Tags

თავის მოვლა, სტილი

ლიფის შერჩევის სახელმძღვანელო 

იცოდი, რომ ქალების 80%-ზე მეტი არასწორი ზომის ბიუსტჰალტერს ატარებს? (70% მეტისმეტად პატარა ზომა აცვია, 10% კი – მეტისმეტად დიდი) ის მაინც თუ იცოდი, რომ არასწორი ზომის ბიუსტჰალტერს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემის გამოწვევა შეუძლია? სანამ კითხვას გააგრძელებ, მოდი, რამდენიმე ტერმინს განვმარტავ, რომელსაც ქვემოთ გამოვიყენებ: დუგმა (closure) – ლიფის შესაკრავი სარტყელი (band) – ლიფის ბრტყელი…

მეგობრობა

კარგი და ნამდვილი მეგობრები 

როცა მთავრდება ურთიერთობა… მთავარდება ერთი ეტაპი და იწყება შემდეგი. ეს ზოგჯერ თანდათან ხდება, უმტკივეულოდ, ხშირად კი სწრაფად და მტკივნეულად. როგორც წესი, ასეთ დროს ადამიანები თანადგომას ეძებენ. თანადგომისთვის არსებობენ მეგობრები: კარგი და ნამდვილი მეგობრები. კარგი მეგობარი შენს პრობლემას თავისად აღიქვამს, გისმენს, თუმცა უფრო მეტს გიყვება, ვიდრე გისმენს, რჩევას გაძლევს მაშინაც, როცა…

თავის მოვლა

ებრძოლე ცელულიტს! 

ცელულიტის სამკურნალოდ უნივერსალური მეთოდი არაა ცნობილი, მისგან საბოლოოდ განკურნების გზაც არავის აღმოუჩენია, მაგრამ არსებობს საშუალებები, რომლებიც დროებით შეუმჩნეველს ან ნაკლებად შესამჩნევს ხდის ცელულიტის არსებობას.

მკითხველის ისტორიები

“მასთან დავწექი, მერე კი…” 

თქვენი შეკითხვები და ისტორიები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ამ ფორმის მეშვეობით: მოგვწერეთ “მიყვარდა ერთი ბიჭი. 3 წელი ერთად ვიყავით, 15 წლის ასაკიდან. სულ ჩემთან იყო, სულ თავს მევლებოდა, მიფრთხილდებოდა, ჩვენს მომავალზე მელაპარაკებოდა, მეუბნებოდა, რომ სულ ერთად ვიქნებოდით. ისე მიყვარდა, მის გამო ყველაფერზე უარს ვამბობდი. თითქოს დამაბრმავა ამ გრძნობამ, რაღაც სიგიჟე იყო. ისე მოხდა, რომ მასთან დავწექი. პატარა…

პაემანი

3 განსხვავება ჩვენ შორის, ანუ რა უნდა იცოდე მამაკაცების შესახებ 

ამბობენ, რომ ქალები და მამაკაცები განსხვავდებიან. ალბათ, ეს ასეცაა. ჩვენ გაგიზიარებთ სამ განსხვავებას, რომლებიც ხშირად იწვევენ პრობლემებს და რომელთა შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდე. მათი ცოდნა დაგეხმარება გართულებების თავიდან აცილებაში. განსხვავება #1: საკუთარი სივრცე კაცები განზე დგებიან, რათა თავი იგრძნონ ავტონომიურად და დამოუკიდებლად, მაშინ როცა ქალები ამას აკეთებენ ნეგატიური ემოციების განცდისას. მამაკაცებს საკუთარი…

მოტივაცია & პოზიტივი

7 აუტანელი მოპყრობა შენდამი, რომელიც უნდა დაგმო 

სჯობს იყო მარტო, ვიდრე ცუდ კომპანიაში. შენი თავმოყვარეობა შესაძლოა შელახონ, შესაძლოა შენზე შურიც იძიონ და უსამართლოდ მოგეპყრონ, მაგრამ იცოდე, მას ვერავინ წაგართმევს, თუ საკუთარი ნებით არ დათმე. გამოსავალი ძალისხმევასა და საზღვრების დაწესებაშია. მანიპულატორ ადამიანებს რა დალევს. არ დათმო და როდესაც გავიწროვებენ, თავადაც შეავიწროვო. დასაწყისშივე უნდა ეცადო, განსაზღვრო შენი ტერიტორია. თუ…

მკითხველის ისტორიები

“ის საერთოდ არ საუბრობს ჩვენს მომავალზე და ოჯახზე” 

რედაქციაში ასეთი წერილი მოვიდა: “2 წელია ვხვდები ბიჭს ძალიან მიყვარს. ვიცი, რომ მასაც ვუყვარვარ. ასე ვთქვათ სერიოზული ურთიერთობა გვაქვს, ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებთ, სექსიც გვაქვს. რაც შეეხება პრობლემას, საქმე იმაშია, რომ საერთოდ არ საუბრობს ჩვენს მომავალზე, კონკრეტულად ოჯახის შექმნაზე, მეც არ მინდა, რომ დავაძალო. არ ვიცი რა ვქნა. არადა, უკვე…

მოტივაცია & პოზიტივი

რა არის ფუბინგი და რატომ უნდა გაწუხებდეს ეს საკითხი? 

ეს სულელური სახელი საკმაოდ გავრცელებულ თანამედროვე ფენომენს ჰქვია: ფუბინგი თანამოსაუბრესთან ურთიერთობის პარალელურად ტელეფონის კირკიტია. დღეს ამ საკთხის გარშემო სულ უფრო და უფრო იზრდება დისკუსიები და რეალურად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი ონლაინ კამპანიაა დაწყებული, სახელწოდებით – UnDigitizeMe – რათა სმარტფონებმა ნაკლები დრო წაგვართვან და უფრო მეტად ჩავერთოთ რეალურ ცხოვრებაში. მოდი, საკუთარი…

განშორება, მკითხველის ისტორიები

“მირჩიეთ, როგორ დავიბრუნო…” 

ჩვენს მკითხველებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც თავის ერთგულებას არა მხოლოდ სტატიების კითხვით გამოხატავენ, არამედ იმდენად ახლობლად მიგვიჩნევენ (რის გამოც – უღრმესი მადლობა მათ), რომ რჩევასაც გვეკითხებიან პირად პრობლემებთან თუ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ქვემოთ მოყვანილი წერილიც ამის დადასტურებაა. ჩვენი მხრიდან, ძალიან შევეცადეთ, ყურადღებით წაგვეკითხა იგი და შეძლებისდაგვარი პასუხი გაგვეცა, თუმცა…

თავის მოვლა, მნიშვნელოვანი

მშობიარობის შემდგომი მუცელი, ანუ შუქი აანთეთ, ბნელა! 

როდესაც სოციალურ ქსელებში ახალნამშობიარევი ქეით მიდლტონისა და პატარა უფლისწულის პირველი ფოტოები დაიდო, გაგიკვირდება და ბევრს ფოტომონტაჟი ეგონა. მიზეზად კი ქეითის მუცელს ასახელებდნენ: „თუ უკვე იმშობიარა, ამხელა „ღიპი“ რატომ აქვს?“ თავიდან მეგონა, რომ მსგავსი კითხვები მარტო ქართველებს თუ გაგვიჩნდებოდა, მაგრამ ამასწინათ, როდესაც პატარა პრინცისა და მისი დედის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას…

მკითხველის ისტორიები

“ჩემი ქმარი ძალიან მიყვარს, მაგრამ სახლში სულ მთვრალი მოდის” 

“რთული სიტუაცია მაქვს. ცოტა ხანია რაც გავთხოვდი, ჩემი ქმარი ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ ბოლო დროს სახლში სულ მთვრალი მოდის, ფული არასოდეს არ აქვს. მე ერთ-ერთ ბანკში ვმუშაობ, მაგრამ საკმაოდ დაბალი ხელფასი მაქვს. ქმრის ოჯახმა ბინა გვაჩუქა და იქ ვცხოვრობთ, ამიტომ ყველაფრის გადახდა ჩვენ გვიწევს.

თავის მოვლა

პრობლემიანი ხუჭუჭა თმა 

ბევრს ჰგონია რომ ხუჭუჭა თმიანებს თმასთან დაკავშირებული პრობლემები არ გვაქვს; დაიბან, გაიშრობ და ეგაა. თუმცა სინამდვილეში არც ასე მარტივადაა საქმე. სხვისთვის მარტივი შხაპი, ჩემთვის 10 წუთიანი თმის ვარცხნაა, რათა ყველანაირი თმის ნასკვი გავხსნა. გაშრობით კი ყოველთვის სხვადასხვანაირად მიშრება და, ხშირ შემთხვევაში, არც ისე კარგ ფორმას იღებს… ბავშვობაში ძალიან ხუჭუჭა თმა მქონდა და დაუვარცხნელობის გამო სასწაულად ამებურდა. მგონი…

მოტივაცია & პოზიტივი

როგორ დავამარცხოთ ცუდი განწყობა? 

რას ვიზამთ, ცუდი განწყობა ჩვენი ხშირი თუ იშვიათი თანამგზავრია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ მოტეხილი ქუსლი, ან პაემანზე ნახევარ-საათიანი უშედეგო ლოდინი (რა სირცხვილია!) ხანდახან კი უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვართ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე.