მანდარინში ბევრი C ვიტამინია, ისევე როგორც ზოგადად, ციტრუსებში. მანდარინის სურნელი სიმშვიდის, ჰარმონიის და სიმყუდროვის შეგრძნებას იწვევს, ამიტომაც ფართოდ გამოიყენება არომათერაპიაში. ამასთანავე, არატოქსიურია და გაღიზიანებას არ იწვევს.

დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი შენ აქამდეც იცოდი, მაგრამ ცოტამ თუ იცის ის, რომ მანდარინს ანტიბაქტერიული და რეგენერაციული თვისებებიც აქვს და მისგან მიღებული ზეთი ხშირად გამოიყენება კანის ინფექციების და ე.ს. სტრიების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.