– თვრამეტი წლის ვიყავი, როდესაც პირველად ვიხილე მისი “წმინდა სებასტიანი”. საბჭოთა კავშირის დროს ადვილად მიმოვდიოდით და პეტერბურგშიც არაერთხლ ვყოფილვარ მას მერეც. ერმიტაჟს ხშირად ვსტუმრობ ტიციანის გამო, – წარმოსთქვა ელვისებური სისწრაფით მოხუცმა, – ყველა აღფრთოვანებული იყო წმინდანის ვნებებით, მე კი სიცოცხლით აღსავსე ლამაზი ჭაბუკის ცქერით ვიყავი გართული: ამოიღე ისარი და ჭრილობა წამიერად ხორცდება.