ესე იგი, ეწევი… მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად კითხულობ, კანონმდებლობის სრული დაცვით, სიგარეტის კოლოფზე მსხვილი შრიფტით ამოტვიფრულ სასტიკ ფრაზას: მოწევა კლავს! მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ თუ ოფლაინ საინფორმაციო წყაროები დაუღალავად ავრცელებენ სტატისტიკურ მონაცემებს იმის შესახებ, რომ: მოწევა კლავს გაცილებით მეტ ადამიანს, ვიდრე შიდსი, ნარკომანია, სუიციდი, წინასწარგანზრახული დანაშაული და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები – ერთად აღებული…