Tags

განშორება

როგორ იყოფა მეუღლეთა საერთო ქონება განქორწინებისას? 

მეუღლეთა საერთო ქონება შეიძლება რომელიმე მეუღლის მოთხოვნით გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. გაყოფა ხდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, ხოლო თუ მეუღლეები ვერ შეთანხმდნენ, მაშინ დავას სასამართლო წყვეტს.

ოჯახი, სტიგმა & უფლებები

იცოდე შენი შვილის უფლებები: მამობის დადგენა 

დღესდღეობით, პრობლემა, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ, საკმაოდ მწვავედ დგას ქართველი დედების წინაშე. საჭიროა, დავიცვათ ჩვენი შვილების უფლებები. თუ როგორ, ამას მაშინ შეიტყობ, თუკი ამ სტატიის კითხვას განაგრძობ. ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვი ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში,…

განშორება, ოჯახი

საქორწინო კონტრაქტი 

თითოეული ადამიანისთვის, ოჯახი და ოჯახური ურთიერთობები, მთელი მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი და მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ, აუცილებელია, ყველა იცნობდეს იმ სამართლებრივ ნორმებსა და რეჟიმს, რასაც სახელმწიფო ადგენს ჩვენი ცხოვრების ამ სფეროში იმისთვის, რომ ოჯახური ცხოვრების სამართლებრივი აქტები იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული და დაბალანსებული.

ურთიერთობები

ქორწინების ბათილობა 

წინა პოსტებში ჩვენ ვისაუბრეთ ქორწინების შეწყვეტაზე და მის გზებზე. ალბათ, ყველამ არ იცის, რომ განქორწინების გარდა, შესაძლებელია ქორწინების ბათილად ცნობაც. ასეთ შემთხვევაში, ითვლება, რომ თქვენ არასდროს ყოფილხართ დაქორწინებული. ქორწინება შეიძლება ბათილად ცნოს მხოლოდ სასამართლომ, როცა დარღვეულია შეუღლების პირობები, კერძოდ, საქორწინო ასაკი, მშობელთა და კანონიერ წარმომადგენელთა თანხმობა, როდასაც ეს საჭიროა (დაწვრილებით წაიკითხეთ ჩვენი პოსტი ქორწინების რეგისტრაციის შესახებ). აგრეთვე, როდესაც მხარეებმა ან ერთ-ერთმა თქვენგანმა დაფარა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა.

ურთიერთობები

ქორწინების შეწყვეტა – განქორწინება 

განასხვავებენ ქორწინების შეწყვეტასა და ქორწინების ბათილობას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, სამართლებრივი შედეგი ისეთია, თითქოს არასდროს შეგექმნათ ოჯახი. აღნიშნული ფენომენის შესახებ მომავალ პოსტებში ვისაუბრებთ.

ქორწინების შეწყვეტის საფუძვლებია: ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალება ან სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადება. აგრეთვე, განქორწინება.