ემოციური ნაბახუსევი
ემოციური ნაბახუსევი – მდგომარეობა, რომელიც ადამიანური გრძნობების ზედმეტი დოზით მიღებითაა გამოწვეული.
რისკ-ჯგუფი: ნებისმიერი ასაკის მდედრობითი სქესის წარმომადგენლები.
სიმპტომები: ხანმოკლე დეპრესია, დიდი რაოდენობით მაღალკალორიული ტკბილეულის მიღების დაუძლეველი სურვილი, ტელეფონის და სამყაროსთან კომუნიკაციის გათიშვა და „ტკბილი ნოემბრის“ ფონზე სლუკუნი, ბნელ ოთახში გამოკეტვის და მთელი დღის ძილში გატარების სურვილი.