ძალიან მიყვარს თმის ფერზე ექსპერიმენტების ჩატარება: შავი, ყავისფერი, ქერა, წითელი.. ბოლო რამდენიმე წელია მუდმივად წითელი თმა მაქვს. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგად ვიცი, რომ შეღებილი თმის მოვლა საკმაოდ ძნელია, მაგრამ კიდევ უფრო ძნელი შეღებილი წითელი თმის მოვლაა.

წითელი თმა უფრო ადვილად ფერმკრთალდება და რამდენიმე კვირაში მბზინავი, ხშირი და მუქი წითელი კულულები სათანადო მოვლის გარეშე გარანტირებულად ემსგავსება ცოცხს.

ცდის და შეცდომის მეთოდით მეტ-ნაკლებად ვისწავლე სახლის პირობებში როგორ შემეღება და მომევლო თმისთვის, მივაგენი პატარ-პატარა ეშმაკობებს და გადავწყვიტე იმათ გავუზიარო, ვისაც უნდა ჟღალი გახდეს.