Tags

დასვენება, სიყვარული, ფლირტი

ოჰ, ეს ერთფეროვანი ვალენტინი! 

სულაც არ მიყვარს ვალენტინობა,  მას იმიტომ არ ვწყალობ, რომ It’s too sweet for me… და თუ კიდევ უფრო ჩავუღრმავდები, I’m sweet enough… ამ დღესასწაულის დანიშნულებაა, ყვავილების ბიზნესისთვის ხელის წაკვრა, კომპანიებისთვის კონკურსებისა და ფასდაკლებების მიზეზი და ნაბიჭვრებისთვის ერთ ფილა შოკოლადად (პრინგლსად, ან რაიმე უფრო ძვირფას ნივთად/საჩუქრად) პარტნიორთან შერიგების შესაძლებლობა. რატომ ასე…

დასვენება, სიყვარული, ფლირტი

6 მხიარული იდეა მარტოხელებს ვალენტინობის დღისთვის 

ვალენტინობის დღეს მარტო უნდა შეხვდეთ? შანსი არაა! მაგრამ თუკი ფაქტს ვერ გავექცევით, მაშინ რამდენიმე საინტერესო რჩევა თქვენთვის: ასიამოვნე საკუთარ თავს არა მაინდამაინც ეგ არ გაიფიქროთ. უბრალოდ ჰკითხე პესიმისტს ვალენტინობის დღის შესახებ და ის გეტყვის სრულ ჭეშმარიტებას. ეს არის დღესასწაული შექმნილი მხოლოდ იმიტომ, რომ შეყვარებულებმა ერთმანეთი წაახალისონ სხვადასხვა საჩუქრებით და სიურპრიზებით. ზუსტად ამის გამო…

თვითგანვითარება, სიყვარული, ფლირტი

ხმაურიანი პაემანი ანუ როგორ ავალაპარაკოთ თანამოსაუბრე? 

სულ ახლო წარსულში მეგობართან ერთად ვბჭობდი იმის თაობაზე თუ რა უნდა ქნა, როდესაც თითქმის უცნობ ადამიანთან მიდიხარ პაემანზე. მოგეხსენებათ ასე დროს ხშირად ჩნდება უხერხული, ჩუმი პაუზები, ზოგჯერ არ იცი რა თემაზე შეიძლება ესაუბრო ადამიანს, თითქმის არ გაქვს წარმოდგენა მის მსოფლმხედველობასა და ინტერესებზე. დიდი ხნის საუბრის მერე მე ჩემი ვერსიები შევთავაზე….

სხეული, ფლირტი

ინტიმის პრობლემები 

ცნობილმა ბრიტანელმა სექსოლოგმა და ფსიქოლოგმა, მარტი კლეინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ნებისმიერ ასაკში ადამიანის სექსუალური ცხოვრება თანდათან უინტერესო ხდება.

სიყვარული

რით სჯობს მარტოობა პარტნიორის ყოლას 

მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს შორის ყოველთვის იმართება პატარა დისკუსიები იმაზე, რა სჯობს? გყავდეს საყვარელი ადამიანი, იცხოვრო მის გვერდით დიდხანს და ბედნიერად, თუ ეს წარმოუდგენელია, და უმჯობესია, მარტო იყო, სხვადასხვა პარტნიორების ცვლაში.

სიყვარული, სხეული, ფლირტი

აი, რა სურთ ქალებს! (ამჯერად უფრო მარტივად და გარკვევით!) 

ალბათ ელით, რომ კაცების სურვილზე ვისაუბრებ, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ცდებით! კაცები ყოველთვის აქტუალურია ჩვენს ცხოვრებაში. ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ რატომღაც არასდროს არ ვსაუბრობთ ჩვენზე. მთელი მსოფლიო ცდილობს გაიგოს ქალის სურვილი, ჩვენ კი საერთოდაც არ გვიფიქრია ამ თემაზე. მოდით, ვეცადოთ გავამარტივოთ და პასუხი გავცეთ ‘ცნობისმოყვარე კითხვებს’.

სახლი, ფლირტი

ვალენტინობის საჩუქარი მამაკაცისთვის 

მოკლედ როგორც ჩვენს ერთ-ერთ ანონიმ სტუმარს შევპირდი , ვწერ პოსტს იმის თაობაზე თუ რა შეიძლება ვაჩუქოთ ბიჭს 13 წლიდან ზემოთ .

აქ ვეცდები დავწერო უნივერსალური , პიკანტური და ორიგინალური საჩუქრების შესახებ , ხოლო არჩევანი შემდეგ უკვე თითოეულმა თქვენგანმა უნდა გააკეთოთ იმის მიხედვით, თუ რამდენად ახლო(ბელი)ა ის მამრი.

მკითხველის ისტორიები, სილამაზე

იცინის ის ვინც ბოლოს იცინის… 

დადგა ის დღე, რომელსაც ასე ელოდი…. და შენს გარდერობში, ისევე როგორც შენს თავში, სრული აურზაურია. როგორც იქნა შეარჩევ სამოსს და იმდენ მაკიაჟს დაიდებ, რომ დედაც ვერ გცნობს. იმაზე ფიქრით, რომ უკვე დაგაგვიანდა დროზე ადრე მიხვედი შეხვედრის ადგილას და რუსთაველზე ან თავისუფლებაზე (უმეტეს შემთხვევაში) ელოდები მას.

მკითხველის ისტორიები

როცა კარგავ სიცოცხლის აზრს… 

რაც კი შენთვის ძვირფასია, ყველაფერი რასაც ასე აფასებ, ადამიანი, რომელზეც მთელს შენს მომავალს აგებ შენს გვერდითაა… ბედნიერი ხარ და რაზეც არ უნდა ფიქრობდე, რაზეც არ უნდა ოცნებობდე, მას უკავშირდება…

სიყვარული

5 ზედმეტი ქმედება სასიყვარულო ურთიერთობაში 

შესაფერისი პარტნიორის პოვნა რომ ძნელია, ეს უდავოა. თუმცა მხოლოდ პოვნა ხომ საკმარისი არაა? უნდა იპოვო, “მოიპოვო” და შეინარჩუნო.

ოჯახი, ურთიერთობები

ნაადრევი ქორწინება 

როგორც იქნა ახდა შენი ოცნებები, ულამაზესი კაბა გაცვია და საყვარელ ადამიანზე ქორწინდები. მერე რა, რომ ჯერ თავადაც ბავშვი ხარ, სიყვარულმა ხომ ასაკი არ იცის? ხან 18 წლისას მოგიკაკუნებს გულის კარზე და ხანაც ძალიან გვიან.

ალბათ გიფიქრია ოჯახურ თანაცხოვრებაზე – ეს ხომ მოვალეობათა ერთი გრძელი ჯაჭვია – და ზუსტად იცი მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ადრე დგამ ამ ფრიად საპასუხისმგებლო ნაბიჯს, შენ მზად ხარ ამისათვის.

ოჯახი, ურთიერთობები

რა სურთ ქალებს? 

ამასწინად დიდი ხნის უნახავ მეგობარს შევხვდი. სალაპარაკოდ ბევრი თემა დაგვიგროვდა და ქალების ფსიქოლოგიასაც გადავწვდით. მან, როგორც მამაკაცმა მკითხა, რა სურთო ქალებს? აღმოჩნდა, რომ პასუხი არ მქონდა…

ურთიერთობები

საუზმე ორისთვის 

აეროპორტიდან ტაქსით წამოვედი. ჩემი ქუჩის დასაწყისში ტაქსიდან გადმოვედი, ნარინჯისფერკოპლებიანი თავსაფარი მოვიხვიე და საპირისპირო მიმართულებით წავედი, არ მინდოდა ცარიელ სახლში ასვლა.

გათენებამდე ვიხეტიალე და კაფეს შევეხიზნე. მიმტანს ვთხოვე, ორი ადამიანისთვის გაეწყო მაგიდა. ჩემთვის ლატე და ფრანგული ფუნთუშა, მისთვის – სენდვიჩი ლორითა და ყველით, ბერძნული სალათი და ფორთოხლის წვენი შევუკვეთე.

სხეული, ფლირტი

7 ტაბუ საძინებელში 

ყველას აქვს მისი პირადი ცხოვრება, ცხოვრება და სიამოვნება, ხოლო იმისათვის რომ ჩვენი სიამოვნების განცდა არ მოგვიწიოს ეულად (ნუ თუ შეიძლება მაგ შემთხვევას ვუწოდოთ სასიამოვნო, მაშინ როცა ეულად ხარ) არ იქნებოდა ურიგო გავცნობოდით მეტ-ნაკლებად საზრიან და სანდო სტატიიას. მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ ეს წესები ყველა ქალმა იცის ქვეცნობიერად, არ იქნება ცუდი ამის შეხსენება არგუმენტირებულად.

ურთიერთობები

1001 ვირტუალური ღამე 

ნოემბერში გაციებას ვერც მე გადავურჩი და ერთი კვირით საკუთარ ოთახში გამოვიკეტე. რამდენჯერმე გოგონები მეწვივნენ, დანარჩენ დროს კი კითხვასა და ვირტუალურ სივრცეში უგზო-უკვლოდ ხეტიალში ვატარებდი.

ადამიანთა იმ ტიპს მივეკუთნები, კვირაში ერთხელაც რომ არ ახსენდებათ სოციალურ ქსელებსა და ელ.ფოსტაზე მოსული შეტყობინებების შემოწმება. იმ კვირის განმავლობაში კი უეცრად რამდენიმე ვირტუალური ნაცნობი შევიძინე. მათ შორის აღმოჩნდა ბექაც.