Drugs, Drugs And Drugs
იმ დღიდან მოყოლებული დაიწყო ჩემი პარანორმალური ცხოვრება. ღამის კლუბები, ბარები, მსუბუქი ყოფაქცევის ხალხთან ურთიერთობები, მძიმე როკი, სახლიდან წამოსვლა.
ვერცერთ მათგანს ვერ შევძლებდი, რომ არა ჩემი მუდმივი თანამგზავრი, რომელიც მავიწყებდა ყველაფერს რაც ჩავიდინე. უბრალოდ ვაგრძელებდი ცხოვრებას ჩემ სურეალისტურ სამყაროში, სადაც ჩემ თავს ნელ-ნელა მე თვითონ ვუღებდი ბოლოს, უფრო ნაზად და ნელა ვიდრე ლუსის.
“Thanks for the ride, Prince Charming.”
– იცი, ასე მგონია, კოტე სულ მეყვარება. არა, კი არ მეყვარება, უბრალოდ გაუნელებელი ვნება მექნება. შეყვარებულები ვერასოდეს ვიქნებით. კოტეს შეყვარებული ვერ ეყოლება, უბრალოდ ვერ გაჩერდება ერთ გოგოსთან დიდხანს. რა ვქნა, ასეთია, ვერ ვუბრაზდები. – აბა, რას აპირებ? – გამომცდელი მზერით მომაჩერდა დაქალი – რას ვაპირებ? არაფერს, მომავალში კიდევ ბევრ…