოსტებში ჩვენ ვისაუბრეთ ქორწინების შეწყვეტაზე და მის გზებზე. ალბათ, ყველამ არ იცის, რომ განქორწინების გარდა, შესაძლებელია ქორწინების ბათილად ცნობაც. ასეთ შემთხვევაში, ითვლება, რომ თქვენ არასდროს ყოფილხართ დაქორწინებული. ქორწინება შეიძლება ბათილად ცნოს მხოლოდ სასამართლომ, როცა დარღვეულია შეუღლების პირობები, კერძოდ, საქორწინო ასაკი, მშობელთა და კანონიერ წარმომადგენელთა თანხმობა, როდასაც ეს საჭიროა (დაწვრილებით წაიკითხეთ ჩვენი პოსტი ქორწინების რეგისტრაციის შესახებ). აგრეთვე, როდესაც მხარეებმა ან ერთ-ერთმა თქვენგანმა დაფარა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა.

მნიშვნელოვანი

ერთი შვილი და ერთიც… გოგო 

ასე უპასუხა ქალ-ვაჟის პატრონმა ერთმა პიროვნებამ მოსახლეობის აღწერის აგენტს კითხვაზე, თუ რამდენი შვილი ჰყავდა. აღნიშნული შემთხვევის შემსწრე თავად რომ არ ვყოფილიყავი და შთამომავლობის აღრიცხვის ამ მეტად ორიგინალურ მეთოდს საკუთარი ყურების შუამდგომლობით არ გავცნობოდი – ვფიცავ, არცერთ სხვა წყაროს არ დავუჯერებდი.

ურთიერთობები

უნამუსო ქალებისა და ცელქი მამაკაცების შესახებ 

უკვე დიდი ხანია, მამაკაცის ნამუსის საზომად ულვაშს აღარავინ იყენებს, თუმცა მათი ქართველი უმრავლესობა ჯიუტად და შეუვალად მისდევს რწმენას, რომ ქალის სინდისი და პატიოსნება ერთი პატარა ანატომიური წარმონაქმნის… მიხვდით, არა?.. დიახ, დიახ, საქალწულე აპკის არსებობაზეა დამოკიდებული.
მსგავს მიდგომას რაღაც ახსნას კიდევ მოუძებნი, როცა საუბარი 16-17 წლის მოზარდებს ეხება, მაგრამ როცა საზოგადოება 30-40 წლის პიროვნებასაც იგივე მოთხოვნას უყენებს, სიტუაცია წარმოუდგენელ აბსურდამდე მიდის.