ჩემი პირველი სუნამო Versace-ს „Versense” იყო. შერჩევის დროს ბევრი არ მიფიქრია, მომეწონა, შევიძინე და კარგადაც „მოვირგე“. რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც პირველი ხელფასი ჩამერიცხა, გეზი პარფიუმერული მაღაზიისკენ ავიღე და ხელი დაუფიქრებლად დავადე Gucci-ს „Flora”-ს. ერთ-ერთ ნაცნობს ჰქონდა ეს სუნამო, მეგონა ვიცოდი რაც იყო. შევცდი. თურმე, ნუ იტყვი და ერთი და იგივე სუნამო სხვადასხვა ადამიანის კანზე განსხვავებულ სურნელს ტოვებს.