ყველას გვინდა ჩვენი გაშლილი სუფრა განსაკუთრებულად ლამაზი და დასამახსოვრებელი იყოს, ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე დეტალს შენი დღესასწაულის გასახალისებლად. სანთელი ჭიქაში საჭირო მასალა: ნაძვის პატარა ტოტები, გამჭირვალე მაღალი ჭიქა და პულივიზატორიანი წებო-აეროზოლი. შეარჩიე ნაძვის ტოტების რბილი ნაწილი, პულივიზატორიანი წებო-აეროზოლით დანამე ტოტები, დანამული ტოტები დააფიქსირე ჭიქაზე, თანაბარ სიმაღლეზე, მოაჭერი ზედმეტი ნაწილები და ჭიქაში ჩადგი მაღალი არომატული სანთელი. სადღესასწაულო ქუდი საჭირო მასალა: ფერადი ქაღალდი, წებო, ბჭყვიალები, სადღესასწაულო…