Tags

სხეული

თუ ძილს დაიკლებ! – უძილობასთან დაკავშირებული 16 რისკი 

21 საუკუნეში, სადაც 24 საათის განმავლობაში ინფორმაციას ვიღებთ, ძილისთვის საკმარისი დროის პოვნა პრობლემად რჩება. სხვადასხვა კვლევის საფუძველზე დადგენილია, რომ ადამიანს საშუალოდ 7-9 საათი უნდა ეძინოს, თუმცა დღევანდელი მონაცემებით, ძილისთვის აუცილებელი პერიოდი 6 საათამდეა დასული. გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების 40%-ს 7 საათზე ნაკლები სძინავს, ხოლო 70 მილიონ ადამიანს ძილის რეჟიმი არეული აქვს. ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია კარგად…

სილამაზე, სხეული

უსაფრთხო სილამაზე, ანუ ლამაზი ფრჩხილები და ჯანსაღი ღიმილი 

ალბათ ბევრისგან გსმენიათ, რომ პირველი შეხვედრისას ადამიანის ფრჩხილებს აკვირდება. ფრჩხილების მდგომარეობა ხომ პირდაპირ მეტყველებს, რამდენად მოვლილია შენი ახალი ნაცნობი. გარდა ამისა, შესაძლებელია მისი ცხოვრების სტილის და, ხშირად, ინტერესების განსაზღვრაც. ჩემი ერთი მეგობარი, მაგალითად, იტალიაში ცხოვრებაზე ოცნებობს და ზაფხულობით იტალიის დროშის ფერებში უსვია ხოლმე ლაქი. მისი ფრჩხილები ყოველთვის ძალიან ადვილად იპყრობენ ყურდღებას. თუმცა, ფრჩხილებზე იტალიის დროშის გამოსახვა და, ზოგადად, მათი მოვლა ცოტა არ იყოს რთულია, ამიტომ იგი ხშირად სტუმრობს სალონს მანიკურისა და პედიკურის გასაკეთებლად.