წარბები სახის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალია, მისი ფორმის შეცვლა კი საკმაოდ სარისკოა, განსაკუთრებით მაშინ, თუ არ იცი ეს როგორ უნდა გააკეთო. მასზე დიდ წილადაა დამოკიდებული სახის გამომეტყველება და ვიზუალური ეფექტი. თუ მიიღე გადაწყვეტილება და აპირებ წარბების გაკეთებას, გაითვალისწინე ჩვენ მიერ მოწოდებული რჩევები, რომლებიც სწორი ფორმის შერჩევაში დაგეხმარება და ბევრ უხერხულობას აგარიდებს, რადგან შეცდომის შემთხვევაში წარბების პირვანდელი ფორმის დაბრუნებამდე საშუალოდ 6 კვირა მოგიწევს მოცდა.