სიყვარული, სიყვარული, სიყვარული და კიდევ და ყველგან და მარად სიყვარული. მოკლედ ყველას, დიდსა თუ პატარას პირზე აკერია სიტყვა სიყვარული. უყვარდებათ, ხდებიან შეყვარებულები და მერე მიდიან დასკვნამდე, რომ უნდა იქორწინონ. რატომღაც სიტყვა ერთად ყოფნა, ან სიყვარული აუცილებლად იგივდება ქორწინებასთან.