ამ შაბათ-კვირას ვეცადე ჩემი მოდუნებული სხეული ცოტა გამომეფხიზლებინა. სახლიდან სარბენად გამოსული, ყურსასმენების მორგებისთანავე მივხვდი, რომ ჩემი ფლეილისტი სათანადო განწყობას ვერ შემიქმნიდა. მართლაც, სირბილის ნაცვლად 1 საათიანი სეირნობა გამომივიდა “დირსის” საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში. მეც იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, რომელმაც ვარჯიში და სპორტული აქტივობები ცხოვრების წესად ვერ აქცია, თუმცა კარგად იცის აუცილებლობის შესახებ….